მამაკაცი სირცხვილის გრძნობის გამო დაკლებული 150 კილოგრამი 2019, 23 ივლისი, 22:39 კანადის მცხოვრებმა ტონი ბასმა მტკიცედ გადაწყვიტა წონის დაკლება. 2016 წელს ტონი იმ ადამიანთა რიგებს შორის იყო, რომელთა ევაკუაციაც ხდებოდა, როდესაც ფორტ მაკ მიურეის ტყეში ხანძარი გაჩნდა. 41 წლის მამაკაცი 257 კილოგრამს იწონიდა, ევაკუაციის თვითმფრინავში მას ორი ადგილი ეკავა. ამის გამო ერთ მგზავრს დარჩენა და ვერტმფრენის ლოდინი მოუწია. ამ ინციდენტმა მისი ცხოვრება შეცვალა. ტონი გადაერთო სწორ დიეტაზე და ვარჯიში დაიწყო. ასე გაატარა 2 წელი და 148 კილოგრამის დაკლება შეძლო. 457 1-ს მოსწონს
|