x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
ჰიპნოზი ,როგორც შთაგონების ძალა

image

უპირველეს ყოვლისა, როდესაც ვსაუბრობთ ჰიპნოზზე, მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან გავმიჯნოთ ჰიპნოზის და ტრანსის მდგომარეობა, რადგანაც ამ ორს ხშირად მოიხსენიებენ სინონიმებად. ჰიპნოზი, ეს არის ერთ-ერთი საშუალება, რომ მივაღწიოთ ტრანსს. ტრანსი არის მდგომარეობა, როდესაც პიროვნებას შეუძლია აბსოლუტურად კონცენტრირდეს გარემოში არსებულ ობიექტზე ან სუბიექტზე. ჰიპნოზი, ეს არის ხელოვნურად გამოწვეული ძილისმაგვარი ცნობიერის შეცვლილი მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება ღრმა მოდუნებით, შთაგონებისადმი მაღალი მიმღებლობით, აღქმის, მეხსიერების, მოტივაციისა და თვითკონტროლის ცვლილებით.ფსიქოანალიზის მიხედვით ჰიპნოზი არავითარ შემთხვევაში არაა ჩვენი ბუნებრივი ძილი ან ხელოვნური ძილის საშუალებებით გამოწვეული მდგომარეობა, მასში შენარჩუნებულია ფსიქიკური მოქმედებანი, რომელიც ნორმალური ძილისთვის არაა დამახასიათებელი.

ჰიპნოზი, როგორც თერაპიული მეთოდი, მეოცე საუკუნეში დამკვიდრდა ისტერიის სამკურნალოდ, რომელსაც იყენებდნენ ისეთი ცნობილი მეცნიერები, როგორებიც იყვნენ: შარკო, ბრეიერი და ფროიდი, თუმცა ჰიპნოზის ტექნიკას საკმაოდ ხანგრძლივი წარსული აქვს.

შთაგონებას, ფხიზელ თუ ჰიპნოტურ მდგომარეობაში, ყოველთვის იყენებდნენ არამარტო შამანები და ქურუმები, არამედ ბელადები, მხედართმთავრები, მკურნალები თუ მისტიფიკატორები. იყენებდნენ სხვადასხვა მიზნით, მათ შორის - ავადმყოფის გამოჯანმრთელებისთვისაც.
ჩვენ წელთაღრიცხვამდე XVI საუკუნით დათარიღებულ ებერსის პაპირუსში 900-მდე სამკურნალო საშუალებაა აღწერილი. მათ შორის დიდი ადგილი უკავია შელოცვებს, “რომლებიც უნდა წარმოითქვას მკაფიოდ და, რაც შეიძლება, ხშირად დაავადებულ ადგილზე წამლის დადებასთან ერთად”. ტექსტში ხაზგასმულია, რომ ყველა მკურნალობას თან უნდა ახლდეს შელოცვები. შელოცვის დროს მკურნალი ღვთაებას ან სულს მიმართავს. როგორც დაავადების გააზრებით, ისე მასზე ზემოქმედებით, ეს მოდელი შამანური მედიცინის ნიშნებს ატარებს. მიდგომაც, რომ წამალთან ერთად სიტყვაც საჭიროა, ძველი მედიცინის საერთო პრინციპია.

ჰიპნოზის ტექნიკა აქტიურად გამოიყენებოდა ძველ ეგვიპტეში .

ეგვიპტეში ჰიპნოზსს ტაძრის ძილს ან ან სიზმრიან ძილს უწოდებდნენ (dreamsleep) . ეს პროცედურა იმჰოტეპის სახელობის ტაძარში მიმდინარეობდა, ფიზიკური და ფსიქიკური, როგორც იმ დროს უწოდებდნენ სულიერი, ტკივილის მოსახსნელად უამრავი ადამიანი მიმართავდა. იმჰოტეპი იყო პირველი ჩვენთვის ცნობილი ეგვიპტელი მკურნალი არქიტექტორი და მღვდელი .

