x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
 უშვილო ქალების გულწრფელი მიმართვა საზოგადოებას  - გთხოვთ, ნუ გვიხსნით, რომ „გაგვიმართლა“
image

BuzzFeed попросил


ყური დაუგდეთ 23 ქალს, რომლებსაც სურთ საზოგადოებას გაუზიარონ თავიანთი შეხედულებები ახლობელ ადამიანებზე და მათთან ურთიერთობებზე.




1.

„გთხოვთ, ნუ გვიხსნით, რომ „გაგვიმართლა“, რომ შეგვიძლია ნორმალურად გამოვიძინოთ, გვიან ავდგეთ ან გავისეირნოთ, როცა მოგვესურვება.

მე ვოცნებობ, რომ ბავშვი მაღვიძებდეს შუაღამით, რომელმაც ცუდი სიზმარი ნახა და მის გამო ადრე ასადგომი ვიყო დილით. უნაყოფობაში არაფერი „გამართლება“ არაა“.




2.


„ვერ ვიტან, როდესაც ამბობენ: „ მოდუნდი, და ყველაფერი გამოგივა“. ეს ასე არ მუშაობს. უნაყოფობის სამი წელი, უამრავი ანალიზები, გამოკვლევები და ინვაზიური ტესტები - და ერთი დიდი დიაგნოზი.


მოდუნებას, რელაქსაციას არ შეუძლია ჯადოსნური გზით მაჩუქოს კვერცხუჯრედები ან მომაშოროს მენოპაუზა. ყველაზე ცუდია, როდესაც ამას ექიმები გეუბნებიან“.




image



3.



„ მხოლოდ „პოზიტიური განწყობით“ რომ იბადებოდნენ ბავშვები, ამცდებოდა კლომიფენის, ლეტროზოლის მიღების ხანგრძლივი კურსი, ოთხი ხელოვნური განაყოფიერება, ორი ოპერაცია, ცრემლები, მუცლის მოშლა და უნაყოფობის ოთხი წელი“.



4.


„ძალიან რთულია გული გადაუშალო მეგობრებს და ახლობლებს: არ ითხოვთ და მაინც, ზოგი რჩევა- დარიგებებით გავსებთ, ზოგი კი ცდილობს გვერდი აუაროს ამ თემას, რადგან უჭირთ ან ეუხერხულებათ ამაზე საუბარი“.



5.


„მეგობრების მხარდაჭრა ძალიან ბევრს ნიშნავს. თუნდაც უბრალოდ თქვან: „მე შენს გვერდით ვარ, ყოველთვის გქონდეს ჩემი იმედი“ ან თუნდაც „არ ვიცი რა გითხრა, მაგრამ შენს გვერდით მიგულე“ - უკვე ესეც ძალიან გეხმარება“.




6.



„ ბავშვის გარეშე ცხოვრების გადაწყვეტილება - არ ნიშნავს დანებებას და მარტივ გამოსავალს. ეს წყვილის საკმაოდ ნორმალური არჩევანია, გამომდინარე ემოციური, პირადი და ფინანსური მოსაზრებებიდან. ყველას აქვს არჩევანის უფლება“.




7.



„თუ მხოლოდ სამი თვეა რაც ვერ შეძელი დაორსულება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ გესმის იმ ადამიანის ტანჯვა, რომელიც წლებია ამასვე ცდილობს“.



image




8.


„ მე მსურს ადამიანებს ვუთხრა, რომ დაორსულების მცდელობები - ძალიან ძვირი ჯდება. სანამ ვაჟს გავაჩენდი, მე ათასები დავხარჯე ანალიზებზე, სხვადასხვა ხრიკებზე, წიგნებზე, მეთოდებზე და ბოლოს რეპროდუქციულ ენდოკრინოლოგიაზე“.




9.


„ჩვენ არ შეგვიძლია „უბრალოდ ვიშვილოთ“. შვილად აყვანა დიდი ფული ღირს, და თუ ამის საშუალება გაქვს, არავინ გაძლევს გარანტიას, რომ ბავშვს მიიღებ. ეს სულაც არაა ასე მარტივი, ჩაეწერო რიგში და დაელოდო რამოდენიმე თვე. ხშირად წლები გადის ლოდინში და იმედებში, მაგრამ არაფერი გამოდის და ისევ თავიდან იწყება სადარდებელი“.




10.


„ სიბერე ყოველ დღე ნელ-ნელა გკლავს. ორსულობა ყოველდღიურად უფრო და უფრო ნაკლებ სავარაუდო ხდება. ვცდილობ არ ვიფიქრო ამაზე, მაგრამ ექიმები ყოველთვის მეუბნებინ, რომ მექნება „რეგიატრიული, ხანდაზმული ორსულობა“, ამასთანავე მახსენებენ, რომ ვერაფერს ვერ შევცვლით და ჩემი ოცნება სულ უფრო და უფრო მიუღწეველი ხდება“.



