x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
12 ფსიქოლოგიური ხრიკი,რომელთა ცოდნაც გამოგადგებათ
არსებობს ფსიქოლოგიური ტრიუკები, რომლებიც ქვეცნობიერ დონეზე მოქმედებენ. სწორედ მათი დახმარებით ვახერხებთ თანამოსაუბრისთვის თავის მოწონებას, ახალ კოლექტივში გარევას ან სტრესულ სიტუაციაში დაწყნარებას.

გაგაცნობთ მათგან 12-ს, რომლებიც თითქმის 100%-ით მოქმედებენ და მათი ცოდნა ნებისმიერ სიტუაციაში გამოგადგებათ.


1.როცა რამდენიმე ადამიანი იცინის, თითოეული მათგანი იმას უყურებს, ვინც უფრო ესიმპათიურება.

imageსიცილისას ადამიანები ინსტინქტურად მას უყურებენ, ვინც მოსწონთ. ამიტომ, თუ მეგობრულ კომპანიაში დამოკიდებულებების გარკვევა გინდათ, მოამზადეთ რამდენიმე ანეკდოტი.



2.თუ ნერვიულობთ, დაღეჭეთ

imageმნიშვნელოვანი საუბრის ან გამოსვლის დროს ადამიანები ხშირად ღელავენ. დაღეჭეთ საღეჭი რეზინი ან თუნდაც საჭმელი. ამ დროს ტვინი “ფიქრობს", რომ სანერვიულო არაფერია და დუნდება, გზავნის სიგნალს, რაც ნერვულ სისტემას ამშვიდებს.


3.დაჟინებული მზერით ნებისმიერ ინფორმაციას მიიღებთ

imageთუ ფიქრობთ, რომ თქვენი თანამოსაუბრე რაღაცას გიმალავთ, არაფერი თქვათ, უბრალოდ, უყურეთ დაჟინებით თვალებში. ეს სიტუაცია და სიჩუმე ისეთი აუტანელი გახდება მისთვის, რომ ყველაფერს გეტყვით.


4.წარმოიდგინეთ, რომ დამქირავებელი თქვენი დიდი ხნის მეგობარია

image
გამოცდისას ან გასაუბრებისას რომ არ ვინერვიულოთ, წარმოიდგინეთ, რომ ადამიანი, რომელსაც ესაუბრებით, თქვენი დიდი ხნის მეგობარია. ეს დამშვიდებაში დაგეხმარებათ და პასუხების გაცემისას უფრო მობილიზებული იქნებით.


5.თუ სამსახურში ბევრ ადამიანთან გიწევთ ურთიერთობა, თქვენ უკან სარკე დაკიდეთ

image
თუ სამსახურიდან გამომდინარე ბევრ ადამიანთან გიწევთ შეხვედრა, სცადეთ და თქვენს ზურგს უკან პატარა სარკე დაამაგრეთ, ისე, რომ კლიენტები საკუთარ ანარეკლს ხედავდნენ. გაოცდებით, როცა შეამჩნევთ, რომ ადამიანები უფრო თავაზიანები გახდებიან და ბევრ რამეში დათმობაზეც წამოვლენ. ეს იმიტომ, რომ არავის მოსწონს საკუთარი გაბრაზებული და აპილპილებული ანარეკლის ყურება.


6.თუ გრძნობთ, რომ ვიღაც მოგშტერებიათ, უბრალოდ დაამთქნარეთ

image
დიახ, მთქნარება გადამდებია, შესაძლოა, ამ სურათს შეხედეთ და მაშინვე დაამთქნარეთ. საკმარისია დაამთქნაროთ და მაშინვე ირგვლივ მიმოიხედოთ, რომ გასაგები გახდება ვინც გიყურებდათ, რადგან ისიც დაამთქნარებს.


7.თუ გინდათ კამათი დაამთავროთ, აიღეთ საჭმელი და მოკამათეებს შორის ჩადექით

image
ამ მოვლენას სნეკმენის ეფექტი ეწოდება. საქმე ისაა, რომ ჭამა ადამიანისთვის სიმშვიდესა და მოდუნებასთან ასოცირდება. ძალიან დაბალია იმის ალბათობა, რომ ადამიანები ისევ ჩხუბის ხასიათზე დადგნენ.


8.თუ რამის მოშორება გინდათ, უბრალოდ გადაეცით ის სხვას, მასთან საუბრის დროს

image
დაუსვით ადამიანს პირადი ხასიათის შკითხვა ან ჰკითხეთ მოსაზრება რამე საკითხზე. პასუხის გაცემის დროს მისი ტვინი იმდენად იქნება დაკავებული პასუხით, რომ დანარჩენი ქმედება რეფლექსის დონეზე შენარჩუნდება. ამ დროს ადამიანი ხელიდან ნებისმიერ რამეს გამოგართმევთ, რასაც გაუწვდით.


9.თუ ადამიანთან დამეგობრება გინდათ, უბრალოდ სთხოვეთ რამე

imageამასთან, ეს თხოვნა ძალიან უბრალო უნდა იყოს, მაგ: სოუსის მოწოდება, კალმის თხოვება და ა.შ. ადამიანი, რომელიც გეხმარებათ, ქვეცნობიერად ფიქრობს, რომ კარგი დამოკიდებულება აქვს თქვენთან და სიამოვნებით დაიწყებს თქვენთან ურთიერთობას.


10.უმჯობესია, მნიშვნელოვანი შეხვედრა დღის დასაწყისში ან დღის ბოლოს დანიშნოთ

imageადამიანები ყველაზე კარგად იმას იმახსოვრებენ, რაც დღის დასაწყისში ან დღის ბოლოს ხდება. შუალედში რაც მოხდა, ბუნდოვანდება. სწორედ ამიტომ, შეეცადეთ, რომ მნიშვნელოვანი შეხვედრა თუ გასაუბრება დილით ან საღამოს დანიშნოთ.


11.ყურადღება მიაქციეთ ფეხებს საუბრისას

imageის, თუ როგორ დგას ადამიანი საუბრისას, ბევრ რამეს ამბობს მის დამოკიდებულებაზე . თუ ადამიანებს უახლოვდებით და ისინი მარტო ტანით ტრიალდებიან თქვენკენ, ტერფებით კი არა, ეს ნიშნავს, რომ ნამდვილად არ სურთ მათ საუბარში ჩაერიოთ.

თუ თქვენთან მოსაუბრე ადამიანი ფეხსაცმლის ჭვინტს გარეთ სწევს, ანუ სხვა მხარეს, ეს იმას ნიშნავს, რომ საუბრის შეწყვეტა ეჩქარება.


12.ჟესტების არეკვლა ნდობის მოპოვებაში დაგეხმარებათ

imageჩვენი თანამოსაუბრის პოზის, ჟესტების თუ მიმიკების არეკვლა გვეხმარება, რომ მისი ნდობა და კეთილგანწყობა მოვიპოვოთ. როცა ადამიანი ნაცნობ ჟესტებს თუ მიმიკას ხედავს, ის ქცეცნობიერად საკუთარ თავს ხედავს თქვენში. საკუთარი თავი კი ყველას უყვარს. მაგრამ, მთავარია, ამ არეკვლის დროს არ გადაამლაშოთ.


0
733
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
733
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0