x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ქალი , დედა, დედაკაცი...არის თუ არა ერთი და იგივე და რას წერდა ვაჟა...

ქალს ოდითგანვე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და ასეცაა დღეს, რომარა ქალი ბევრი ოჯახური საკითხი მოუგვარებელი, მოუწესრიგებელი იქნებოდა... დედის კვალი და მნიშვნელობა უდიდესია მომავალი თაობების ჩამოყალიბებაში. ქალის მნიშვნელობაზე საინტერესო მოსაზრებას გვთავაზობს ვაჟა-ფშაველა, რომელიც ღრმად სწვდება "დედაკაცის"მნიშვნელობას და უდიდეს ძალად მიიჩნევს.დედაკაცი იგივე დედად მოაიზრება, ვისი "მუშაობის" შედეგსაც ძალუძს გაანადგუროს ან ააშენოს ქვეყანა. ძნელია არ დაეთანხმო, არ გაიაზრო და არ გაითავისო...

image

“დედაკაცს დიდი მნიშვნელობა აქვს კაცობრიობის ისტორიაში, ცხოვრებაში. კაცობრიობა შესდგება სხვა და სხვა ერებისაგან, ერები ცალკე ოჯახებისაგან, ხოლო საძირკველი პირველისა, მეორისა და მესამისა არის პიროვნება ცალი ადამიანი, რამდენადაც მათი შემადგენელი ადამიანები არიან სრულნი, ამაღლებულნი, განვითარებულნი და ბედნიერნნი, იმდენადვე ამაღლებულია ოჯახი, ოჯახის გარეშე-ერი, ერის გარეშე-კაცობრიობა. თავი და თავი, მაშასადამე, ოჯახის გონივრულად მოწყობა უნდა ვაღიაროთ, ხოლო ოჯახში უფლობს დედაკაცი.

დედაკაცს დიდი ძალა აქვს ოჯახში როგორც დიდზე, ასევე პატარაზე. შვილების პირველი დაწყებითი აღზრდა, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს, დედის ხელთაა. დედაა გადამწყვეტი შვილების ბედიღბლისა, შვილის მომავალი უსათუოდ იმაზეა დამოკიდებული თუ დედამ რა შთაბეჭდილებებით ასაზრდოვა შვილის ნორჩი, მაგრამ ღრმად აღბეჭდილი გული და გონება. ამიტომ საჭიროა ყოველი დედა იყოს განათლებული, განვითარებული, რათა შინ ოჯახში და გარეთ საზოგადოებაში სთესდეს თესლს სიკეთისა, დიაღ, ესმოდესს დედაკაცსს შვილი როგორ აღზარდოს შინ ოჯახში და გარეთ საზოგადოებაში. რა აზრები გაავრცელოს და რას ემსახუროს ვინაიდან მას შეუძლია დაამხოს ერი და კიდეც აღადგინოს.

როგორც დღეს, ისე მომავალში დედაკაცი უმთავრესად უნდა ემსახურებოდეს ოჯახს და შვილების აღზრდას. თუ ამას ღირსეულად შეასრულებს დიდს ძალიან დიდ საქმეს გააკეთებს."

0
276
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
276
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0