x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134426
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
ნინო ბურჯანაძე:"სააკაშვილი,როგორც ყოველთვის,ცდილობს მაქსიმუმი გამოწუროს ამ პროტესტისგან.."
image

დღეს 25 ივნისს რუსულ გამოცემა Известия-ში გამოქვეყნდა ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან, საქართველოს ექს-სპიკერი და პარტია "დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველოს"ლიდერი თვლის, რომ თბილისის წინდაუხედავი პოლიტიკა ხელს უშლის მოსკოვთან ურთიერთობის ნორმალიზებას.


"სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლების წინდაუხედაობის გამო, რუსულ-ქართული ურთიერთობება არ არის დამაკმაყოფილებელი. თუნდაც სულ მცირედით იმ დონეზე დაბრუნება, რომელიც ერთი კვირის წინ იყო, ძალზე რთული იქნება. ამ მიმართულებით ძალიან სერიოზულად უნდა ვიმუშაოთ, რადგან უკანასკნელმა მოვლენებმა უკან გადაგვისროლა".


ნინო ბურჯანაძემ ისიც აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი ყველა მხრივ ეცდება რუსოფობიული პოლიტიკა სათავისოდ გამოიყენოს, მისი აზრით, ეს არის მისთვის ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდეს.


image

"სააკაშვილი, როგორც ყოველთვის, ცდილობს მაქსიმუმი გამოწუროს ამ პროტესტისგან და ყველაფერს გააკეთებს, რომ ანტირუსული ისტერია იყოს ქართული პოლიტიკის მთავარი მიმართულება, მისთვის ესაა ერთადერთი შესაძლებლობა, გაათამაშოს საკუთარი კარტები"-აღნიშნა ბურჯანაძემ.


ბურჯანაძემ ისიც, აღნიშნა, რომ პროტესტი პროდასავლურმა ძალებმა განზრახ შემოატრიალეს ანტირუსული კალაპოტისკენ.


"გავრილოვი აქ არაფერ შუაშია, სადაც მიუთითეს იქ დაჯდა, მიუხედავად ამისა, გულწრფელი პროტესტი შემდგომ უკვე პროდასავლურმა ძალებმა აქტიურად გამოიყენეს"-აღნიშნა ბურჯანაძემ


0
347
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
347
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0