x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
FaceApp-თან დაკავშირებული საფრთხეების გამოსაძიებლად FBI-ის, ამერიკელმა სენატორმა მიმართა
უმცირესობის ლიდერმა, სენატორმა ჩაკ შუმერმა თვითერის დახმარებით FBI-ისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კომისიას მიმართა რათა FaceApp-თან დაკავშირებით, გამოძიება დაეწყოთ.

image

მან განაცხადა, რომ აღნიშნული აპლიკაცია, რომელიც საშუალებას იძლევა თქვენი თავის დაბერებული ვერსია იხილოთ, უკვე მილიონობით ამერიკელმა გამოიყენა ისე, რომ არ იცოდნენ აპლიკაციის წარმომავლობა.

image

იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ მას გამოიყენებთ, პროგრამას წვდომა ექნება თქვენს სახელთან, მომხმარებლის სახელწოდებასთან, აგრეთვე თქვენს ტელეფონში არსებულ ყველა ფოტოსთან, რომელთა გადამისამართება დაუყოვნებლივ ხორციელდება FaceApp-ში და პროგრამა ინახავს მანამ, სანამ თქვენ თავად აპლიკაციას არ წაშლით. ხოლო აპლიკაციის შემქმნელებს მისი გამოყენების უფლება თავისი შეხედულებისამებრ, თქვენთვის კომპენსაციის გადახდის გარეშე აქვთ. შესაბამისად იზრდება რისკი, რომ თქვენი პერსონალური ინფორმაცია გამჟღავნდება ან გაიყიდება მესამე პირზე, ხოლო თქვენ ამასთან დაკავშირებით, პრეტენზიის გამოთქმის უფლებაც არ გექნებათ, ვინაიდან აპლიკაციას დაშვება თავად მიეცით.


აპლიკაცია შეიქმნა სანკტ-პეტერბურგის ერთ-ერთ უსადენო ლაბორატორიაში და როგორც თავად შემქმნელები აცხადებენ, მათ არ გააჩნიათ წვდომა მსგავს პერსონალურ ინფორმაციასთან და ფოტოები, რომელთაც თავად მომხმარებელი ტვირთავს, 48 საათის განმავლობაში იშლება. პროგრამის შემქმნელებმა აგრეთვე აღნიშნეს, რომ ისინი არსებულ ინფორმაციას არ ყიდიან მესამე პირებზე, თუმცა სოციალურ ქსელებში აღნიშნული განაცხადი ეჭვქვეშ დააყენეს და მომხმარებელთა უმრავლესობამ განაცხადა, რომ პანიკის საფუძველი ნამდვილად არსებობს.

imageimage


0
208
3-ს მოსწონს
ავტორი:თამთა არჩვაძე
თამთა არჩვაძე
208
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0