x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134517
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
7 მთავარი ნიშანი იმის, რომ სამყარო გისმენთ
image


შეგიმჩნვიათ, რომ ღირდა თქვენი მთლიანი ძალები და ენერგია რამე სურვილის რეალიზაციისკენ მიგემართათ, ის სურვილები კი გარკვეული დროის შემდეგ შესრულებულა (შეიძლება არა იმ ფორმით, როგორიც ჩაიფიქრეთ, მაგრამ მაინც). ან მანამდე, სანამ მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებები მოხდებოდა თქვენს ცხოვრებაში, ბედი გიგზავნიდათ მინიშნებებს, რომლების შეჩნევა ძნელი სულ არ იყო. როგორ გავიგოთ, გვისმენს თუ არა სამყაროს, რამდენიმე ნიშნებზე მოგიყვებით.


"იხსნება" ფინანსური ნაკადი


მაშინაც კი, როცა ბოლო პერიოდში მატერიალურად არ გაგიმართლათ, რაღაცნაირად სამყარო ცდილობს დაგაჯილდოვოთ და სიტუაციას რადიკალურად გიცვლით. გაძლევთ "იოლ ფულს", რომელსაც მინიმალური ძალისხმევით გამოიმუშავებთ. მაგალითად, სამსახურში სტაჟიორის სწავლებას შემოგთავაზებენ და ამაში დამატებით ანაზღაურებას მიიღებთ. ან თქვენს ნაცნობს პროფესიონალის კონსულტაცია დასჭირდება, რათქმაუნდა არა უფასოდ და თქვენ მოგმართავთ. ან ადამიანები იმ ვალს გიბრუნებენ, რომლის დაბრუნების იმედიც დაკარგული გქონდათ. ან გამყიდველები ფასდაკლებით გთავაზობენ საუკეთესოს. ამრიგად თქვენ არა მარტო საკუთარ ვალების გასტუმრებას იწყებთ, "შავი დღეებისთვისაც" ახერხებთ ფულის გადადებას და თავს უფრო უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობთ.



ძილის მოწესრიგება და თავის კარგად გრძნობა


უძილობა, ქრონიკული გადაღლილობა, აპათია და დეპრესია ქრება და თავს ენერგიულად გრძნობთ, გიჩნდებათ სურვილი შექმნათ და აისრულოთ ცხოვრებაში ყველაზე თამამი ოცნებები. გიჩნდებათ სურვილი გააკეთოთ რამე მნიშვნელოვანი და ღირებული არა მარტო ახლობლებისთვის, არამედ სრულიად უცხო ადამიანებისთვისაც. ივიწყებთ "ქრონიკულ ცუდად ყოფნებს" და იწყებთ გარშემომყოფებისგან კარგი მაგალითით სულიერ საზრდოს.


გაძლიერებული ინტუიცია და "დეჟავუს" შეგრძნება


თქვენ უცებ გიჩნდებათ შეგრძნება, რომ თქვენს ცხოვრებაში გარკვეული მოვლენები უკვე მოხდა და ზუსტად იგივე მომენტებს მეორე წრეზე იმეორებთ. ამასთანავე შეიძლება დაგესიზმროთ მნიშვნელოვანი სიზმრები, ან თქვენმა შინაგანმა ხმამ სწორი ვარიანტები გიკარნახოთ და ამ ვარიანტის არჩევით მთელი თქვენი ცხოვრება შეცვლოთ და მიაღწიოთ იმას, რასაც მთელი ცხოვრება ოცნებობდით.


ჩნდებიან "წყვილი" იღბლიანი რიცხვები და სულიერი წინათგრძნობები


იწყებენ ისეთი იღბლიანი წყვილი რიცხვები გამოჩენას, როგორებიცაა 111, 1111, 11:11, რომლებიც, როგორც ნუმეროლოგები ამტკიცებენ, "ანგელოზის" ციფრების სახელს ატარებენ და ნათლად მიუთითებენ იმაზე, რომ თქვენ თქვენი ცხოვრების საუკეთესო პერიოდს გადიხართ. და თუ მანამდე იმედოვნებით, რომ ცვლილებები უკეთესობისკენ შეიძლებოდა შეცვლილიყო, გარკვეული პერიოდის შემდეგ, თქვენ თვითონ მიხვდებით, რომ ყველაფერი იმაზე უკეთესად განვითარდა, ვიდრე მოელოდით.


ჩნდება შეგრძნება, რომ გარშემო ყველაფერი სინქრონულად ხდება


სამყაროსთან "ერთ ტალღაზე" დგებით და არ გაკვირვებთ იმის შეგრძნება, რომ საჭირო დროს და საჭირო ადგილზე აღმოჩნდებით ხოლმე. ყველა მნშვნელოვანი მოვლენა ხდება ზუსტად მაშინ, როცა ეს ყველაფერი თქვენს სასიკეთოდ იწყებს ქმედებას. მაგალითად, თქვენ მუდმივად იმ ადამიანებს "ეწებებით", ვისაც თქვენი ცხოვრების შეცვლა კარდინალურად შეუძლიათ და რათქმაუნდა უკეთესობისკენ, თქვენი პრობლემები თავად იწყებენ მოგვარებას და ა. შ .


საკუთარი "მისიის" შეცნობა და რეალიზაციის შესაძლებლობები


საბოლოოდ გააანალიზეთ ამ ქვეყნად რისთვის ხართ მოსული და რაში გამოიხატება თქვენი არსებობის არსი. აქამდე თუ ყველა მხარეს იხრებოდით, ახლა ზუსტად იცით საით მხარეს უნდა წახვიდეთ, რომ თავი აბსოლუტურად ბედნიერ ადამიანად იგრძნოთ. ახლა უკვე აღარ დაგჭირდებათ დრო დაკარგოთ უსარგებლო და უპერსპექტივო რამეებზე, მშვიდად კონცენტრირდებით იმაზე, რაც მართლა მნიშვნელოვანი და ფასეულია თქვენთვის.


ჩნდება ახალი შესაძლებლობები და გიჩნდებათ მადლიერების გრძნობა


თქვენი ცხოვრება რადიკალურად იცვლება: ჩნდება ახალი შესაძლებლობები, იცვლება გარშემო ყველაფერი, სწორად სვამთ პრიორიტეტებს და არ უშვებთ შანსს, რომელსაც ბედი გაძლევთ. ყველაფერი ისე სწორად და ჰარმონიულად ლაგდება, როგორც თავიდან იყო განსაზღვრული. აგრესიის, წყენებისა და შურის ნაცვლად სიყვარულით და მადლიერებით ივსებით, თქვენ არა მარტო მოთხოვნა, გაცემაც ისწავლეთ, ამიტომაც სამყარომ ბუმერანგივით დაიწყო ყველაფრის დაბრუნება უფრო მეტის და კარგის.




0
269
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
269
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0