x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ბავშვური სიყვარული - "თუ გინდა შენს მაგივრად მე ვეტყვი რომ მახინჯია"
image
კულტურის სახლის მცირე დარბაზში ვზივარ ბეჯითი მოსწავლესავით . ცხოვრებაში პირველად მოვედი სადღაც დროზე ადრე. არა უშავს, მთავარია სამსახურს მოვწყდი, ადგილიც მშვენიერი ავარჩიე. არც ისე კომფორტულ სკამში ჩავესვენე და ისე დავიწყე დარბაზის დათვალიერება, თითქოს რაღაცას ახალს ვეძებდი...

გამოპრანჭული გოგო-ბიჭები ნერვიულად, საქმიანი სახეებით გადი-გამოდიოდნენ დარბაზში...ჩემი ყურადღება სცენაზე ჩამომჯდარმა პატარა ბიჭმა მიიპყრო, უმნიშვნელო ხმაურზეც კი კარისკენ იხედებოდა. აშკარა იყო, რომ ვიღაცას ელოდა...დახლოებით ათი ან თერთმეტი წლის იქნებოდა...ოდნავ გრძელი თმით, ცისფერი თვალებით...

დარბაზი ახმაურდა. მაყურებლებმაც დაიწყეს კუთვნილი ადგილების დაკავება. ფიქრებში წავედი. არ მახსოვს, რაზე ვფიქრობდი ან საერთოდ ვფიქრობდი კი...ჩემ გვერდით მჯდომმა სკამი ისე ხმაურიანად ჩამოსწია, წამში მომაფხიზლა...

სცენის კუთხისკენ გავაპარე მზერა. ბიჭი ისევ იქ იჯდა. თმა შეისწორა და სცენის საპირისპიროდ გააპარა მალულად მზერა. რა თქმა უნდა, მეც იგივე მიმართულებით მივმართე მზერა..


სამი პატარა გოგონა რაღაცაზე ჩურჩულებდა. მერე სამივემ ბიჭისკენ მიიხედა და ისე გულიანად გადაიკისკისეს, აშკარა იყო, რომ ბიჭზე ჭორაობდნენ..

მზერა ისევ ბიჭისკენ გავაპარე...

ისე ამოიოხრა, თითქოს ყველა დარდი მისი სადარდებელი იყო...

უყვარს და პატარა გული სტკივა...

რა ალალი და რა წრფელია ახლა მისი სიყვარული...

ისევ თმა გაისწორა, არც პერანგის საყელო დავიწყებია, მაჯებით მუხლებს დაეყრდნო და სახე ხელებში ჩამალა, თითქოს გულში რაღაც ჩამწყდა...

გოგონას გავხედე, ეშმაკურად ატრიალებდა შავ ლამაზ თვალებს, “ისე ციმციმებდნენ მისი თვალები, როგორც ბედნიერების დროს ჩვევიათ ხოლმე...

ლამაზია ....

ლამაზია და ეს თავადაც კარგად იცის...

ვინ იცის, რამდენს აურევს ფიქრებს ეს ციმციმა თვალები, როცა გაიზრდება...

ჯერ პატარაა, მაგრამ უკვე ვიღაცის დარდი და გულისტკივილია..

რამდენს ატკენს გულს..

შეიძლება მასაც ატკინონ(ვერაფერს ვიზამთ, ცხოვრება არც ისე ლმობიერია)

-რა გჭირს?

-არაფერი, - თავიც არ აუწევია, ისე უპასუხა მეგობარს.

-შენ რა, იმაზე ნერვიულობ, ცუდად არ იმღერო? მხარზე ხელი დაარტყა და გვერდით მოუჯდა ნაღვლიან მეგობარს.

-სიმღერის როდის მეშინოდა ბიჭოო?...

-მე ვიცი, შენ რატომაც ნერვიულობ...

-ვითომ, რატომ?

-გეშინია, რომ ნიაკოს არ მოეწონები.

-ახლა შენ ...

-ახლა უმღერებ და ისიც მოიხიბლება შენი სიმღერით..კი მართალია, გეტყვის, ცუდად იმღერეო, მაგრამ გულში მოეწონება..

-შემეშვი, არ ვარ შენს ხასიათზე.

–თუ გეტყვის, რომ ცუდად იმღერე, შენ უთხარი, დღეს რა საშინელი კაბა გაცვია-თქო..უთხარი, მახინჯი ხარ-თქო...

-არ არის მახინჯი.

-გინდა, შენ მაგივრად მე ვეტყვი, რომ მახინჯია...

პასუხს არც დალოდებია, მეგობრის დახმარება საკუთარ თავზე აიღო და გოგონებს გასძახა...

-ნია, სად იპოვე შენსავით მახინჯი კაბა?

-მახიჯი თავად ხარ...შენც და შენი ძმაკაციც, ნიამ ცხვირი აიბზუა და დაქალუშკებთან ერთად კულისებში მიიმალა...

ბიჭები კარგა ხანს კამათობდნენ ჩუმად, თუმცა ხმაურში უკვე მათი ხმების გარჩევა მიჭირდა...

წამით დამაბრუნეს ბავშვობაში....

ვინ იცის, დღეიდან ათი წლის შემდეგ სად და როგორ იქნებიან..

იარსებებენ კი ერთმანეთის ცხოვრებაში?

ემახსოვრებათ კი ეს დღე და ერთმანეთი?

ან იქნებ გაჰყვეთ კიდეც ბავშვობის სიყვარული?

დღეს ამ კითხებზე პასუხი ვიპოვო, შეუძლებელია, მაგრამ იმის თქმა დარწმუნებით, რომ ბავშვობის ხანა ყველაზე ბედნიერი ხანაა ჩვენს ცხოვრებაში, თამამად შემიძლია...

სხვათა შორის კონცერტს ბოლომდე დავესწარი რაც შეეხება რომეოს, მისი სიმღერა ნამდვილად არ ჰგავდა ზურიკელას მერისთვის დაწერილ ლექსებს...

#ნუიჩქარებთგაზრდას

#რაცშეგიძლიათდიდხანსდარჩითბავშვებად


7
116
6-ს მოსწონს
ავტორი:ინტერ-გოგონა
ინტერ-გოგონა
116
  
2019, 17 ივნისი, 23:14
ალბათ ყველას დარჩა ბავშვობაში სიყვარული რომელზეც წამით მაინც ეფიქრება
2019, 17 ივნისი, 23:09
#დიდხანსდარჩითბავშვები
2019, 17 ივნისი, 11:02
#ნუიჩქარებტგაზრდას
2019, 17 ივნისი, 8:28
სიყვარული
2019, 17 ივნისი, 2:21
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 7