x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ინდოელმა ილუზიონისტმა ჰარი ჰუდინის ტრიუკი შეასრულა და დაიკარგა(ვიდეო)
image
ინდოელ ილუზიონისტს ლეგენდარული ჰარი ჰუდინის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტრიუკის გამეორება სურდა, რომელიც "ჯაჭვის" სახელწოდებით არის ცნობილი:წყლისქვეშ ჩასული განთავისუფლდე ბორკილებისგან.



თოკით ჯაჭვებით და 6 ბოქლომით ხელფეხშეკრული ჩანჩალ ლაჰირი(Chanchal Lahiri) ჩაეშვა წყლისქვეშ, თუმცა წყლიდან ამოსვლა ინდუსმა ვეღარ შეძლო.


დასავლეთ ბენგალიაში, მდინარე ჰუგლიში აქამდე მიდის სამაშველო ოპერაცია, ინდოელი ჰუდინის დაკარგვის შესახებ პოლიცია მაყურებლებმა აცნობეს, რომლებიც მდინარის პირას ტრიუკის საყურებლად იყვნენ შეკრებილები.


წყალში ლაჰირი კატერიდან ჩაუშვეს, მაყურებლების უმეტესობა კი შოუს კალკუტას ცნობილი ჰოვრას ხიდიდან ადევნებდა თვალს.



როგორც ფოტოგრაფმა ჯაიანტა შოუმ განაცხადა, წყალში ჩაშვების წინ მაგს გაესაუბრა.შევეკითხე:"რატომ რისკავ საკუთარ სიცოცხლეს ილუზიის გამო?" რაზეც მიპასუხა:"თუ ყველაფერს სწორედ გავაკეთებ, ეს ფოკუსი იქნება, თუ შეცდომას დავუშვებ მოხდება ტრაგედია."ლაჰირი სამდღიანი ძიების შემდეგ იპოვეს.

1
295
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
295
  
2019, 18 ივნისი, 20:51
რა შეშლილია
0 1 1