x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"მე ფული პლასტიკური ოპერაციისთვის არასდროს მქონია “ - გოგონა, რომელიც ბუნებრივი ფორმების წყალობით მოდელი გახდა

image


გაიცანით, ეს მოდელი და მსახიობი პამელა ოდამე ვატრაა, თუმცა მისი ყველაზე მთავარი ღირსება მის ბუნებრივ ფორმებშია. გოგონას წვრილი წელი, "ქვიშის საათის" ფორმის სხეული და რაც მთავარია, საკმაოდ დიდი მკერდი აქვს.


image


16 წლის ასაკში, პამელას მზარდმა, უჩვეულო ფორმებმა მშობლები საგონებელში ჩააგდო, ვინაიდან ფიზიკური მონაცემებით ის თავის თანატოლებისგან მკვეთრად განსხვავდებოდა, მთელმა რიგმა ჰორმონალურმა ანალიზებმა და კვლევებმა ცხადყო, რომ გოგონას ყველაფერი წესრიგში ჰქონდა, თუმცა ექიმებმა პაციენტს ნაადრევი სქესობრივი მომწიფება დაუდგინეს.


image


პამელა ოდამე ვატრა თავიდან საკუთარი ფიზიკური მონაცემების გამო ძალიან ღელავდა და ხშირად უხერხულობასაც კი გრძნობდა, თუმცა, მალევე მიხვდა რომ მისი ღირსება სწორედ უჩვეულო ფორმებში იყო, ამიტომ გადაწყვიტა თავი სამოდელო ბიზნესისთვის მიეძღვნა.


image


როგორც ცნობილია, თვითრეკლამისა და საკუთარი ბიზნესის დაწყების ყველაზე სწორი და ეფექტური გზა სოციალური ქსელია, ეს თავად პამელა ოდამე ვატრამაც მშვენივრად იცის, ამიტომაც მოდელი დღესდღეობით, სწორედ ამ "მსოფლიო აბლაბუდის" წყალობით არაერთ ცნობილ სამოდელო სააგენტოსთან თანამშრომლობს და სარფიანი შეთავაზებების სიმცირესაც არ უჩივის.


image


გარდა იმისა რომ დამწყებ მოდელს, სხვადასხვა სარეკლამო რგოლებსა და მუსიკალურ კლიპებში იღებენ, მან ასევე, ბედი დიდ კინოშიც სცადა და არცთუ წარუმატებლად, მიუხედავად ამ დიდი კარიერული წარმატებისა, მოდელისა და მსახიობის გარშემო ჭორები მის "ბუნებრივ ღირსებებთან" დაკავშირებით არ ცხრება, ერთ - ერთ ინტერვიუში ბრალდებებით შეწუხებულმა გოგონამ გულწრფელად ისიც კი აღიარა, რომ პლასტიკური ოპერაციის გასაკეთებელი თანხა მას და მის ხელმოკლე ოჯახს არასდროს ჰქონია.


image






0
1027
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1027