x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134039
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მსახიობები, რომლებმაც ბევრად ახალგაზრდების როლი შეასრულეს
imageყველას გვინახავს ფილმები, სადაც მსახიობის რეალური ასაკი არ შეესაბამება პერსონაჟის ასაკს. საინტერესო, რატომ ხდება ასე?

საქმე ისაა, რომ 18 წლამდე მოზარდის მუშაობის პირობები მკაცრადაა განსაზღვრული კანონის მიერ. მათ არ შეუძლიათ სრული დატვირთვით მუშაობა და განსაზღვრულ სცენებში მონაწილეობა. გარდა ამისა, თუ გადაღებები ძალიან გაიწელება, მათი გარეგნობა შესაძლოა რადიკალურად შეიცვალოს. სწორედ ესაა მიზეზი, რატომაც თამაშობენ ასაკით უფროსები ხშირად ახალგაზრდების როლს.


სტატიაში გაგაცნობთ ზრდასრულ მსახიობებს, რომლებმაც წარმატებით შეასრულეს თინეიჯერების როლები. ისიამოვნეთ!







1. რობერტო ბენინი - "პინოქიო"

ფილმში "პინოქიო", რომელიც 2002 წელს გამოვიდა დიდ ეკრანზე, რობერტო ბენინი ახალგაზრდა ხის ბიჭუნას როლს თამაშობს, რომლის ასაკიც უცნობია. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბიჭუნა სკოლაში შესვლას აპირებს, ის 7 წელზე მეტის არ უნდა იყოს.


image







2. ნიკოლ კიდმანი - "ფლირტი"

ამ დრამაში ნიკოლ კიდმანმა სკოლის მოსწავლის როლი შეასრულა. თუმცა, სინამდვილეში ის სკოლის ასაკს საკმაოდ დაშორებული იყო. გადაღაბების დროს მსახიობს 24 წელი შეუსრულდა.

image








3. როუზ მაკივერი - "საყვარელი ძვლები"

მსახიობი, რომელმაც ფილმში "საყვარელი ძვლები" მთავარი პერსონაჟის დის როლი ითამაშა, გადაღებების დროს 21 წლის იყო.

image








4. კიანუ რივზი - "ბილის და ტედის იდეალური თავგადასავალი"

ბევრისთვის საყვარელი მსახიობი კიანუ რივზი გვაფიქრებინებს, რომ მისთვის დრო გაჩერდა. ამიტომაც არაფერია გასაკვირი იმ ფაქტში, რომ მან 1989 წელს გამოშვებულ კომედიაში 25 წლის ასაკში 17 წლის სკოლის მოსწავლის როლი შეასრულა.

image








5. ჯენიფერ გრეი - "ბინძური ცეკვები"

ლეგენდარულ დრამაში მთავარი გმირის როლი სინამდვილეში პერსონაჟზე 10 წლით უფროსმა ჯენიფერ გრეიმ შეასრულა. მსახიობის კარიერაში ეს როლი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. მის გამო ოქროს გლობუსზეც კი იყო ნომინირებული.

image








6. ჯო კირი - "უცნაური ამბები"

სერიალის "უცნაური ამბები" დასაწყისისას, როცა ჯო კირი სკოლის მოსწავლის როლს ასრულებდა, მას სინამდვილეში 24 წელი შეუსრულდა. დღეს ის 27 წლისაა და ისევ განაგრძობს გადაღებებში მონაწილეობას.

image








7. კრისტენ კონოლი - "ქოხი ტყეში"

კრიტენ კონოლი, რომელიც მთავარი გმირის მეგობრის როლს ასრულებდა, გადაღებების დროს 31 წლის იყო. სხვათა შორის, მისი კოლეგა კრის ჰემსვორსი 28 წლის იყო და ისიც კოლეჯის სტუდენტის როლს ასრულებდა.

image








8. რაიან რეინოლდსი - "უბრალოდ მეგობრები"

კომედიის "უბრალოდ მეგობრები" სცენარის მიხედვით, რაიან რეინოლდსის პერსონაჟი სკოლის ბანკეტისთვის ემზადება. თუმცა, სინამდვილეში, მსახიობს სასკოლო ცხოვრება დიდი ხნის უკან მოტოვებული ჰქონდა, რადგან გადაღებების დროს, 2005 წელს, ის 29 წლის იყო.

