x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ინსტაგრამ-მოდელებს ჩერნობილის მსხვერპლთა უპატივცემულობაში ადანაშაულებენ
ინსტაგრამ-მოდელებმა პოპულარობის მოპოვების ახალ ხერხს მიაგნეს. ცოტა ხნის წინ ინსაგრამზე მათი ფოტოები გამოქვეყნდა. თითქოს ამაში არაფერია უჩვეულო, თუ არ ჩავთვლით, რომ ფოტოები ჩერნობილშია გადაღებული და პიკანტური ხასიათისაა.

მოწონებების ნაცვლად, ამ ფოტოებმა საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, ინსტაგრამ მოდელები ჩერნობილის მსხვერპლთა უპატივცემულობაში დაადანაშაულეს.imageimageimageჩერნობილის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით ბოლო დროს გაიზარდა, რაც ეკრანებზე HBO-ს ახალი სერიალი “ჩერნობილი" გამოვიდა. ბლოგერებმა ახალი ტრენდი წამოიწყეს:მეტი “ლაიქების" და პოპულარობის მოსაპოვებლად ისინი ტრაგედიის ზონაში მიემგზავრებიან და სხვადასხვა ფონზე პიკანტურ ფოტოებს იღებენ. განსაკუთრებით პოპულარული ადგილია ატრაქციონი “ეშმაკის ბორბალი".

თავად ფილმის ავტორებიც უარყოფითად აფასებენ ამ ტრენდს და ბლოგერებს და ინსტაგრამ-მოდელებს მოუწოდებენ მეტი პატივისცემით მოეკიდონ ამ თემას.

“კარგია, რომ ჩერნობილმა ტურისტებს ინტერესი გაუჩინა, მაგრამ მე ვნახე ფოტოები, რომლებსაც იქ იღებენ. გთხოვთ, გახსოვდეთ, რომ იქ საშინელი ტრაგედია დატრიალდა. პატივისცემა გამოიჩინეთ ყველას მიმართ, ვინც იქ დაშავდა და დაიღუპა."-დაწერა ამერიკელმა სცენარისტმა კრეიგ მაზინმა, რომელიც სერიალზე მუშაობდა.

imageimageimageსაზოგადოება კი მწვავე კრიტიკას არ იშურებს ამ ფოტოების ავტორების მიმართ. მათ უტაქტობასა და დაღუპულთა უპატივცემულობაში ადანაშაულებენ.

ბოლო დროს ტურისტების ნაკადი ჩერნობილში საგრძნობლად, თითქმის 40%-ით გაიზარდა. როგორც ადგილობრივი ექსკურსიამძღოლი იური მოროზოვი ამბობს, ტურისტების ნაკადი წელს იმაზე მეტია, ვიდრე ოდესმე ყოფილა.imageimageგარდა ლეგალურისა, იზრდება ე.წ. “შავი ტურიზმიც"-ადამიანები ისეთ ობიექტებს სტუმრობენ, რომლებიც ჯერ კიდევ საშიშია რადიოაქტიურობით.


ინტერესი ადგილისადმი, სადაც მსოფლიოს უდიდესი ატომური ავარია მოხდა, თანდათან იზრდება. ჩერნობილის მოსანახულებლად მსოფლიოს ყველა კუთხიდან მოდიან ადამიანები, თუმცა, ბევრ მათგანს ჯერ კიდევ ესმის, რომ იმ ადგილას პოზიორობა, სადაც უამრავი ადამიანი საშინელი სიკვდილით დაიღუპა, და ამ გზით ფულის შოვნა, ნამდვილად არაა გასართობი და მოსაწონი.

0
224
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
224
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0