x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
აქაიები - კოლხური ტომი
აქაიები - კოლხური ტომი


აქაიები იყვნენ მრავალთაგან ერთ-ერთი კოლხური ტომი. კოლხური ტომები დანამდვილებით ვიცით, რომ უხსოვარი დროიდან სახლობდნენ შავი ზღვის მთელ სანაპირო ზოლზე მინიმუმ მდინარე ყუბანის შესართავიდან მდინარე თერმე-ჩაის შესართავამდე. მათზე ძველბერძნულ წყაროებში არის ცნობები ძვ.წ. მე-13 საუკუნიდან. აღსანიშნავია, რომ ასეთივე სახელწოდების ტომი - აქაიები არსებობდა საკუთრივ დღევანდელი საბერძნეთის ტერიტორიაზეც და ბერძნებმა კავკასიაში მცხოვრებ ამ კოლხურ ტომსაც ასეთივე სახეი უწოდეს გარეგნული და ცხოვრების წესის მსგავსების, ან ადგილობრივთა ორიგინალური სახელწოდების მიმსგავსების გამო. ასეთი ტენდენცია ხშირია ბერძნულ ისტორიოგრაფიაში, მაგალითად ესპანეთის იბერები და კავკასიის იბერები, ლიბიის მახლიები და მეოტიდის მახლიები, იტალიელი ალბანიის მთის მცხოვრებნი და თესალიელი ალბანები, ასევე კავკასიის ალბანები. აქაიებიც ზოგიერთ ბერძნულ წყაროში ჰქვია არამხოლოდ ერთ-ერთ ბერძნულ ტომს, არამედ საერთოდ ბერძნებს. მაგალითად ჰომეროსი ტროელთა მოწინაარმდეგეებს (ბერძნებს) უწოდებს როგორც აქაიებს, ასევე დანაიებს. უკვე არისტოტელესა (ძვ.წ. 384-322) და ფსევდო-სკოლაქსის (ძვ.წ. მე-4 ს.) დროიდან აქაიების კოლხური ტომი მოიხსენიება შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს ჩრდილოეთ მონაკვეთზე, ამაზე წერენ არისტოტელე (პოლიტიკა, VIII, 4, 4), სტრაბონი (XI, 2, 14) და პტოლემაიოსი (V, 8, 25).

აქაიები ზღვის პირას არიან და კავკასიონის მთებს ქვემოთ (სტრაბონი XI, 2, 14).

დიოსკურიასა და ჰერაკლეუმს შორის ცხოვრობენ აქაიები, მარდები, კერკეტები. ეს მანძილი 70, 000 ნაბიჯია. ამავე ტერიტორიაზეა პიტიუნტი. (პლინიუსი, NH, VI, 16.)


ისინი (აქაიები) კოლხებს ზემოთ ცხოვრობენ (აპიანე. 67.1).

აქაიები ჰენიოხების მეზობლად ცხოვრობენ. (აპიანე. 25).

ამ ტერიტორიაზე, სადაც უწინ აქაიები იყვნენ, ახლა ზიხები არიან. (ანონიმი. 61).


აქაიელი


აქაიები მუდამ იხსენიებიან ჰენიოხების, ზიგების, ტორეტების, კერკეტების მეზობლად. მაგალითად ფსევდო-სკილაქსის (ძვ.წ. VI ს.) ცნობით ერთმანეთის მიყოლებით ცხოვრობენ: მეოტები, სინდები, კერკეტები, ტორეტები, აქაიები, ჰენიოხები, კორაქსები... შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ.

პომპონიუს მელას (ახ.წ. I ს.) "ქორეოგრაფიაში" იმავე სანაპიროზე სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით ჩამოთვლილი აქვს შემდეგი ტომები: კორასქსიკები (კორაქსები), ფთიროფაგები, ჰენიოხები, აქაიები, კერკეტები და მეოტიდასთან - სინდონები.

სტრაბონი თავის "გეოგრაფიაში" წერს: არტემიდორს თანახმად, კერკეტების სანაპიროს (800 სტადიონის სიგრძისა), მოსდევს აქაიელთა სანაპირო (500 სტადიონი), შემდეგ ჰენიოხთა სანაპირო (1000 სტადიონი) და დიდი პიტიუნტი 360 სტადიონით დაშორებულ დიოსკურიას.

საყურადღებოა, რომ სტრაბონი თავად აღნიშნავს, რომ არ სჯერა ამ ავტორის და იმოწმებს მისთვის უფრო სარწმუნო მითრიდატეს ისტორიკოსებს, რომლებიც ტომთა ასეთ თანმიმდევრობას აღნიშნავენ: აქაიები, ზიგები, ჰენიოხები, კერკეტები, მოსხები, კოლხები. თ. ყაუხჩიშვილი აღნიშნავს, რომ, რომ არა მოსხები, ეს თანამიმდევრობა მართლაც ჭეშმარიტი ჩანს.

ზოგიერთი ბერძნული წყარო მიიჩნევს აქაიების ტომს ბერძნულად, ზოგი ტროას დაცემის შემდეგ კავკასიაში მოსულად, მაგრამ ამას ვერაფრით ამყარებენ გარდა გარეგნული მსგავსებისა. სხვათა შორის ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის მიწურულს თქვა ენმანმა, რომ ამ კავკასიურ სატომო სახელში "აქაიებში", ადგილობრივი სატომო სახელის ბერძნულ გააზრებასთან უნდა გვქონდეს საქმე. (წყარო: ისტორიკოსი თ. ყაუხჩიშვილი).






კრებულები:


1. ქართული სახელმწიფოები

2. კავკასიური პროტოცივილიზაციები

3. საქართველო

4. ქართული მითოლოგია

5. ნაციზმი

6. ჰიტლერი

7. მეცნიერება

8. რელიგია



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


2
285
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
285
  
2019, 27 ივნისი, 0:19
Dilara Tali & Ozan Can Fırat - Gyuli Çkimi
2019, 26 ივნისი, 23:58
სიმღერას რა ქვია გადმოვიწერო მინდა
0 1 2