x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134487
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
ფერების ფსიქოლოგია. დაასახელეთ თქვენი საყვარელი ფერი და გაიგეთ, როგორ დაგახასიათებენ ფსიქოლოგები
image

ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ადამიანის ხასიათის გამოცნობა მისი საყვარელი ფერის მიხედვითაც შეიძლება.

მოდით ვნახოთ რაზე მეტყველებს და რას გვიყვება თქვენს შესახებ თქვენივე საყვარელი ფერი :


image


1.წითელი

თუ თქვენი საყვარელი ფერი წითელია, თქვენ საკმაოდ ენერგიული და ხალისიანი ადამიანი ხართ, რომელიც მუდამ მზადაა თავგადასავლებისთვის.

ამ ფერის მოყვარულები თავისუფლები და ლაღები არიან. მათ არასდროს ეშინიათ ყველაზე გიჟური იდეებისაც კი.

წითელი ეს აქტიური სასიცოცხლო ფერია. სითბოს, მოძრაობას, ვნებას, ბრძოლისუნარიანობას გამოხატავს. ის არავის არ უქმნის სიცივის შეგრძნებას.

ფსიქოლოგები წითელს სექსუალურობის, სიყვარულის სიმბოლოდ მიიჩნევენ.

შესაბამისად მისი მოყვარული ადამიანები საკმაოდ ვნებიანი და სექსუალური
შტრიხებით გამოირჩევიან და მუდმივად მიდრეკილნი არიან უზომოდ უყვარდეთ და უზომოდ უყვარდეს.



image

2.ნაცრისფერი

მიმზიდველი, მომხიბვლელი, აქტიური ადამიანების ფერია.

ამ ფერის მოყვარეულები არასოდეს მალავენ გრძნობებს. თავისუფლად გამოხატავენ, ავლენენ ყველაფერს, რასაც შინაგანად გრძნობენ.

თუ ნაცრისფერი თქვენი საყვარელი ფერია თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც ყოველთვის სურს იყოს ადვილად შესამჩნევი, რათა არასდროს დარჩეს "კადრს მიღმა" და მყარად და საინტერესოდ იდგეს გარშემომყოფებთა ყურადღების ცენტში .

ამ ფერის მოყვარულთ აქვთ იუმორის შესანიშნავი გრძნობა. მათ შეუძლიათ სხვა ადამიანის დღე გახადონ ნათელი, ბედნიერი და პოზიტიური.

თუმცა, ხანდახან აუცილებლად ჭირდებათ განმარტოვება ყველასგან და ყველაფრისგან...

ნაცრისფერს ფსიქოლოგები დაფიქრებულ ადამიანებს უკავშირებენ... რომელთაც უყვართ წერა, კითხვა... და ხანდახან მარტოობაც.



image

3. მწვანე

მოსიყვარულე, თბილი, სოციალურად აქტიური ადამიანების ფერია.

ამ ფერის მოყვარულები კარგად ეგუებიან ახალ გარემო პირობებს.

ისინი სიმშვიდეს ინარჩუნებენ მაშინაც კი, როცა კრიზისს განიცდიან.

დაწყებული საქმეები მათ ყოველთვის ბოლომდე მიჰყავთ. როცა მწვანე ანათებს, გზაც ხომ ხსნილია მიზანსწარფულთა მიზნების მისაღწევად?

მწვანე ყველაზე ნეიტრალური, დამამშვიდებელი ფერია. ადამიანები, რომლებიც ირჩევენ მწვანეს, მკაფიოდ და რაციონალურად ირჩევენ თავის ცხოვრებისეულ გზას.

მწვანეს ფსიქოლოგები თავგადასავლების მაძიებელ ადამიანებს უკავშირებენ.

ისინი მუდამ ეძებენ მიზეზს ერთფეროვანი რუტინის შესაცვლელად.


image

4. ყვითელი -

ყვითელის მოყვარულნი სასიამოვნო, სანდო ადამიანები არიან.

გარშემომყოფთათვის მუდამ სასურველნი.

ისინი ურთიერთობაში ხშირად ლიდერობენ, რადგან თავისუფლად შეუძლიათ მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები, გააკეთონ სწორი არჩევანი.

ყვითელი ფერის მოყვარულებს სურთ საკუთარი თავის გამოვლენა. ისინი თვითდაჯერებული, ხალისიანი და მხიარული ადამიანები არიან.

მათ აქვთ შემოქმედუნარიანობის მომატებული დონე ამიტომაც პარტნიორსაც კრეატიულს და საინტერესოს ეძებენ.

ყვითელ ფერს ფსიქოლოგები უკავშირებენ თბილ, მგრძნობიარე ადამიანებს.

ამ ფერის მოყვარულები საუკეთესო მეგობრები არიან.



image

5. შავი

როგორც ამბობენ black is always elegant!

ამ ფერის მოყვარულ ადამიანებს მუდამ მოსწონთ, როცა გამოწვევების წინაშე არიან!

ეს ხომ მგრძნობიარე და გემოვნებიანი ადამიანების ფერია.

ამბიციური, შემოქმედი, მებრძოლი პიროვნებების არჩევანი.

მათ მუდამ აქვთ საიდუმლო, რომელზეც ყველასგან ჩუმად, თავისთვის ფიქრობენ.

ზოგადად ის, ვინც შავს ირჩევს, ყოველთვის გამოცანად რჩება გარშემო მყოფთათვის. შავის მოყვარულთა შეცნობას წლები დასჭირდება.