11.



„ უნაყოფობა - ეს მარტო „ასაკოვნების“ პრობლემა როდია“. მე და ჩემი ქმარი 26 და 22 წლის ვიყავით, როდესაც დაგვისვეს დიაგნოზი „ უნაყოფობის მამაკაცური ფაქტორი“. ჩვენ ხელოვნური გზით დაორსულება შევძელით ( და კიდევ 4 ემბრიონი გვაქვს გაყინული), მაგრამ 30 წლამდე რომ გვეცადა, ამ ვარიანტს შესაძლოა აღარ ემუშავა.

მაშინაც კი, თუ თქვენ ამ წუთასარ გსურთ შვილების ყოლა, აზრი აქვს ეჩვენოთ ექიმს, რათა დარწმუნდეთ, რომ ყველაფერი წესრიგში გაქვთ“.




12.


„დიახ, მე ახალგაზრდა ვარ, მაგრამ ამის გამო სულაც არ ვარ უკეთესად. 16 წლის ვარ, მაგრამ მითხრეს, რომ დიდი ალბათობით, შვილები არასოდეს მეყოლება.

ყველა ამბობს: „ჯერ ახალგაზრდა ხარ, ახლა შენთვის სულერთია“, მაგრამ აზრი იმის შესახებ, რომ ამ ქვეყნად არასოდეს იქნება პატარა მე, მტანჯავს იმაზე მეტად, ვიდრე ეს წარმომედგინა“.




13.


„მაგიჟებს ის აზრი, რომ თუ შენ ერთსქესიანი ურთიერთობა გაქვს, მაშინ „უბრალოდ უნდა იშვილო“. ჩემი სურვილი დავფეხმძიმდე და გავაჩინო ბავშვი, არსად წასულა. ის არ ქრება იმის გამო, რომ მე ერთსქესიანი ურთიერთობა მაქვს. ჩემი ბიოლოგიური საათი, მაინც წიკწიკებს!“

image


14.


„ მსურს ადამიანებმა გაიგონ, რომ უნაყოფობა - ეს ღრმა პირადული თემაა, რომლის განხილვაც ყოველთვის არ გინდა. მე ოჯახში არ ვყვებოდი უნაყოფობასტან დაკავშირებულ ჩემს პრობლემებზე მანამდე, სანამ ბოლოს და ბოლოს არ დავორსულდი“.



15.


„გეყოთ, ქალს მუდამ ეკითხებოდე, როდის აპირებს შვილის გაჩენას! როდესაც მე და ჩემი ქმარი ბავშვის ჩასახვას ვცდილობდით, ყველაზე რთული იყო მოგვესმინა ეს დაუსრულებელი „როდის გეყოლებათ შვილი?“ და „ გინდათ ბავშვები?“.

მსურდა მეყვირა: „დიახ, გვინდა!!! მაგრამ ჩემი სხეული არ მუშაობს ისე, როგორც საჭიროა! ახლა კი შეეშვით ჩემს საშვილოსნოს და ნუ ერევით სხვის საქმეში!“



16.



„ უნაყოფობა ეხება არა მხოლოდ მათ, ვინც დაორსულებას ცდილობს. როდესაც მე 22 წლის ვიყავი და არ ვიყავი გათხოვილი აღმოჩნდა, რომ გამიჭირდებოდა დაორსულება „ამოუხსნელი უნაყოფობის“ გამო. ყველაზე რთული - პარტნიორის პოვნაა, რომელსაც არ შეეშინდება, და დათნხმდება ერთად მიიღოთ ეს გამოწვევა“.




17.


არავინ გეკითხება, როგორ მიდის პროცედურები, მკურნალობა და რისი მოთმენა გიწევთ. როდესაც უნაყოფობას ვახსენებ, ადამიანები უხერხულობაში ვარდებიან და საუბარი მაშინვე წყდება.

ყველაზე ცუდი ისაა, რომ ვიცი: ისინი ჭორაობენ, საუბრობენ ჩვენს პრობლემაზე, მაგრამ არა ჩვენთან ერთად“.






18.


„უნაყოფობა -შეშფოთების უმაღლესი ხარისხია. შენ მუდამ გიხარია სხვისი და საშინლად დაღონებული ხარ შენი და შენი პარტნიორით. ეს მუდმივი ბრძოლაა შურთან, რადგან შესაძლოა ის გადაიზარდოს ბოროტ შურში“.



19.


„წარმატებული ორსულობა არ ცვლის უნაყოფობის იმ ყველა სირთულეს, რისი გადატანაც მანამდე მოგიწიათ“.




20.



„არ თქვათ: „ამას არ უწერია ასრულება, ეს არ მოხდება“. მე ექვსი წლის ასაკიდან თითქმის ყოველ დღე ვოცნებობდი საკუთარ შვილზე, მაგრამ, როგორც სჩანს ამას არ ეწერა ასრულება.