იმჰოტეპის ტაძრის მსახურები და თავად იმჰოტეპი ე.წ მაგიური შელოცვებით და სხვადასხვა რელიგიური რიტუალებით ამზადებდნენ შთაგონებისთვის ადამიანებს, სანამ ამ რიტუალის მიმდინარეობისას ადამიანს ჩაეძინებოდა მსახურები შთააგონებდნენ მას რომ მათი სიზმრები ღმერთის მიერ იქნებოდა გამოგზავნილი, გამოღვიძების შემდეგ მსახურები განმარტავდნენ ადამიანთა სიზმრებს. ძირითადად ყველა ავადმყოფობა მიეწერებოდა ავ სულებს და შემგდომი რიტუალებით თითქოს დევნიდნენ ამ სულებს და ადამიანები სრულიად გამოჯანმრთელებულები მიდიოდნენ შინ.

საბერძნეთში ამის ანალოგი იყო ასკლეპიოსის ტაძარი, რომელიც ჩვენ წელთაღრიცხვამდე მე-5, მე-4 საუკუნეში ფუნქციონირებდა. ამ ტაძარს სტუმრობდნენ ადამიანები რომელთაც რაღაც პრობლემა ჰქონდათ გადასაჭრელი და ვერაფრით ვერ ახერხებდნენ მის გადაწყვეტას ამ ადამიანებს „მაძიებლებს „ უწოდებდნენ, ქურუმები ატარებდნენ რელიგიურ რიტუალებს ტაძრის გარეთ სადაც „მაძიებლები“ ელოდნენ მათ, ქურუმები თავად უთქვამდნენ დროს როდის უნდა შესულიყვნენ სპეციალურ ოთახში რომელსაც -აბატონი ერქვა, აბატონში ქურუმები შტააგონებდნენ მაძიებლებს რომ რიტუალის მიმდინარეობისას მათ ჩაეძინებოდათ და გაიგებდნენ ასკლეპიოსის ხმას რომელიც ეტყოდა მათ პრობლემების გადაწყვეტის გზას, გაღვიძების შემდეგ მაძიებლებს ჰქონდათ ინსაიტები და იცოდნენ როგორ უნდა გადაეჭრათ ესა თუ ის პრობლემა.

რომაელებთან ამის ანალოგი იყო აპოლონის ტაძარი სადაც ორაკული ეხმარებოდა ადამიანებს პრობლემების გადაჭრაში ჰიპნოტური სტიმულაციით, სხვადასხვა აფრიკულ და აზიურ ტომებში მიმართავდნენ მსგავს ტექნიკებს სხვადასხვა მცენარეული, სურნელოვანი საშუალებების დახმარებით, მონოტონური მუსიკით, და სპეციალური სარიტუალო ცეკვებით რაც მათ ზეციურ სულებთან კონტაქტში ეხმარებოდათ.

