x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134053
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
რა გავლენას ახდენს სკოლა ბავშვის ფსიქიკაზე

image

თანამედროვე სკოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვალეობაა _ იზრუნოს და გაანთავისუფლოს ბავშვები სკოლამდელ პერიოდში, არასწორი აღზრდის შედეგად დაგროვებული ფსიქიკური დაძაბულობებისგან და ამასთანავე თვითონ სკოლამ არ შეუქმნას ახალი დაძაბულობები. ამისათვის საჭიროა სკოლამ სრულად გამოიყენოს სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი ბავშვის განვითარებისა და მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის განმტკიცებისათვის.

მოსწავლის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს მისი დამოკიდებულება სწავლისადმი, მის მიმართ მასწავლებლების დამოკიდებულება, სასწავლო დავალებების შესაბამისობა მის გონებრივ შესაძლებლობებთან, თანაკლასელების დამოკიდებულება მისდამი, სწავლისადმი, მშობლების დამოკიდებულება მისი სასწავლო საქმიანობის მიმართ და ა.შ.

მოსწავლეთა უმრავლესობას, სასწავლო საქმიანობასთან დაკავშირებით აღენიშნებათ სხვადასხვა სახის და სიმძიმის ემოციური და ქცევითი გადახრები, როგორიცაა : შიში, შფოთვა, ძილის დარღვევა, კვებასთან დაკავშირებული პრობლემები, აგრესიულობა, დეპრესიის ნიშნები, ჰიპერაქტიულობა და სხვა.


კვლევების თანახმად უხალისოდ და დაზარებით სწავლა, ბავშვის ფსიქიკაზე ზემოქმედდება და იწვევს ბავშვის სომატურ დარღვევებს როგორიცაა: ნერვული ქოშინი, ტიკები, ასთმური მოვლენები, კუჭნაწლავის ტრაქტის მოშლა, ენაბლუობა და სხვა.

სწორედ ამიტომ ძალიან დიდ როლს თამაშობს სკოლის საგანმანათლებლო მიდგომა მოსწავლეების მიმართ . სკოლა მაქსიმალურად უნდა იყოს ორიენტირებული ბავშვების კომფორტზე, მათ უნდა შეუქმნან თბილი, ყურადღებიანი გარემო, და აგრძნობინონ რომ ისინი არიან სრულფასოვანი და სასურველი ადამიანები. ამასთანავე მნიშვნელოვანია სასკოლო ცხოვრებასა თუ სწავლებაში ფსიქოლოგის აქტიური ჩართულობა, რათა თავიდანვე თავიდან აცილებულ იქნეს ბავშვებში, სიტუაციურ ემოციურ-ქცევითი დარღვევები, რომელიც შესაძლოა ბავშვის მომავალ ცხოვრებაზე ნეგატიურად აისახოს.

0
28
2-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ პირველი
მარიამ პირველი
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0