x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ევროპის საფეხბურთო ფედერაციამ უარი განაცხადა ქართული გუნდების დასჯაზე ანტი-რუსული წარწერის მქონე მაისურებით გამოსვლის გამო

image რუსეთ-საქართველოს შორის დაძაბულობამ რუსეთის დუმის დეპუტატის-გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ სპორტშიც იჩინა თავი, რამდენიმე ქართული საფეხბურთო გუნდი მოედანზე ანტი-რუსული წარწერის მქონე მაისურებით გავიდა, რამაც რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის აღშფოთება გამოიწვია.
რუსეთის საფეხბურთო ფედერაციამ ევროპის საფეხბურთო ფედერაციას მიმართა საჩივრით, სადაც მოითხოვდა დაესაჯათ ქუთაისის "ტორპედო", რომელიც ქალაქ წყალტუბოს საფეხბურთო მოედანზე შავი მაისურებით გავიდა, მაისურებზე კი ეწერა, რომ რუსეთი ოკუპანტია და მას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%-ი.
ქუთაისის "ტორპედოს" შეუერთდნენ თბილისის "ლოკომოტივი" და რუსთავის "რუსთავი", რომლებმაც ამ ფორმით გამოხატეს თავისი დამოკიდებულება რუსეთის პოლიტიკის მიმართ.
თუ ქუთაისის "ტორპედოს" გუნდის ფეხბურთელები შავი მაისურებით გავიდნენ მოედანზე, დანარჩენი ორი გუნდის ფეხბურთელები თეთრი მაისურებით და ანალოგიურ წარწერებიანი მაისურებით გავიდნენ მოედნებზე.
"უეფამ" რუსეთის საფეხბურთო ფედერაციას განუცხადა, რომ საჩივარს ვერ განიხილავდა, რადგან ის არ შედიოდა მათ კომპეტენციაში და დაამატეს, რომ აღნიშნული საკითხის განხილვის პრეროგატივა ეკუთვნის საქართველოს საფეხბურთო ფედერაციას.
image
წყარო: "Говорит Москва",





0
125
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
125