image








9. დენის რიჩარდსი - "ველური გოგონები"

დენის რიჩარდსიმ ნამდვილად კარგად იმუშავა, როცა 27 წლის ასაკში 16 წლის გოგონას როლი შეასრულა. ეს ერთ-ერთი იმ შემთხვევათაგანია, როცა რეჟისორებმა ზრდასრული გოგონა თინეიჯერის როლზე "არაბავშვური" სცენების გამო აიყვანეს.

image








10. ზილა კლარკი - "ჯეინ ეარი"

რომან "ჯეინ ეარის" რამდენიმე ეკრანიზაცია არსებობს. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია მინი-ტელესერიალი ტიმოთი დალტონისა და ზილა კლარკის მონაწილეობით. გადაღებების დროს ზილა 29 წლის იყო, ბევრად უფროსი, ვიდრე ახალგაზრდა მოსამსახურე ჯეინ ეარი, რომელმაც ახლახან დაამთავრა სასწავლებელი.

image








11. ლინდა ჰამილტონი - "ტერმინატორი"

ფილმის დასაწყისში სარა კონორი ჩვეულებრივი სტუდენტია, რომელიც ოფიციანტად მუშაობს. როლის შესრულებისას ლინდა ჰამილტონი 28 წლის იყო და თავისი საქმე ნამდვილად კარგად გააკეთა, რადგან საუკეთესო ქალი მსახიობების სიაში შევიდა.

image








12. ჯონ ფრანკლინი - "სიმინდის ბავშვები"

12 წლის წინასწარმეტყველის როლი საშინელებათა ფილმში "სიმინდის ბავშვები" დებიუტი გამოდგა ჯონ ფრანკლინისთვის. გადაღებების დროს ის უკვე 25 წლის იყო. მხოლოდ ფილმში კი არა, ჯონ ფრანკლინი რეალურ ცხოვრებაშიც ბევრად ახალგაზრდულად გამოიყურება, რადგან გენეტიკურად ზრდის ჰორმონების დეფიციტი აქვს.

image








13. რეიჩელ მაკადამსი - "ცუდი გოგონები"

ფილმში რეიჩელ მაკადამსი სკოლის ცუდი გოგონების 16 წლის ლიდერის როლს ასრულებს. ამ დროს ის 26 წლის იყო, თუმცა, აშკარაა, რომ სკოლის ცხოვრებაზე მეტად რაიან გოსლინგთან თავისი მომავალი ურთიერთობით იყო დაინტერესებული.

image








14. პოლ უესლი - "ვამპირის დღიურები"

"ვამპირის დღიურების" პირველი ეპიზოდის გადაღებისას პოლ უესლი 26 წლის იყო. ბოლო ეპიზოდის გადაღებისას კი მას 35 წელი შეუსრულდა. საინტერესოა, რომ მისმა პერსონაჟმა სტეფან სალვატორმა დაბერება 17 წლის ასაკში შეწყვიტა. როგორც ჩანს, პოლ უესლიც ფლობს მარადიული ახალგაზრდობის შენარჩუნების საიდუმლოს.

image








15. გაბრიელ კარტერისი - "ბევერლი ჰილზი, 90210"

1990-იანების თინეიჯერებისთვის პოპულარულ ფილმში გაბრიელ კარტერისი ჯერ სკოლის გაზეთის რედაქტორის, შემდეგ კი კოლეჯის სტუდენტის როლს ასრულებს. გადაღებების დროს ის 29 წლის იყო.

image








16. ვერონიკა კასტრო - "ველური ვარდი"

1990-იანების ცნობილ საპნის ოპერაში მექსიკელმა ვარსკვლავმა ვერონიკა კასტრომ 35 წლის ასაკში შეასრულა 17 წლის გოგონას როლი. ასაკს მისთვის ხელი არ შეუშლია, მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანის გული დაეპყრო.

image








ასევე დაგაინტერესებთ:


1. ფილმები, რომლებშიც ერთი და იგივე კოსტიუმები გამოიყენეს

image


2. 14 მსახიობი, რომელმაც უნაკლოდ შეასრულა საპირისპირო სქესის როლი

image


3. რა შეემთხვა ჯონი დეპს და დაუბრუნდება თუ არა ის კარიერას

image

0
1155
5-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
1155
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0