უახლოეს წარსულში ჰიპნოზი როგორც თერაპიული ტექნიკა ფრანს ანტონ მესმერმა გამოიყენა მე-18 საუკუნეში. მესმერი პრაქტიკოსი ექიმიც იყო. ისევე, როგორც პარაცელსი, იგი მკურნალობისთვის იყენებდა მაგნიტს. მესმერი სხეულის გასწვრივ უტარებდა მაგნიტს პაციენტებს. შედეგად, მათ ისტერიული შეტევა ეწყებოდათ, რაც ძილით თავდებოდა. ძილის შემდეგ პაციენტები განკურნებული იღვიძებდნენ. მოგვიანებით მესმერმა შეამჩნია, რომ მაგნიტის ანალოგიურ შედეგს იძლეოდა მხოლოდ მისი ხელის გატარება სხეულის გასწვრივ რამოდენიმეჯერ (“პასები”). მესმერის მეთოდი პოპულარული გახდა მთელ ევროპაში, მისკენ დაიძრნენ პაციენტები სხვადასხვა ქვეყნიდან.
მესმერის მეთოდიკაში მხოლოდ არავერბალური ხერხები იყო - პასები, მუხლებით პაციენტის მუხლების შებოჭვა, შუშის ჯოხით შეხება (ამგვარი შეხებებს მესმერმა “რაპორტი” უწოდა; მოგვინებით ჰიპნოტიზმში ეს ცნება შემოვიდა ფსიქიკური კავშირის აღსანიშნავად), პაციენტების წინ დადგმული “ბაკე” (ჭურჭელი რომელშიც იყო წყალი, შუშის ნაჭრები, ქვები, რკინის ნახერხი და მავთულები) ცხოველურ მაგნეტიზმით – იქიდან მაგნეტიზმი მავთულებით გადაეცემოდა ბაკეს გარშემო შემომსხდარ პაციენტებს, რომლებსაც მავთულების ბოლოები ეკვათ ხელში; ამასთანავე მესმერისტები “დამაგნიტებულ” წყალს ბოთლებით აგზავნიდნენ ევროპის სხვადასხვა ადგილას მცხოვრებ პაციენტებთან. ყველა ამ ხერხით მკურნალობის შედეგი ისეთივე იყო, როგორც მესმერთან უშაულო კონტაქტის დროს - ავადმყოფი იკურნებოდა.
მესმერის თავბრუდამხვევი წარმატების მქონე პრაქტიკა ეფუძნებოდა მესმერის იდეას, რომ მაგნიტურ ძალას ფლობდა მისი სხეული. მესმერი მიიჩნევდა, რომ ავადმყოფობა პაციენტის სხეულში ფლუიდების არათანაბარი გადანაწილების შედეგია, რაც უნდა გააწონასწოროს მკურნალობამ, კერძოდ - “ცხოველური მაგნეტიზმის” დიდი კონცენტრაციის მქონე მაგნეტიზიორმა პასებით უნდა მოახდინოს პაციენტის სხეულში მაგნიტური ფლუიდების იმგვარი ჰარმონიული გადანაწილება, როგორიც არის მთელ სამყაროში.


მესმერმა თავის კონცეფცია 1774 წელს წარუდგინა საფრანგეთის აკადემიის და სამეფო სამედიცინო საზოგადოების გაერთიანებულ კომისიას, რომელშიც მონაწილეობდნენ ლავუაზიე, ფრანკლინი, ბაილი და იმ დროის სხვა ცნობილი მეცნიერები. კომისიამ იმდროინდელი აპარატურით ეძება მაგნეტიზმი მესმერში და როცა მისი კვალიც კი ვერ იპოვნა, მესმერი გამოაცხადა შარლატანად, ხოლო მიღებული თერაპიული შედეგები მიაწერა მხოლოდ პაციენტის წარმოსახვას. ეს, ფაქტიურად, იყო ფსიქოთერაპიული ეფექტის პირველი ფსიქოლოგიური ახსნა. კომისიის მკაცრმა კრიტიკამ მოგვიანებით გავლენა მოახდინა საზოგადოებაზეც, რომელმაც გარიყა მესმერი. იგი შვეიცარიაში მარტოობასა და სიღარიბეში გარდაიცვალა 1815 წელს.
მესმერის შემდეგ მესმერიზმს აგრძელებდა მის მიმდევართა მცირე ჯგუფი. ერთერთი მათგანი იყო შოსტენიე დე პიუნსეგიური, რომელმაც 1818 წელს აღმოაჩინა მესმერული ტრანსის ღრმა, კერძოდ, სომნამბულური სტადია. მანვე აღმოაჩინა, რომ ტრანსს იწვევს არამარტო შეხება, არამედ სიტყვაც, შთაგონებაც, რაც უკვე ვეღარ თავსდებოდა მესმერიზმის თეორიაში.
მესმერის მიმდევრებს შორის იყო შარლ ლაფონტენიც, ცნობილი მეიგავეს შვილი. ის ხშირად მართავდა მაგნიტურ სეანსებს ელიტარული საზოგადოების სალონურ შეკრებებზე (ეს სეანსები, რომლის მიზანი იყო შეუცნობელის შემეცნება, ექსპერიმენტული ჰიპნოზის ჩანასახად შეიძლება მივიჩნიოთ). ერთერთ ამგვარ სეანსს დაესწრო ინგლისელი ქირურგი ჯეიმს ბრეიდი.


