x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134427
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
სტრესი თქვენს ცხოვრებაში

რა არის სტრესი?


დავუშვათ, გთხოვთ, გაიხსენოთ, როგორ"გრძნობდით თავს" დღის განმავლობაში.

თქვენ შეიძლება გვითხრათ, რომ დროდადრო სიხარულს, სევდას, ბრაზს, გაკვირვებას და ა.შ განიცდიდით, მაგრამ არის კიდევ ერთი გრძნობა, რომელსაც ადამიანები ხშირად ადარებენ ერთგვარ ხმაურს, რომელიც ფონად გასდევს მათი ყოველდღიური განცდების უმეტესობას და ეს არის სტრესი.

სტრესითანამედროვე ინდუსტრიული საზოგადოება ცხოვრების სწრაფ, ცვალებად ტემპს ამკვიდრებს. ადამიანები ხშირად იძულებულნი არიან, ერთდროულად ბევრი რამ აკეთონ; ისინი წუხან, რომ მათი მომავალი ბუნდოვანია და რომ ოჯახისა და გართობისთვის დრო არ რჩებათ. ვიქნებოდით კი უკეთ სტრესის გარეშე? უსტრესო ცხოვრება გამოწვევებს არ გვთავაზობს - არც დასაძლევ სირთულეებს, არც დასაპყრობ სფეროებს და არც რაიმე საჭიროებას, რომ დავხვეწოთ გონება და განვავითაროთ ჩვენი შესაძლებლობები.

ყოველი ორგანიზმი გარე სინამდვილიდან და საკუთარი მოთხოვნილებებიდან გამომდინარე გამოწვევებს აწყდება. ორგანიზმმა პრობლემები აუცილებლად უნდა გადაჭრას რათა გადარჩეს და განვითარდეს.

როგორ მოქმედებს სტრესი?



1. იწვევს დეპრესიას.

2. საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას.

3. იწვევს ძილის დარღვევას.

ცნობილი ფსიქოლოგების აზრით სტრესი ძალიან საზიანო არ არის, თუმცა ძლიერ სტრესს სიკვდილის გამოწვევაც კი შეუძლია.

როგორ გავუმკლავდეთ სტრესს?


თითოეული ინდივიდი სტრესს განსახვავებულად აღიქვამს, მისი ხასიათიდან და ჯანმრთელობიდან გამომდინარე, ის რაც ერთისთვის საზიანო და დამღლელია, მეორისთვის შესაძლოა სულაც არ იყოს ასე. ადამიანთა უმრავლესობა სტრესისგან თავის დასაღწევად ალკოჰოლს, თამბაქოს, ზოგიერთ შემთხვევაში კი ნარკოტიკებსაც ეძალება, ზოგიც უზომო ჭამას იწყებს, სხვები კი გაუნძრევლად სხედან ტელევიზორებთან.

იმისათვის რომ სტრესი დავძლიოთ სულ რამდენიმე ნაბიჯია გასავლელი. პირველ რიგში არასდროს აღიაროთ რომ ეს ტრესია. უთხარით თქვენს თავს რომ პრობლემები ყველას გვაქვს და გვექნება ცხოვრებაში, მთავარია სწორი გზა ვიპოვოთ მის გადასაჭრელად. სტრესისგან თავის დაღწევისთვის კარგი იქნება თუ დროებით გვერდზე გადადებთ პრობლემებს, სამსახურიდან რამდენიმე დღით თავს გაითავისუფლებთ, და დროს დაუთმობთ იმას, რაც ყველაზე მეტად დაგეხმარებათ განტვირთვაში. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება კითხვა, ხატვა, მუსიკის მოსმენა თუ უბრალოდ ოჯახის წევრებთან ერთად გასეირნება.

განეწყვეთ ფსიქოლოგიურად სწორად, გახსოვდეთ რომ ეს არ არის თქვენი არც პირველი და არც უკანასკნელი პრობლემა. იფიქრეთ პოზიტიურად.

იმედი მაქვს, რომ ყველა სირთულესა და პრობლემას ამ რჩევების გათვალისწინებით ადვილად გადალახავთ.

0
31
3-ს მოსწონს
ავტორი:ნია ჭელიძე3333
ნია ჭელიძე3333
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0