x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134425
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
ბედნიერების ძიებით გაერთიანებული, გამორჩეული წყვილი საქართველოდან ...
დღევანდელ რეალობაში ძნელია იპოვო შენი თავი და შენი კუთვნილი ბედნიერება. ამას ყველა სხვადასხვა ფორმით ახერხებს.

ზოგი ცდილობს ბედნიერება დაინახოს პროფესიულ ზრდაში, სამსახურეობრივ წინსვლაში, ტრენინგებზე სიარულით და დამღლელი დღის ბოლოს მეგობრებთან ერთად კაფე-ბარებში გართობით.


არ ვიცი დამეთანხმებით თუ არა, მაგრამ ნამდვილი ბედნიერება სიყვარულის პოვნა მგონია. მეორე ნახევრის, რომელიც გავსებს, გამთლიანებს, სხვა ენერგიით გავსებს. თვალები სხვანაირად გიციმციმებს და ყველაფერს ნათელი ფერი აქვს.

როცა გულწრფელად გიყვარს დაბრკოლება და პრობლემა,


რომელიც მრავლად არსებობს უფასურდება

და სხვა ენერგიით ცდილობ "დაამარცხო" ამქვეყნიური სირთულეები.

პროფესიულ ზრდასაც სხვა ენთუზიაზმით ახერხებ...




თუმცა ახლა პრობლემებზე საუბარი კი არა, საინტერესო ისტორია მინდა მოგიყვეთ.

მოხარული ვარ, რადგან მე მომეცა ბედნიერება

ასეთ თვალებგაბრწყინებულ ადამიანებზე გიამბოთ.

მოხარული, იმიტომ რომ დასაფასებელია სიყვარულის ყველანაირი ფორმა

და განსაკუთრებით თუ სიყვარულს კრეატიული ბუნებაც ემატება.


ოჯახი, რომელზეც უნდა გიამბოთ ერთი განსაკუთრებული ერთი რამით უნდა გამოვარჩიო, მაგრამ დარწმუნებული ვარ სხვა ბევრი საინტერესო დეტალი ექნებათ პირად ცხოვრებაში.

ჩემი ყურადღება პირველ რიგში ნათელმა ფოტოებმა, შეყვარებულმა თვალებმა და ორიგინალურმა მოგზაურობის ფორმამ მიიქცია.

თეონა და ბუკა, ბუკას ახდენილი ოცნებით, მათი ფანტაზიით მოწყობილი ფურგონით მოგზაურობენ...ფერადი და საყვარელი, რაც მთვარია სიყვარულით გაერთიანებული იდეით, ბევრი საინტერესო ადგილის მონახულებას გეგმავენ.

image



image


ბუკა (მიხეილი) ინტერნეტ კომპანიაში მუშაობდა, თეო საბავშვო ცენტრში. ბუკას ინტერნეტის დაყენების გამო მოუხდა თეოსთან მისვლა და კარგად ახსოვს პირველი ემოცია. გაიფიქრა, ეს თოჯინა ჩემთვის მინდა-ო... ურთიერთობის განვითარებიდან გამომდინარე ეს სურვილი ნამდვილად აუხდა. ხშირად მოუწიათ შეხვედრა და ყველაფერი თავისით განვითარდა. პირველი საჩუქარი თოჯინა იყო, ისეთი საყვარელი როგორიც თეო, ჩუქების სურვილიც სწორედ ამიტომ გაუჩნდა.

ალბათ როცა ნამდვილ გრძნობას იპოვი დრო არაფერს წყვეტს... გაცნობიდან მალევე, 4 თვეში დაქორწინდნენ და მას შემდეგ სულ ერთად არიან, თითქოს სულ ერთად იყვნენ, ახლა კი ნამდვილად არის თეო მისი პატარა თოჯინა. დროის გასვლის შემდეგაც ისე ცხოვრობენ თითქოს მთელი ცხოვრება ერთმანეთს ეძებენ, ახლა იპოვესო. ერთმანეთს ავსებენ, ამთლიანებენ...

საინტერესოა დაქორწინების იდეაც... ყველაფერი მათი ორგანიზებით მოხდა. თეომ კაბაც თავისი ხელით შეიკერა და ორიგინალური თაიგულიც კი თავისი ხელით შექმნა.

image

ინტერნეტით იპოვეს რაჭაში ადგილი ჯვრისწერისთვის, ქულბაქი ასე ჰქვია ადგილს. თავისით დაგეგმეს ტური, ხელის მოწერის ცერემონიალიც მათი ორგანიზებული და გაფორმებულია. როგორც ვიცი მათი დაგეგმილი ტურის შემდეგ ბევრმა წყვილმა გაიგო ამ ადგილის შესახებ და იგივე იდეით გამთლიანებული წყვილები ამის შემდეგ აკითხავენ რაჭის ამ მშვენიერ ადგილს.

image


image

image

imageimage
image

ქორწინების შემდეგ მანქანის და და მოგზაურობის იდეას მალე შეასხეს ფრთები... ბუკას ყოველთვის უნდოდა სამოგზაურო ფურგონი, ფარდის ფერიც კი მოფიქრებული ჰქონდა. ნელ- ნელა შეამატეს ყველა ის დეტალი რაც მათი მოგზაურობისთვის იყო საჭირო. შეიძლება უბრალო, მაგრამ ძალიან ფერადი და სიყვარულით სავსე.


image

image


თეოს და ბუკას ახლა პატარა ნიკოლასიც ჰყავთ. საყვარელმა, წყნარმა და სიმშვიდით სავსე ბიჭმა კიდვ უფრო გააფერადა მათი ცხოვრება . ბავშვი ისეთი წყნარია იფიქრებთ მათი სიყვარული და ცხოვრების სიმშვიდე ნიკოლასშია თავმოყრილიო. ის ჯერ 7 თვისაა და უკვე ტური მასთან ერთად დაიგეგმა, თავს ისე გრძნობს როგორც სახლში, თითქოს არაფერი შეცვლილა. დიდი ინტერესით აკვირდება სიახლეებს და დედიკოს და მამიკოს შეთავაზებულ ფერად სამყაროს.

image

image


ბევრ ფერად დღეს, უსასრულო სიყვარულს, უსაზღვრო მოგზაურობის ენთუზიაზმს და ბევრ საინტერესო თავგადასავალს ვუსურვებ თეონა ვაშაძეს და მიხეილ ( ბუკა) აბდუშელიშვილს პატარა ნიკოლასთან ერთად.

1
534
1-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
534
  
2019, 22 აგვისტო, 10:31
ქულბაქი. მწვანე ტბა არის ლეჩხუმში და არა რაჭაში. ბოდიში გაუთვალისწინებელი უზუსტობისთვის
0 1 1