x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
"ო,კალკუტა"-50 წლის წინ ბროდვეიზე პირველი ეროტიკული მუსიკალური რევიუ დაიდგა
image



50 წლის წინ, 1969 წლის 17 ივნისს ბროდვეიზე შედგა მუსიკალური რევიუს პრემიერა Oh! Calcutta!, სადაც მსახიობები სრულიად დედიშობილა თამაშობდნენ.


ეროტიკული მუსიკალური დადგმის ლიბრეტოს ავტორი იყო ბრიტანელი მუსიკალური კრიტიკოსი კენეტ ტაინენი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში თამაშობდა ნიუ-იორკის მუსიკალურ თეატრებში.

image


მუსიკალური პიესა ორი აქტისგან შედგებოდა, პირველი აქტის პრემიერა 1969 წელს შედგა, რომლის სცენების დიდი ნაწილი სხვებთან ერთად შექმნეს სემუელ ბეკეტმა, ჯონ ლენონმა და ჟულენ ფაიფერმა.შოუს მუსიკალური ნაწილი შექმნეს კომპოზიტორებმა პიტერ შიკელემ, რობერტ დენისმა და სტენლი უოდენმა.

image

რევიუს პრემიერა ლონდონის უესტ-ენდის თეატრებში 1970 წელს შედგა, ხოლო ბროდვეიზე მუსიკალური რევიუ 13 წლის განმავლობაში იდგმებოდა, რითაც ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივად დადგმული პიესა გახდა ბროდვეიზე.(მთლიანად დაიდგა 5959 სპექტაკლი)

imageფოტოზე:მუსიკალური დადგმის სარეკლამო ბილბორდი ბროდვეიზე-1981 წელი



ინგლისური სახელწოდება Oh! Calcutta! ფრანგული ფრაზის «O quel cul t’as!»-ის კალამბურია, რაც ნიშნავს"რა ლამაზი უკანალი გაქვს".


რევიუს ესპანურენოვანი პრემიერმა 1977 წლის 9 ოქტომბერს შედგა მადრიდის პრინციპის თეატრში.

image

Oh! Calcutta!-ს მთლიანი ჩანაწერის ნახვა youtube-ზეა შესაძლებელი


0
149
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
149
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0