ფსიქოლოგები შავ ფერს დახვეწილ, გემოვნებიან, პრინციპულ ადამიანებთან აკავშირებენ...

ისინი ყველასთან გულღია ნამდვილად არ არიან.



image

6.ლურჯი

ეს ფერი უყვართ მშვიდ, სოლიდურ, სამართლიან და პატიოსან ადამიანებს.

ლურჯის არჩევა განასახიერებს ცვლილებებსა და სულიერი გამოფხიზლების საჭიროებას.

ლურჯი, ისე როგორც ცისფერი, იწვევს მაქსიმალურ ნდობასა და საიმედოობას.

ამ ფერს ხშირად ირჩევენ, თვითდაჯერებული და უზურუნველყოფილი ადამიანები.


ლურჯი ფერის მოყვარული ადამიანები აკონტროლებენ და აკრიტიკებენ საკუთარ აზრებს, ემოციებს. ისინი დიდხანს ფიქრობენ სანამ რამეს იტყვიან, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

ისინი აწესებენ მაღალ სტანდარტებს პარტნიორის შერჩევის დროს.

ფსიქოლოგები ლურჯს აკავშირებენ ზღვასავით ადამიანებთან, რომლებიც ხშირად თავისი სიმშვიდით და კამკამით გვაოცებენ, მაგრამ თუ მათი ამ სიმშვიდე-სიკამკამით ცუდად ისარგებლებთ, მაშინ კი უფრთხილდით!

ამ დროს ისინი დაუნდობლად ბობოქარი და მძვინვარენი ხდებიან.


image

7. ვარდისფერი -

ამ ფერის მოყვარულები ყოველთვის ცდილობენ იყვნენ საუკეთესონი ყველასთან და ყველაფერში.

მათ უყვარს აკეთონ ის, რაც ბედნიერებას მოუტანს სხვებს.

ისინი მუდამ ეძებენ რომანტიკულ სიყვარულს. თითქმის ისეთს, როგორიც მხოლოდ ზღაპრებშია.

ფსიქოლოგები ამ ფერს მეოცნებე, გამომგონებელ ადამიანებს უკავშირებენ.

ოდრი ჰეპბერნი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს: მე მჯერა ვარდისფერი ფერის!

ამ ფერის მოყვარულებს ოცნებების ახდენის ყველაზე მეტად სჯერათ.



image

8. იასამნისფერი

შემოქმედებითი და ამბიციური ადამიანების ფერია.

საკუთარ თავისგან მუდამ მეტს ელიან.

უყვართ სარკაზმი.

მიუხედავად ორიგინალური და ზოგჯერ წარმოუდგენელი იდეებისა, გარშემო მყოფებში კეთილგანწყობით სარგებლობენ.

მათ ხშირადაც ბაძავენ.

პარტნიორში ამ ფერის მოყვარულნი ინტელექტს აფასებენ და გაუნათლებელ ადამიანებს ვერ ეგუებიან.

იასამნისფერს ფსიქოლოგები მტკიცე და გონიერ ადამიანებს უკავშირებენ.

ყოველთვის შეგიძლიათ მათ გონივრული რჩევისთვის მომართოთ!



image

9.ყავისფერი

ამ ფერის ნმოყვარულნი ერთგული, მომთმენი, შრომისმოყვარე ადამიანია.

ყავის სურნელივით სასიამოვნო და მიმზიდველი.

მათ ძალიან ადვილად უყვარდებათ. ისინი მზად არიან ბევრი რამ უბრალოდ არ თქვან, ჩუმად, გულში ატარონ... ოღონდ არასოდეს დაკარგონ ის ვინც უყვართ.

ისინი მიიღწვიან წესრიგისკენ.

პატივს სცემენ სხვის ინტერესებს, სხვის უფლებებს.

მათ არ უყვართ საკუთარი პრობლების გარშემომყოფთათვის თავზე მოხვევა.

ფსიქოლოგები ყავისფერ ფერს თბილ თუმცა დარდიან სავსე ადამიანებს უკავშირებენ...სხვაზე მზურველებს რომ ხშირად საკუთარი ავიწყდება.

ისინი საიმედონი არიან.


image10. თეთრი

თეთრი ფერი ზოგგან ქალწულობის მანიშნებელი, სიმშვიდის, სინაზის ფერია.

უამრავ კულტურაში კი მას საქორწილო ცერემონიალის განუყოფელ ნაწილად ვხვდებით, ხოლო აზიის ზოგ ქვეყანაში ამ ფერებში იმოსებიან დაკრძალვაზე (იაპონია, ჩინეთი)

თეთრი ფერის მოყვარული ადამიანები ორგანიზებული და სისუფთავის მოყვარულები არიან.

ისინი ცდილობენ იყვნენ მართლები. მათი დამოკიდებულება იყოს სწორი.

მათ შორის ვერ შეხვდებით გრუბ და გულდახურულ პირებს. მათი მზერა და აზრი მუდამ სუფთაა.

თეთრი არის უზენაესის, სრულყოფის, სიამაყის, სიკეთის და მარადიულობის სიმბოლო.

ფსიქოლოგები თეთრ ფერს სინათლესა და სიმართლესთან აკავშირებენ.

ამ ფერის მოყვარულთ შემოაქვთ იმედი.


...

აქვე შეგიძლიათ მოიმარჯვოთ კალამი და ფურცელი და ამოხსნათ 2 ფსიქოლოგიური ტესტი, რომელიც თქვენს ქვეცნობიერზე მოგიყვებათ
image

0
217
შეფასება არ არის
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
217
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0