ტკივილგამაყუჩებლები ჯერ არ იყო აღმოჩენილი, რაც სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა ქირურგიას. ამ ფონზე დაინტერესდა ჯ. ბრეიდი (1795-1860) მესმერული ტრანსით, მისი ანესთეზიური და თერაპიული ეფექტებით. 1843 წელს ბრეიდმა გამოსცა წიგნი “ნეიროჰიპნოლოგია”. მესმერული ტრანსის აღსანიშნად ბრეიდმა შემოიტანა ცნება “ჰიპნოზი”, რაც ბერძნულად ძილს ნიშნავს. ტერმინი უკვე მიგვითითებს, რომ ბრეიდი ჰიპნოზსა ძილის ფორმად განიხილავდა. მის არსებით ნიშნად მიაჩნდა, რომ ამ მდგომარეობაში ადამიანს ახასიათებს “მონოიდეიზმი” – მის ცნობიერებასი მხოლოდ ერთი იდეა. ბრეიდი ჰიპნოზს იყენებდა ისტერიული დამბლის თუ გულყრის პირობებშიც. კონცეფციის გარდა ბრეიდმა სიახლე შემოიტანა ჰიპნოტიზაციის მეთოდშიც - პაციენტებს აძინებდა თვალის ფიქსაციით რაიმე ბრჭყვიალა წერტილზე. ბრეიდმა ერთერთმა პირველმა შეამჩნია, რომ ადამიანები განსხვავდებიან მგრძნობელობით ჰიპნოტიზაციის მიმართ - ჰიპნობელურობით; შეამჩნია ისიც, რომ ჰიპნოზის სიღრმე სხვადასხვანაირია როგორც სხვადასხვა ადამიანთან, ასევე - ერთ ადამიანთან ერთი სეანსის განმავლობაში და ა.შ. ანუ ბრეიდი იყო ასევე პირველი ვინც ჰიპნოტური ანალგეზიის შესახებ დაიწყო საუბარი, რათქმაუნდა მას ეს ტერმინი არ შემოუტანია მაგრამ ის ამ მეთოდს იყენებდა როგორც ტკივილგამაყუჩებლს.
XIX საუკუნის 70-იანი წლებში ცნობილი ნევროპათოლოგი და ფსიქიატრი ჟან მარტენ შარკო (1825-1893) შეიყვანეს კომისიაში, რომელსაც უნდა შეემოწმებინა მეტალოთერაპიის ეფექტურობა ტრანსის პირობებში. კომისიაში მუშაობის დროს შარკო დაინტერესდა ჰიპნოზის ფენომენით, რადგან ნახა, რომ ისტერიის მრავალი სიმპტომის პროვოცირებაც და მოხსნაც მოხსნა შეიძლება ჰიპნოზში. ამის გამო შარკოს მიაჩნდა, რომ ჰიპნოზი ხელოვნურად გამოწვეული ისტერიული ნევროზია. “მსგავსის მსგავსით” დაძლევის პრინციპით პარიზის სალპეტრიერის კლინიკაში შარკომ დაიწყო ისტერიით დაავადებულებთან ჰიპნოზის გამოყენება.


