x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ოქსანა ვოევოდინა ქმრისთვის ერთგულების დასამტკიცებლად დნმ-ტესტის გასაკეთებლად მზად არის

image


ალბათ, გახსოვთ სულ ცოტა ხნის წინ, მთელი მსოფლიო როგორი ინტერესით განიხილავდა მალაიზიის ყოფილი მეფისა და "მის მოსკოვის" - ოქსანა ვოევოდინას ზღაპრული სიყვარულის ისტორიას.


image


თუმცა, მოსკოვში გამართული მდიდრული საქორწინო ცერემონიიდან მალევე, წყვილი ერთმანეთს დაშორდა. როგორც ცნობილია, მუჰამედ V-მ, სამეფო ტახტი სწორედ რუსი გულთამპყრობელის - "მის მოსკოვი 2015"-ის ტიტულის მფლობელის გულისთვის დათმო.


image


თავად ოქსანა ჯერჯერობით არანაირ კომენტარს არ აკეთებს, ხოლო მუჰამედ V-ის ადვოკატი აცხადებს რომ ვაჟი, რომელიც წყვილს ცოტა ხნის წინ შეეძინა, შეიძლება რომ ექს-მეფის შვილი საერთოდ არ იყოს. ადვოკატის განცხადებით, ყოფილი მეუღლე რუს ლამაზმანს ღალატში ადანაშაულებს.


image


ცოტა ხნის წინ, როგორც რუსული მედია იუწყებოდა, ამ წლის გაზაფხულს მოდელი მოსკოვში ახალგაზრდა მამაკაცის თანხლებით შენიშნეს. სავარაუდოდ, მალაიზიის მონარქთან სწორედ ამ ინფორმაციამ მიაღწია, რომელიც საბოლოოდ მისი ეჭვიანობის საფუძველი გახდა.


image


"რა სისულელეა! ძალიან ვწუხვართ, რომ მისმა აღმატებულებამ თავისი ინტერესების დასაცავად ასეთი არაპროფესიონალი კადრი აიყვანა. ხოლო თუკი ფარისას (ასე უწოდებენ ვოევოდინას ოჯახში მუჰამედ V) რაიმე ეჭვი აქვს, მას დნმ-ის ტესტის გაკეთება ყოველთვის შეუძლია. თავის მხრივ, ამისთვის ოქსანაც მზად არის.. დარწმუნებული იყავით, მას ბავშვის სახე რომ ეჩვენებინა, მაშინ ეჭვი მის მამობაზე აღარავის გაუჩნდებოდა, რადგან მამა - შვილი გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან ერთმანეთს, "- განუცხადა ჟურნალისტებს ოქსანა ვოევოდინას უახლოესმა მეგობარმა.


image


მოსალოდნელი განქორწინების შესახებ ოქსანას მეგობარს არაფერი უთქვმს, მან მხოლოდ მინიშნება იმაზე გააკეთა, რომ დღესდღეობით, ვოევოდინა მოსკოვთან ახლოს მდებარე სახლში, მშობლებთან ერთად ცხოვრობს, სადაც ძირითადად პატარა ვაჟის აღზრდით არის დაკავებული.


image





0
336
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
336