x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ქართულმა საიტებმა რამზან კადიროვის მიმართვა დაამახინჯეს. "ჩვენ ერთმანეთთან საომარი არაფერი გვაქვს"

image

ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კადიროვი ქართველებს დაემუქრა, თბილისი ჩვენგან 200 კილომეტრშიაო, რაც დეზინფორმაცია აღმოჩნდა. მიმართვაში კადიროვმა განაცხადა, რომ გროზნოსა თბილისს შორის 200 კილომეტრია და ჩვენზე უახლოესი ხალხი კავკასიაში არ არისო. სტატიაში კადიროვი ასევე ახსენებს, რომ ქართველებს და ჩეჩნებს ერთამნეთთან საომარი არაფერი აქვთ და ერთ საათში შეგვიძლია გამოგიწოდოთ დახმარების ხელიო. გთავაზობთ განცხადებას სრულად.


"დიდი ყურადღებითა და შეშფოთებით ვადევნებ თვალს საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს. მინდა შეგახსენოთ, რომ გროზნოდან თბილისამდე სულ რაღაც 200 კილომეტრია. რუსეთში კი არაოფიციალური მონაცემებით მილიონზე მეტი ქართველი ცხოვრობს. ქართული კულტურა, ხელოვნება და ლიტერატურა მსოფლიომ რუსეთის მეშვეობით გაიცნო. რაც შეეხება ჩრდილოეთ კავკასიას და საქართველოს, ჩვენ მილიონი მიზეზი გვაქვს ვცხოვრობდეთ მშვიდობიანად და მეგობრულად და არანაირი მიზეზი არ გვაქვს, ვმტრობდეთ ერთმანეთს.

სამწუხაროდ, ბოლო დროს თბილისში გამოჩდნენ ამერიკისა და ევროპის გამოზრდილი პოლიტიკანები, რომლებსაც მთავარ მიზნად მიაჩნიათ, გადააქციონ საქართველო და რუსეთი უსასტიკეს მტრებად. ღმერთია მოწმე, რომ ჩვენ ჩეჩნეთში ვცდილობთ ქართულ ინტელიგენციასთან დავამყაროთ მეგობრული ურთიერთობა. ჩვენ გვახსოვს წინაპრების წესები, რომ მეზობლებთან უნდა იცხოვრო მეგობრულად და მშვიდობიანად და ვცდილობთ არ წამოვეგოთ საქართველოს მთავრობის პროვოკაციებზე საქართველოსა და ჩეჩნეთის საზღვარზე.

ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ დიდია გავლენა ანტირუსულად განწყობილი პოლიტიკანების, რომლებიც ეძებენ მიზეზს, რუსეთის წინააღმდეგ გააჩაღონ ახალი ისტერია. მთელ მსოფლიოში მიღებულია, პატივისცემით მოეპყრან უცხოეთის დელეგაციას. საქართველოს მთავრობამ კი არ უზრუნველყო უსაფრთხოება და მუშაობის ნორმალური პირობები გოსდუმის დეპუტატისათვის. დასავლეთის მიერ წაქეზებულმა ძალებმა მოაწყვეს არეულობა თბილისში.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ამერიკის ელჩისა და დასავლეთის ქვეყნების ელჩების წინაშე დაადანაშაულა ყველაფერში რუსეთი და განაცხადა, რომ რუსეთი არის დაინტერესებული მოახდინოს საქართველოში მთავრობასა და საზოგადოებას შორის გახლეჩა. რაშიც ქალბატონი პრეზიდენტი ცდება. სწორედ რუსეთი არის დაინტერესებული, რომ საქართველოში იყოს მშვიდობა, ერთიანობა და თანხმობა.

დროა, საქართველოს ხელისუფლებამ გაიგოს, რომ მათ რუსეთის გარდა არ ჰყავთ მეზობელი, არც ერთი სხვა სახელმწიფო, რომელიც სულ რაღაც ერთ საათში შეძლებს დახმარების ხელი გამოგიწოდოთ. ნახეთ რამდენი ქვეყანა დაღუპა ამერიკის სიყვარულმა. იმედი მაქვს, ქართული საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი, საკუთარ თავში აღმოაჩენს ძალას, თავად განკარგოს ქვეყნის ბედი.

მარტო 2018 წელს რუსეთის მოქალაქეებმა 3, 5 მილიარდი დოლარი დატოვეს საქართველოში. ანტირუსულად განწყობილმა რადიკალებმა მიაღწიეს იმას, რომ მალე დაიცლება კაფეები, რესტორნები და სასტუმროები, პლიაჟები"

რაზმან კადიროვი

1
1131
შეფასება არ არის
ავტორი:white knight
white knight
1131
  
2019, 1 ივლისი, 13:24
სტატიაში შეცდომაა! 3.5 მილიარდი კი არა 3.5 ტრილიონი დოლარი უნდა ეწეროს
0 1 1