შარკომ თავისი დიდი ავტორიტეტი მოუპოვა ჰიპნოზის მეთოდს. მისი გავლენით ჰიპნოზს იყენებდნენ ისეთი მეცნიერები, როგორიც იყვნენ პოლ რიჟე, ჟილ დე ლა ტურეტი, პიერ ჟანე, შარლ ფერე, ალფრედ ბინე, ბაბინსკი და სხვები. შარკომ ბევრი მეთოდიკური სიახლე შეიტანა ჰიპნოტიზაციის ტექნიკაში (მაგ., შოკური მეთოდი), გამოჰყო ჰიპნოტიზაციის სტადიები (კატალეფსია, ლეთარგია, სომნამბულიზმი), ფაქტიურად, საფუძველი ჩაუყარა ექსპერიმენტულ ჰიპნოზს, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა არაცნობიერის ცნებისა და ფსიქოანალიზის ჩამოყალიბებაში. ასევე შარკოს ავტორიტეტმა განაპირობა დამოკიდებულება ჰიპნოზის, როგორც პათოლოგიური მდგომარეობის მიმართ.
პარიზის კლინიკაში ჰიპნოზით შარკოს დაინტერესების პარალელურად ჰიპნოზის მიმართ ინტერესი ჩნდება საფრანგეთის მეორე ქალაქში - ნანსში. ნანსის უნივერსიტეტის თერაპიული კლინიკის ხელმძღვანელს იპოლიტ ბერნჰეიმს (1837-1919) მიაჩნდა, რომ ჰიპნოზი არის პაციენტის მიერ ჰიპნოტიზიორის შთაგონების უკრიტიკოდ მიღების შედეგი. ნანსელების ფორმულა იყო: ”ჰიპნოზი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ შთაგონება”. ამ პოზიციიდან გამომდინარეობდა, რომ ჰიპნოზი ადამიანის ნორმალური ფსიქიკური მექანიზმების მოქმედების შედეგია და არაა მართებული მისი განხილვა ხელოვნურ ნევროზად.

ჰიპნოზის ტექნიკით ასევე დაინტერესდა ბრეიერი და ფროიდი, რომლებიც ამ მეთოდს ისტერიის განსაკურნებლაად იყენებდნენ, მართალია შემდგომში ფროიდმა ეს მეთოდი უარყო, ამერიკაში წაკითხულ ლექციებზე 1910 წელს იგი ამბობდა: “ ...ჰიპნოზი გახდა ჩემთვის უსიამოვნო, ჭირვეული და, ასე ვთქვათ, მისტიკური საშუალება“

ის ჰიპნოზს არა როგორც ძირითად ტექნიკას არამედ როგორც დამხმარე საშუალებას ისე განიხილავდა. ფროიდმა რამდემიმე მიზეზის გამო,

პირველი ყველა ადამიანი არ ემორჩილებოდა ჰიპნოზსს ფსიქოანალიზის მიხედვით ჯანმრთელი ადამიანის დაჰიპნოზება ბევრად უფრო მარტივია ვიდრე პათოლოგიური ფსიქიკის მქონე ადამიანის, რადგანაც ისინი ყურადღების კონცენტრირებას ძნელად ახერხებენ, ფსიქოანალიზის მიხედვით ჰიპნოტური მკურნალობის შედეგი თავად პაცირნტზე იყო დამოკიდბული, და ეს შედეგი არ იყო დამოკიდებული ჰიონოზის სიღრმეზე, რიგ შემთხვევაში შესაძლოა ზედაპირული ჰიონოზი უფრო კარგი შედეგის მომცემი ყოფილიყო ვიდრე სიღრმისეული.

მეორე, ადამიენები მხოლოს გარკვეულ დონეზე ემორჩილებიან ზემოქმედებას და შემდეგ ჩერდებიან, მაგალითად როდესაც ჯანმრთელ ადამიანს ავალებენ რო ჩაეკბიჩა კარტოფილი, რომელიც მსხლად წარუდგინეს დაჰიონოზებულ გამოავლენს სრულ მორჩილებას, მაგრამ თუ მორცხვი ქალიშვილისგან ითხოვენ გაშიშვლებას ან ღირსეული ადამიანისგან რაიმეს მოპარვას ჰიპნოზიორი აწყდება წინააღმდეგობას, რომელიც შეიძლება აბსოლუტურ დაუმორჩილებლობაში გადაიზარდოს. ანუ საუკეთესო ჰიპნოზის შემთხვევაში შთაგონებას არ აქვს განუსაზღვრელი ძალაუფლება, არამედ მხოლოდ განსაზღვრული სიდიდის ძალაუფლება.

