x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134394
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508486
როგორ შევარჩიოთ ბავშვის სახელი?
როგორ ავარჩიოთ ბავშვის სახელი? ბევრისთვის ეს დიდი თავსატეხია, რადგან ზოგჯერ მხოლოდ ვინმეს სურვილის გათვალისწინება არ კმარა, ასევე გასათვალისწინებელია ოჯახური ტრადიციები და ეკლესია. უწინ, სახელებსაც კალენდრების მიხედვით ადგენდნენ და წყვილებს არჩევანის საშუალება არ ჰქონდა.



image


მოსაზრების თანახმად მდედრობითი სქესისთვის უფრო მარტივია სახელის შერჩევა, ვიდრე მამრობითი სქესისთვის. გრძელი სახელები ლამაზია, თუმცა უსარგებლო და მეტიც, მავნე. გრძელი სახელი, მითუმეტეს მოძველებული, ბავშვში მხოლოდ სირცხვილის და კომპლექსების გაღვივებას გამოიწვევს, შემდეგ კი მოზარდების დაცინვის მიზეზი გახდება. ამიტომ არ იქნება უპრიანი შვილს გარდაცვლილი პაპის ან ბებიის სახელი დაარქვათ, რომელიც ისედაც მოძველებულია და მხოლოდ ნათესავების პატივისცემის ნიშნად გსურთ დაარქვათ შვილს.


მორალი: აქედან გამომდინარე, როგორ ავარჩიოთ ბავშვის სახელი სწორად? ნუ იფიქრებთ სხვებსა და საკუთარ პრინციპებზე, იფიქრეთ მხოლოდ ბავშვზე, მის მომავალსა და ფსიქიკაზე. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ბავშვს არ დაარქვათ ორმაგი სახელი, მაგ: ანა-მარია, რადგან დაბნეულობის მიზეზსაც გამოიწვევს და სკოლაში მას აუცილებლად დაუძახებენ მეგობრები ან მხოლოდ ანას, ან მხოლოდ მარიას. რომ წამოიზრდება, მას პრეტენზია აუცილებლად გაუჩნდება და გისაყვედურებთ.




image


და მაინც, აბა როგორ ავარჩიოთ სახელი? სახელი შეიძლება თქვენთვის რაღაცას ნიშნავდეს, ან უბრალოდ მოგწონდეთ როგორ გამოითქმის. დაიჯერებთ თუ უბრალოდ ირონიით შეხედავთ, თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ სახელსა და ბედს შორის კავშირი, ნამდვილად არსებობს. არსებობს ასევე მოდა და სახელები. მაგალითად, პოსტსაბჭოთა ეპოქაში, ძველი, ერთი და იგივე სახელები იყო ბრუნვაში, თუმცა მას შემდეგ საეკლესიო სახელები გახდა გავრცელებული. დროა დაივიწყოთ ახლა ისინი და უფრო გემოვნებიანად იმოქმედოთ, რადგან ბავშვის სახელის შერჩევის დროს საკუთარ თავზე კი არა, მის მომავალზე იფიქროთ. ადვილი შესაძლებელია, რომ თქვენი ახირება მას არ მოეწონოს და სრულწლოვანი რომ გახდება, ამის გამო სახელის შეცვლაც მოუწიოს. ნუ შეუქმნით მათ პრობლემებს.


და გახსოვდეთ! მათ, ვისაც უცნაური და იშვიათი სახელები ჰქვიათ, ოთხჯერ მეტად იტანჯებიან ფსიქიკური კომპლექსებით, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი სახელის მქონე ადამიანები. ასევე გასათვალისწინებელია ფაქტიც, როდესაც გვარი და სახელი იგივეა, მაგ: (პირობითად) ლატარია, გვარიც არსებობს და მამაკაცის სახელიც და ზოგიერთ შემთხვევაში ვხვდებით როგორც მამაკაცის სახელს, ზოგსაც კი აქვს გვარი, ნუ გამოიყენებთ მათ სახელის დასარქმევად, რადგან სირთულე გახდება იდენტიფიკაციაში. ასევე თუ ქალს და მამაკაცს იგივე სახელი ჰქვია - საშა, ნუკრი, დოდო და ა, შ, იყავით მოწყალე და თავი აარიდეთ ამ უხერხულ სიტუაციებს, რათა დაიცვათ თქვენი შვილების ფსიქიკა.



P.S. დაიმახსოვრეთ, რომ ის თქვენი შვილია და არავის წინაშე არ ხართ ვალდებული ვინმეს სახელი დაარქვათ, ეს უაზრო მოძველებული ტრადიციები კი მხოლოდ დასტრესავს თქვენს მომავალს, გაუფრთხიდლით მათ სათუთ ფსიქიკას.






იხილეთ აგრეთვე:


თქვენი სახელობითი დღეები - გაინტერესებთ, როდის არის თქვენი სახელის ხსენების დღე?image




0
118
10-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
118
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0