მე უკვე 8 წელია ვცდილობ. ჩემი მეგობრების ბევრ ბავშვთან დავრჩენილვარ, სამამ გასართობად მიდიოდნენ და ოცნებობდნენ უშილოდ ყოფნაზე. მე კი ყოველთვის მსურდა დედობა, და არ მეწერა. ნუ აკნინებთ ამ პრობლემას“.




21.



„დაუსრულებელი გამოკვლევები, სისხლის ანალიზები და ინვაზიური პროცედურები სხეულზე აისახება ფიზიკურად და ემოციურად. ყოველი მენსტრუალური ციკლი - ეს ემოციური საქანელაა, როდესაც შენ კვლავ ცდილობ და იმედის ნაპერწკალი გიჩნდება, შემდეგ კი ისევ უიმედობაში ვარდები, აღმოჩნდება რა რომ ისევ არ ხარ ორსულად“.



22.


„ღვთის გულისათვის, გეყოთ იმ ისტორიების მოყოლა, როდესაც ვიღაც „სასწაულებრივად“ დაორსულდა“. ეს არ გვშველის და კიდევ უფრო კლავს ჩვენს თვითშეფასებას“.



23.


„ უნაყოფობით გამოწვეული გლოვა ნებისმიერ სხვა გლოვას ჰგავს. ის მუდამ თან დაგაქვს. ზოგჯერ გავიწყდება, რომ ის ჯიბეში გაქვს, ზოგჯერ კი ამოგაქვს და იხსენებ ყველაფერს „რა იქნებოდა, რომ“ და ფიქრები იმაზე, რასაც ვერასოდეს გაიგებ“.




თქვენ იცნობთ ასეთ ადამიანებს, ვინც ამ პრობლემას შეჯახებიან? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.



იხილეთ ასევე:



ბედნიერებისთვის ყველას როდი სჭირდება ოჯახი და შვილები. განსაკუთრებით ქალებს. ეს მეცნიერული ფაქტია. ამერიკელმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა. მათ შეადარეს ცხოვრებით კმაყოფილების დონე გათხოვილ, დაუოჯახებლ, დაქვრივებულ და განქორწინებულ ქალებში. გათხოვილი ქალები ბედნიერებაზე საუბრობდნენ მხოლოდ ქმრების


როდესაც ადამიანთან ურთიერთობას იწყებ, სანამ ცოლად გაჰყვები, ცდილობ, რაც შეიძლება კარგად გაიცნო. სამწუხაროდ, დღეს ყოველი მეოთხე ქორწინება განქორწინებით სრულდება. თუ თქვენ უკვე გადატანილი გაქვთ განქორწინება, სავარაუდოდ, თქვენც გამშვიდებდნენ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ისეთი იდეალური...


ასეთი ლამაზი ვარ და რატომ ვარ მარტო ამ საღამოს?- ამ კითხვას უსვამს საკუთარ თავს მარტოხელა ადამიანების უმრავლესობა, წერს, пишет Men's Health. რატომ ხართ მარტოხელა? მეცნიერების მიხედვით იმიტომ, რომ ძალიან კარგად გამოიყურებით. დიახ, თქვენ ყველაფერი სწორად გაიგეთ. *** კვლევებმა, რომელიც ფლორიდის შტატის ...




ღალატი ხელს გვიშლის შევქმნათ ახალი ურთიერთობები მუდმივი ეჭვისა და პარტნიორის უნდობლობის გამო. გარდა ამისა, ღალატი ზიანს აყენებს თვითშეფასებას! აი რამოდენიმე გულწრფელი ისტორია ქალებისა, რომლებიც აღარ ცხოვრობენ წარსულით. ...........მე მივხვდი, რომ თუ ისევ მიღალატებენ, ამას გააკეთებენ ისე, რომ არც დაინტერესდებიან თუ რას

ქალების უმრავლესობითვის დედობა ცხოვრების საუკეთესო საჩუქარია. მაგრამ დედები სასიამოვნო ემოციებთან ერთად ასევე განიცდიან წარმოუდგენელ ემოციურ დატვირთვას განიცდიან რა ასობით სხვადასხვა სტრესს დღის განმავლობაში. აშშ-ში ჯორჯ მეისონის სახელობის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა და აღმოაჩინეს, რომ ქალს დედ...


3
477
12-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
477
  
2019, 20 აგვისტო, 16:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 20 აგვისტო, 15:29
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ლალი გურგენაშვილი-ის კომენტარზე
2019, 20 აგვისტო, 11:24
რამდენიმე დღის წინ გურიაში, თხილნარში იპოვეს ახალშობილი, ჭიანჭველებდახვეული და გაყინული... პოლიციელს გულში ჩაუკრავს და გაუთბია... ზოგისთვის შვილი აუხდენელი ოცნებაა, ზოგისთვის კი აუტანელი ტვირთი... რატომ ხდება ასე? ამაზე პასუხი არ არსებობს((
0 1 3