x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134031
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
გაუპატიურების მსხვერპლი, რომელსაც 30 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, გათავისუფლდა
image

21 წლის ეველინ ჰენანდესი ელ სალვადორიდან, რამდენიმე წლის წინ გააუპატიურეს, რის შედეგადაც იგი დაორსულდა.


გოგონამ 32-ე კვირაზე ბავშვი ტუალეტში გააჩინა და დატოვა. გარდაცვლილი ახალშობილის პოვნის შემდეგ, ეველინს აბორტის ბრალდებით 30 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.


აღსანიშნავია, რომ ელ სალვადორში, რომლის მოსახლეობის 80% ქრისტიანია, აბორტი უმკაცრესი სასჯელით ისჯება და არ აქვს მნიშვნელობა ქალი გაუპატიურების შედეგად დაორსულდა, თუ საკუთარი ნებით. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ერნანდესის საქმის მსვლელობისას, პროკურორები სასჯელის სახით, 40 წლიან პატიმრობას ითხოვდნენ.



თავად ერნანდესი ამტკიცებდა, რომ მან არ იცოდა ორსულობის შესახებ და მხოლოდ ტუალეტში მშობიარობის შემდეგ გაიგო აღნიშნულის თაობაზე. სასამართლომ მისი ჩვენება არ მიიჩნია სარწმუნოდ და ეველინს 30 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მსჯავრდებულმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა და 2019 წლის 18 აგვისტოს, ზემდგომმა სასამართლომ დაადგინა, რომ ციხეში 2 წლისა და 9 თვის გატარების შემდეგ, ერნანდესი უნდა გათავისუფლებულიყო. გადაწყვეტილების გამოცხადებას, სასამართლო დარბაზს გარეთ, უამრავი ადამიანი ელოდა.


აღნიშნული გადაწყვეტილება უპრეცენდენტო იყო და სამართლიანობის აღსრულებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს უცხოელმა დიპლომატებმაც.


ეველინის ადვოკატი აცხადებს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება ნამდვილად სამართლიანია, ვინაიდან ბრალის დამტკიცება შეუძლებელი იყო.


ეველინის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება დიდ გავლენას მოახდენს ქალთა უფლებების დაცვის კუთხით ელ სალვადორში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აქ მცხოვრები ღარიბი ქალების უმრავლესობა, ხშირად ეძლევა პასუხისგებაში აბორტის გამო. ბევრ მათგანს 40 წლიანი პატიმრობაც აქვს შეფარდებული, ვინაიდან სამედიცინო პუნქტში მისვლის შემდეგ, ვერ დაუდასტურებიათ, რომ ნაყოფის გადარჩენა შეუძლებელი იყო.


უნდა ითქვას, რომ ცენტრალურ ამერიკაში, ყოველწლიურად დაახლოებით 25000 ქალი ორსულდება გაუპატიურების შედეგად. მათი ჯამური ოდენობა ამჟამად 6 მილიონს აღწევს.


imageimageimage


0
548
2-ს მოსწონს
ავტორი:თამთა არჩვაძე
თამთა არჩვაძე
548
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0