x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134037
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"თითოეული ტკივილის წამი, რომელსაც ახლა ვგრძნობ..." - ნახეთ, რა მიმართვას ავრცელებს გოგონა რომელმაც აქციაზე თვალი დაკარგა

image


18 წლის აქციის მონაწილე მაკო გომური, რომელმაც რუსთაველის წინ მიმდინარე აქციაზე თვალი დაკარგა, მიმართვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: "მე ვარ მაკო, 18 წლის, რომელმაც აქციაზე დაკარგა თვალი. მე ვარ გოგო, რომელმაც ნებით თუ უნებლიედ თავის წილი მსხვერპლი გაიღო თავისუფლებისთვის ბრძოლაში. თითოეული ტკივილის წამი, რომელსაც ახლა ვგრძნობ, არ მინდა დაიკარგოს და ჩაიკარგოს საოპერაციო მაგიდაზე, ან პალატაში საწოლზე სადაც მეორე ღამეს ვათევ ტკივილის გამო. არ მინდა დაიკარგოს არაფერი რასაც ახლა ვგრძნობ – ტკივილს გაბრაზებას. მე დაუცველი ვიყავი იქ როგორც ათასობით ადამიანი და გამწირეს სიკვდილისთვის როგორც ათასობით ადამიანი. ვპირდები ყველა ჩემს გულშემატკივარს, ვიდგები მყარად და დამპირდით რომ თქვენც იდგებით ჩემს გვერდით და იბრძოლებთ უსამართლობის წინააღმდეგ. ძალიან დიდი მადლობა ყველას ვინც მამხნევებს და გვერდით მიდგას და სწორედ ამ ხალხის გამო არ დავნებდები არცერთი წუთი. იმ ღამემდე არასოდეს მჯეროდა ერთი ადამიანის ძალის და ყოველთვის ვამბობდი, რომ ერთი ადამიანი ვერაფერს შეცვლიდა. ახლა, როცა შორიდან ვუყურებ ჩემს თანატოლებს ვხედავ რამხელა ძალა გვაქვს ჩვენ. რუსეთი მკვლელი ოკუპანტია! ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ ამ ომს!

პ.ს. ჩემი თითების კომბინმაცია კი ეკუთვნის ყველას, ვინც მცირე წვლილიც კი შეიტანა ჩვენს სასიკვდილოდ გაწირვაში", - ნათქვამია წერილში.


0
268
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
268