მიუხედავად მისი უარყოფისა, ქეისები განხილვას ცნობილი ანა.ო-ს შემთხვევით დავიწყებთ, ანა ო (მისი ნამდვილი სახელია ბერთა პაპენჰაიმი) ფროიდის და ბრეიერის ისტერიის მქონე პაციენტი იყო რომელსაც სჯეროდა რომ იყო ორსულად, და ჩვეულებრივად ეზრდებოდა მუცელი და მისი ფიზიოლოგიური მდგომარეობა შეესაბამებოდა ორსული ქალის მდგომარეობას, როდესაც ბრეირმა აცნობა მას რომ ბოლო სეანსი იყო თერაპიის ამ ქალს მშობიარობის მსგავსი პროცესი დაეწყო და რეალურად წყლებიც კი დაღვარა, თუმცა რა თქმა უნდა ბავშვი არ გაუჩენია.

ირიბი შთაგონების მრავალი ფაქტია ცნობილი, მათ შორის, დრამატული ფაქტებიც. სპეციალურ ლიტერატურაში ცნობილია, ეგრეთ წოდებული, “კოპენჰაგენის ექიმთა ცდა”. რამოდენიმე საუკუნის წინ კოპენჰაგენის ექიმებმა გადაწყვიტეს შეემოწმებინათ შთაგონების ძალა. მათ შესთავაზეს ხელისუფლებას სიკვდილმისჯილის დასჯა ვენების გადაჭრით. მათი თხოვნა დაკმაყოფილდა. სიკვდილმისჯილს აცნობეს, თუ რა გზით უნდა დასჯილიყო, და აუხვიეს თვალები. შესაბამისი მომზადების შემდეგ სიკვდილმისჯილს მაჯები ოდნავ დაუსერეს და ხელებზე დაუღვარეს სხეულის ტემპერატურის წყალი (რომელსაც იგი სისხლად ჩათვლიდა). სიტუაციის რეალობაში დარწმუნებულ სიკვდილმისჯილს დაეწყო კრუნჩხვები და გარდაიცვალა. მოგვიანებით არაერთხელ დადასტურდა შთაგონებით (რეფლექტორული) სიკვდილის ფაქტი.
ამერიკის სატუსაღო “სინგ-სინგ”-ში სიკვდილმისჯილი დასვეს ელქტროსკამზე. გადაწიეს დენის ჩამრთველი სახელური. სიკვდილმისჯილს კონვულსიები დაეწყო და გარდაიცვალა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ტექნიკური გაუმართაობის გამო იმ მომენტში ქსელში დენი არ იყო. სიკვდილის მიზეზი იყო არა დენი, არამედ გულის გაჩერება (როგორც ხდება რეფლექტორული სიკვდილის ყველა ფაქტში).

ზემოთ აღწერილი ყველა ფაქტი ადასტურებს ჰიპოთეზას რომ ჰიპნოზი ეს არის ადამიანის შთაგონების მისი პირადი რწმენის შედეგი, ჰიპნოზის ფენომენზე არაერთ ფილმს შევხვდებით სადაც ჰიპნოზის მოქმედება უტრირებულია, თუმცა რეკომენდაციის სახით გირჩევთ რამდენიმე ფილმს ამ თემასთან დაკავშირებით.

პირველი ეს არის მეოთხე სახეობა რომელიც დაფუძნებულია რეალურ ისტორიაზე, ფილმში აღწერილია 40 წლის განმავლობაში ალასკაზე მიმდინარე უცნაური მოვლენები, ფილმი ნაწილობრივ დოკუმენტური ჟანრისაა და ჩართული აქვს ფსიქოლოგის რეალური სეანსები.

მეორე ფილმია "ტრანსი", ასევე საინტერესოა "ნეფრიტის მორიელის წყევლა" სადაც ყველაფერი უფრო უტრირებულადაა წარმოჩენილი ვიდრე რეალურად, თუმცა შთაგონების ძალას ნამდვილად წარმოაჩენს.

0
214
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ მახათაძე
მარიამ მახათაძე
214
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0