x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"თავს საშინლaდ ვგრძნობ, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ აქედან დამარცხებული გახვედი და არა ეროსივით მკვდარი" - მაიკო ლომიძე ნიკა გვარამიას

image


სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2" - ის ჟურნალისტი მაიკო ლომიძე, არხის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან ნიკა გვარამიას გათავისუფლებას საკმაოდ ამაღელვებელი ფეისბუქპოსტის საშუალებით ეხმაურება და იმ 7 წლიანი, ერთობლივი თანამშრომლობისთვისა და არხის წარმატებისთვის გაღებული არაერთი პირადი რისკისა თუ თავდაუზოგავი შრომისთვის, თავის "კაპიტანს" კიდევ ერთხელ, საჯაროდ უდიდეს მადლობას უხდის:


"O Captain! My Captain!


მადლობელი ვარ ამ არანორმალური 7 წლისთვის!


გაოგნებული ვუყურებდი, როგორ რისკავდი ჯერ იმიჯით, შემდეგ უსაფრთხოებით, შვილებით რისკავდი! ცოლით! სიცოცხლით!


ამას თანამდებობისთვის არ აკეთებენ და, მითუმეტეს, ის კაცები, რომლებიც კარიერის პიკში მინისტრის პორტფელს სტუდენტის პორტფელში ცვლიან. ამას არც ფულისთვის აკეთებენ. ამდენს პარტიისთვისაც ვერ გარისკავ. ერთადერთი, რასაც შეუძლია, ასეთი ძალა მოგცეს, იდეაა. მეც შენთან ერთად მწამდა, რომ ევროპა კარს ცხვირწინ აღარ მოგვიხურავდა, როგორც არაერთხელ გაუკეთებია ამ ქვეყნის ისტორიაში. მაინც ბედნიერი ვარ, რომ ამ იდეალისტთან ერთად ერთი დროშის ქვეშ საშინელ შტორმში ვიცურე!


შენამდე 3 დირექტორს მოვესწარი. ისინი თანამშრომლებს სახელებით ვერ სცნობდნენ, მათ არ იცოდნენ, რამდენი ჰქონდა იპოთეკური სესხი იმ ტიპს, სტუმრებს რომ პეტლიჩკებს უმაგრებს. განა ცუდი ხალხი იყო, უბრალოდ, არ იცოდნენ, რას მართავდნენ. შენ იცოდი.


მიწა გამსკდომოდა, მინდოდა, როცა გავიგე, რომ რუსთავი 2 ის გენდირექტორად პროკურორი მოვიდა. გამარჯობის მერე ეგრევე ვიჩხუბეთ. მთელი გუნდი მაგრად ვეჩხუბეთ და პირველად კურიერის ისტორიაში, გავიფიცეთ. ამის შემდეგ ამ კაცმა ჩემს თვალწინ და პირდაპირ ტელევიზორში ლეწა თავისი სტიგმა. მალევე მაიძულა პატივისცემა. შემდეგ კი ისეთი თავგანწირვა გვიჩვენა, მეტიც მაიძულა.


სულ მინდოდა რაღაც კარგების დაწერა და სულ ტეხავდა უფროსის ქება. ახლა დროა. მადლობა ბატონ ბიძინას, ამის შესაძლებლობა რომ მომცა.


გულიკების და ტაშიკების გარეშე, გიხდი მადლობას. თავს საშინლaდ ვგრძნობ, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ აქედან დამარცხებული გახვედი და არა ეროსივით მკვდარი.


თავს გაუფრთხილდი!" - დაწერა ჟურნალისტმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე.




0
518
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
518