x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ტესტი - როგორ მოიქცევით ურთულეს სიტუაციებში? (+პასუხები)

წარმოიდგინეთ, რომ შემთხვევით უდაბნოში დაიკარგეთ, ან კრაზანები გამოგეკიდნენ, ან კიდევ საერთოდ ზვიგენის პირისპირ აღმოჩნდით... რას მოიმოქმედებდით გადასარჩენად?


image









როდესაც უდაბნოში დავიკარგებით:


image

როგორ მოვიქცეთ?


ა) მთელი დღე უნდა იაროთ

ბ) ღამით უნდა იაროთ

გ) თქვენთვის გათხრით ორმოს, რადგან სხვა გამოსავალი არ დაგრჩებათ!







როდესაც ნანგრევებში მოვყვებით:

imageროგორ მოვიქცეთ?


ა) უნდა დამშვიდდეთ და მაისური თავქვეშ დაიდოთ

ბ) ცეცხლი უნდა დაანთოთ

გ) სწრაფად უნდა იმოქმედოთ(იმოძრაოთ)







როდესაც ზვიგენი გიახლოვდებათ:

image

როგორ მოვიქცეთ?


ა) უკან მოუხედავად გავცუროთ

ბ) ავიდეთ მასზე და დავაწყნაროთ

გ) თუ დაგიჭირათ თვალებში ჩავარტყათ






როდესაც ხარი თავს გესხმით:

image

როგორ მოვიქცეთ?


) საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა

ბ) დაწექით ზურგით

გ) გაისროლეთ რაიმე ნივთი რაც შეიძლება შორს, რაც მის ყურადღებას მიიპყრობს







როდესაც ძლიერი ქარიშხალი გვიახლოვდება:


image

როგორ მოვიქცეთ?


ა) უმაღლეს გორაკზე ავიდეთ

ბ) დავიმალოთ გვირაბში

გ) რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავიქცეთ







როდესაც კრაზანები გვესხმიან თავს:

image

როგორ მოვიქცეთ?


ა) თავი შევაფაროთ დახურულ სივრცეს

ბ) გადავხტეთ წყალში

გ) გამოვიყენოთ რაიმე სპრეი, რომელიც მწერებს კლავს






როდესაც ლიფტი ვარდება:

image

როგორ მოვიქცეთ?


ა) ავხტეთ

ბ) დავწვეთ

გ) კედელზე მივეყუდოთ







ტესტი მომზადებულია ავსტრალიელი პროფესორების მიერ. შესაძლოა მათი პასუხები თქვენთვის დამაკმაყოფილებელი არ აღმოჩნდეს, თუმცა ეს უბრალოდ რჩევებია და გათვალისწინების შემთხვევაში უშედეგოდ არავინ დარჩება. ახლა კი ვნახოთ პასუხები:


1. როდესაც უდაბნოში დავიკარგებით - სწორი პასუხი: უნდა იაროთ ღამით, რადგან ამ დროს ტემპერატურა 45 დან 18 გრადუსამდე ეცემა. აქედან გამომდინარე წყურვილიც ნაკლებად შეგაწუხებთ.


2. როდესაც ნანგრევებში მოვყვებით - სწორი პასუხი: შეინარჩუნეთ სიმშვიდე და მაისური დაიდეთ თავქვეშ, ამ ხერხით გაგუდებას გადაურჩებით და მტვრისგან შედარებით დაცული იქნებით


3. როდესაც ზვიგენი გვიახლოვდება - სწორი პასუხი: არ უნდა გაიქცეთ მისი დანახვისას, პირიქით გაჩერდით და ეცადეთ, რომ თვალში ჩაარტყათ... მისი სუსტი წერტილი ზუსტად რომ თვალია.


4. როდესაც ხარი თავს გვესხმის - სწორი პასუხი: ხარი რეაგირებს მოძრაობებზე, ამიტომ რაიმე ნივთი ისროლეთ რაც შეიძლება შორს, რომ ხარის ყურადღება მიიპყროს და მისკენ გაიქცეს, ამასობაში თქვენს მოგებული დარჩებით სიტუაციით.


5. როდესაც ქარიშხალი გვიახლოვდება - სწორი პასუხი: თავი უნდა შევაფაროთ გვირაბს.


6. როდესაც კრაზანები თავს გვესხმიან - სწორი პასუხი: ამ შემთხვევაშიც თავი უნდა შეაფაროთ დახურულ სივრცეს, სადაც უფრო სიბნელე იქნება, რადგან კრაზანები სიბნელეში ვერ ხედავენ.


7. როდესაც ლიფტი გაწყდა - სწორი პასუხია დაწოლა, რადგან დარტყმა მთელ სხეულზე ერთანირი იქნება და მძიმე ტრავმებისგან დაგიხსნით, თუმცა უმტკივნეულოდ გამოსვლის გარანტიას არავინ გაძლევთ.














სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



აუცილებლად გაითვალისწინეთ - საავტორო უფლებები დაცულია, მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია. შესაძლებელია მხოლოდ წყაროს მითითებით(ავტორთან შეთანხმებით). იხილეთ მასალის გამოყენების პირობები!!!




















<<<<< იხილეთ ასევე >>>>>



ყველა დროის 14 ყველაზე გიჟური საქორწინო კაბა

image




ძალიან ბევრმა არაფერი იცის ამ ქვეყნის შესახებ - გაიცანით მექსიკა!

image




მილიარდერები, რომლებმაც მილიონები "წუთიერი" სიამოვნებისთვის დახარჯეს...image





მსოფლიოს ყველაზე პოპულარული 10 თვითმკვლელობის ადგილი

image




5 დაუჯერებელი ვიზუალის გოგონა, რომლებიც ნამდვილად არსებობენ!

image




რომელი ენის სასწავლებლად გჭირდებათ უფრო მეტი დრო? - მეცნიერების კვლევის საინტერესო შედეგი (+რუკა)

image




11 წლის ბიჭუნამ სანაპიროს ქვიშაში ცოცხლად ჩამარხული გოგონა იპოვა... მისმა მოქმედებამ ადამიანებს იმედი დაუბრუნა....

image







0
1628
3-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
1628
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0