x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რუსეთი შეურაცხყოფას არ პატიობს- ბოდიშის გარეშე თბილისთან დიალოგის ლოდინი არ ღირს- რუსი პოლიტოლოგი
image
რუსეთსა და საქართველოს შორის არც თუ ძალიან თბილი ურთიერთობების მკვეთრი გაგრილება გრძელდება. ვითარების აბსურდულობა იზრდება. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსეთს მტერი და ოკუპანტი უწოდა, მაგრამ რუსეთიდან ელოდება ტურისტებს. საავიაციო მიმოსვლა წყდება, მაგრამ ურთიერთობისთვის უკვე მზად არის. რა არის კრიზისის მიზეზი- ამაზე საუბრობს რუსი ექსპერტი რუსული გამოცემა «МК» -თან.

პოლიტიკური ტექნოლოგიების ცენტრის დირექტორის მოადგილე ალექსეი მაკარკინი აცხადებს:

" ქართული ოპოზიცია ხელისუფლებას ებრძვის. გავიხსენებ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილმა მხოლოდ მეორე ტურში მოიგო. გამარჯვება არ იყო გარანტირებული, რადგან ქართული ოცნებაზე ქვეყანაში დაგროვდა პრეტენზიები, ოპოზიცია გააქტიურდა. მომავალ წელს საპარლამენტო არჩევნები იმართება საქართველოში, უმთავრეს როლს თამაშობს საპარლამენტო უმრავლესობა და ამაზე ბრძოლა მიმდინარეობს.

"ქართული ოცნება" ორმაგ ხაზს ატარებს - ერთი მხრივ, ეს პარტია იმყოფება დასავლურ კონსენსუსზე, ისევე როგორც მთელი ქართული პოლიტიკური ელიტა, ხაზს უსვამენ ქვეყნის საჭიროებას ევროკავშირში გაწევრიანების აუცილებლობაზე. მეორეს მხრივ, ის ცდილობს რუსეთთან ურთიერთობების დამყარებას, არა დიდი სიმპათიის გამო, არამედ, გეოპოლიტიკური სიტუაციის საფუძველზე.


ის, რაც მოხდა მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეაზე იყო მცდელობა სიგნალის მიცემის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებულიყო ღონისძიება რუსეთის აქტიური მონაწილეობით. ამას წინ უძღოდა რთული მოლაპარაკებები, ქართულმა მხარემ ნათლად განაცხადა, რომ კონსტანტინ ზატულინის მსგავს პოლიტიკოსს არ მიიღებს. სერგეი გავრილოვი, როგორც ჩანს, ნაკლებად ცნობილი, ნაკლებად თვალსაჩინოა და ის ასევე სათავეში უდგას ასამბლეას სათავეში, ამიტომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა მიიჩნიეს, რომ ფორუმში მისი მონაწილეობა შეუმჩნეველი დარჩებოდა, ხოლო, რუსეთი მიიღებდა სიგნალს, რომ შეიძლება ამ პარტიასთან საუბარი.

ქართულმა ოპოზიციამ და პირველ რიგში, პარტიამ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, ეს "შენიშნა". ბევრი ადამიანი, ვისაც ოპოზიციასთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია, მაგრამ "ქართული ოცნების" წინააღმდეგ პრეტენზიები ჰქონდა, გამოვიდა ქუჩაში. "ქართული ოცნება" ქვეყნის ღალატში დაადანაშაულეს. ოპოზიციის დემონსტრაცია დაშალეს, რათა, პარლამენტი არ აეღოთ, ამრიგად, "ქართული ოცნება" უკვე მონაწილეობს საქართველოს მთავარ პატრიოტთა ადგილის კონკურსში.

ახლა რუსეთი "შეურაცხყოფილია". უფრო მეტიც, ეს რეაქცია არ არის იმდენად, სერგეი გავრილოვთან, არამედ, დაკვშირებულია ზურაბიშვილის ანტირუსულ განცხადებებთან. ჩვენს პოლიტიკურ კულტურაში დიდი ყურადღება ეთმობა ჟესტებს, სიტყვებს. რუსეთში არ პატიობენ შეურაცხყოფას, ელოდებიან ბოდიშს, ოჯახური დონის კონფლიქტების შემთხვევაშიც კი. თუ შეურაცხყოფის საპასუხოდ, ჩუმად იქნები, ვერ მიაღწიე ბოდიშს, ესე იგი, წააგე. ეს ეხება ზურაბიშვილის განცხადებას.

მას არ შეუძლია და ვერ მოიხდის ბოდიშს, რადგან, ბოდიშის მოხდა მტკიცებულებად იქნება მიჩნეული, რომ "ქართული ოცნება" არის "რუსული აგენტების პარტია". რაც შეეხება რუსეთს, საქართველოს ხელისუფლების სასჯელის მიზნით, ის აკრძალავს საჰაერო მიმოსვლას.

შერიგება ნაკლებად სავარაუდოა. ვთქვათ, რომ ქართული ღვინოები დიპლომატიის დახმარებით რუსეთში დაბრუნდა, რუსეთი არ ჩაერია საქართველოში ტურიზმში, მაგრამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პოლიტიკური დიალოგი არ არის გამორიცხული, ამ საკითხზე პარტიების პოზიციები პირდაპირ საპირისპიროა და მათ არ შეუძლიათ დათმონ პოზიციები.

დღეს, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის ნეგატივი ყოველგვარ ნიშნულს სცდება. ისინი ახდენენ მოსახლოების მობილიზებას პატრიოტული ლოზუნგებით რუსეთისთვის, ჩვენთან ასეთი მობილიზაცია პირველად არ ხდება, თუმცა ამჟამინდელი ეფექტი ყირიმში არსებულ სიტუაციაზე ნაკლები იქნება.

მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს თავისიანებს, უკვე ისმის ახალი ბოიკოტის მოთხოვნები, ამიტომ უახლოეს მომავალში საქართველოსთან შერიგება ბოდიშის გარეშე ვერ შეაჩერებს მოქალაქეებს. მოსახლეობა საპენსიო რეფორმის და ფასების მატების ფონზე, უფრო მეტად უნდობლები გახდნენ ხელისუფლების მიმართ. აქედან გამომდინარე, უახლოეს მომავალში მე ვერ ვხედავ ურთიერთობების გაუმჯობესების შესაძლებლობას.


0
534
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
534
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0