x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134036
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ისიანი: " ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა..."
image
სეზონის განახლებამდე ბოლნისის "სიონი" გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვილი ისიანმა დატოვა და უზბეკეთს მიაშურა, სადაც აუტსაიდერ "ბუხოროში" გააგრძელებს კარიერას. ჩვენ ფეხბურთელს უზბეკეთში შევეხმიანეთ და ბევრ საინტერესო თემაზე ვისაუბრეთ:


როგორ აღმოჩნდით უზბეკეთში?

ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. ჩემმა მენეჯერმა ეს ვარიანტი შემომთავაზა, რადგან "ბუხორო" ფორვარდს ეძებდი და ჩემით იყვნენ დაინტერესებულნი. მეც მივიღე ახალი გამოწვევა და დღეს უკვე ამ გუნდის წევრი ვარ.

თქვენ "სიონის" ერთ-ერთი ლიდერი იყავით და ცოტა მოულოდნელი იყო თქვენი გუნდიდან წასვლა. მაინც რა იყო "სიონის" დატოვების მთავარი მიზეზი?


"სიონი" ჩემი საყვარელი კლუბია და ძალიან მიყვარს. უბრალოდ, ვფიქრობ მე გასულ და ახლანდელ სეზონშიც მაქსიმალურად დავეხმარე გუნდს და ახალი გამოწვევები მსურდა და ეს იყო "სიონის" დატოვების მთავარი მიზეზი.

გუნდში ორი ქართველი ხართ. ღუ იცნობდით აქამდე ჯაბა ლიპარტიას და რას იტყვით მასზე?

როდესაც გავიგე რომ გუნდში კიდევ ერთი ქართველი იყო ძალიან გამიხარდა. ჯაბა ძალიან გამოცდილი ფეხბურთელია, ის როგორც მინდორზე ისე მის გარეთაც გუნდის უდავო ლიდერია.

როგორ მიგიღეს გუნდში და როგორ მიმდინარეობს ადაპტაციის პერიოდი?

მიუხედავად იმისა რომ გუნდი ბოლო ადგილზეა, გუნდის შიგნით კარგი სიტუაციაა. ბიჭები ვაანალიზებთ რომ რთულ სიტუაციაში ვართ და ერთმანეთს ვამხნევებთ.

"ბუხოროს" მიზანი ელიტაში ადგილის შენარჩუნებაა. რამდენად რთული იქნება ამის გაკეთება?

ჩვენთვის ყველა ქულას ოქროს ფასი აქვს და ყველა მატჩში ბოლომდე ვიხარჯებით. თუმცა, ამბობენ რომ შეიძლება მომდევნო სეზონიდან გუნდების რაოდენობა გაზარდონ და ჩვენ კვლავ ელიტაში ვიყოთ. თუმცა მარტო ამის იმედზე ყოფნას არ ვაპირებთ და ყველაფერზე ვიზამთ რათა გუნდი გასავრდნი ზონიდან ამოვიდეს.

ფაქტია თქვენ აქ დიდხანს დარჩენას არ აპირებთ და შორსმიმავალი გეგმები გაქვთ. უნდა ველოდოთ თუ არა სიახლეებს?

ჯერ მხოლოდ "ბუხოროზე" ვარ კონცენტრირებული და რა იქნება მომავალში ამას ყველა ერთად ძალიან მალე გავიგებთ.

რას იტყვით ქართულ-უზბეკური ფეხბურთისა და ჩემპიონატის დონის შესახებ?

ჩემპიონატის დონე თითქმის თანაბარია. უბრალოდ არ უკეთესი პირობებია, საქართველოში თამაში კი უფრო რთული, რადგან ყველა გუნდი ბოლომდე იბრძვი

1
117
შეფასება არ არის
ავტორი:გურამ მელქაძე
გურამ მელქაძე
117
  
2019, 19 აგვისტო, 2:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1