x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
,, ჩვენი ქვეყნისთვის ასე მნიშვნელოვანმა პროექტმა ბევრი მტერი შემძინა "

/სტატია დაწერილია ედუარდ შევარდნაძის მემუარების მიხედვით /

საქართველოში ჩამოსვლის ჩემი უმთავრესი მიზანი ქვეყნის არამიწიერი პრობლემების გადაწყვეტა კი არ იყო. იქნებოდა ეს კრიმინალური სიტუაციების ჩაწყნარება, ენერგო მატარებლებისა და ხორბლის პრობლემების, სახელმწიფოებრივი სტრუქტურის ჩამოყალიბება, საბაზრო ეკონომიკის გარდაქმნა და ა. შ. არამედ საქართველოსთვის იმ ფუნქციის შეძენა, რომლის გამოც იგი მსოფლიოსთვის საჭირო გახდებოდა.

image


როგორც აღინიშნა ეს უნდა ყოფილიყო “ აბრეშუმის გზის " აღდგენა. რომელზეც ჯერ კიდევ ვლადივოსტოკში ვილაპარაკე საგარეო საქმეთა მინისტრად ყოფნის დროს.

თუმცა მაშინ ეს გზა საბჭოთა სივრცეში მოიაზრებოდა, საქართველოზე ნავთობსადენებისა და გაზსადენების გატარება მთელ კავშირს გულისხმობდა.


შემდეგ, როცა კასპიის ზღვაში დიდი ნავთობი და გაზი აღმოჩნდა, აბრეშუმის გზის იდეა ჩემთვის ერთ უმთავრეს მიზნად იქცა.

ეს იყო ჩემი ქვეყნისთვის ისტორიული შანსი, ამ პროექტით ჩემს ქვეყანას გაუჩნდა უმნიშვნელოვანესი ფუნქცია. და ნავთობითა და გაზით დაინტერესებული სახელმწიფოები აზერბაიჯანთან ერთად საქართველოს თავის პარტნიორად მიიჩნევდნენ. ამ პროექტის განხორციელებაში დიდი როლი ითამაშა ჰეიდარ ალიევმა.


image


ნავთობი და გაზი ჩვენთვის ორივესთვის მნიშვნელოვანი იყო. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ენერგო მატარებლის მთავარ მარშრუტს საქართველოზე გაევლო.

პირველი საცდელი ნავთობსადენი ბაქო - სუფსა სულ რაღაც 6-7 თვეში აშენდა. მის საზეიმო გახსნას, 1999 წელს, ვესწრებოდით ჰეიდარ ალიევი, ლეონიდ კუჩმა, უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტი და მე.


image


დღეს ჰეიდარ ალიევის საქმესა და ჩვენი ქვეყნების ძმობის ტრადიციას მისი შვილი ილჰამ ალიევი აგრძელებს ღრმად განათლებული ახალგაზრდა, საზოგადო მოღვაწე, რომელიც ღირსეულად უძღვება მამის მემკვიდრეობას.

imageბაქო - სუფსას ნავთობსადენი


მოხდა ისე რომ მე და ალიევმა მთელი 10 წელი ვიმუშავეთ ჩვენი ქვეყნების ხელმძღვანელ პირებად. ეს იყო ძმობისა და მეგობრობის წლები. მოსკოვში ყოფნისას მე და ალიევი ოჯახობით დავახლოვდით. ჩემს მეუღლეს ნანულის გულწრფელად უყვარდა ქალბატონი ფატიმა. ალიევის მეუღლე, შესანიშნავი პიროვნება, ექიმი და პროფესორი.

ჩვენი ქვეყნისათვის ასე მნიშვნელოვანმა, მაგრამ მშვიდობიანმა ჩანაფიქრმა და შემდეგ უკვე რეალურმა პროექტმა, ბევრი მტერი შემძინა. რუსეთისათვის ეს ყველაფერი მიუღებელი იყო. ამიტომ ყველაფერი გააკეთა ფარულად თუ ხილულად მის ჩასაშლელად.


image

პროექტის საბოლოო კონტურები 1998 წლისათვის უკვე ცნობილი გახდა. ისიც საბოლოოდ დადასტურდა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევი , ამერიკის პრეზიდენტი ბილ კლინტონი, და თურქეთის პრეზიდენტი სულეიმან დემირელი პროექტის განხორციელებას უჭერდნენ მხარს. აქტიურ მხარდამჭერთა შორის იყო ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევიც.

ყველაფერი თითქოს კარგად მიდიოდა. და უცებ აქ სრულიად მოულოდნელად ისევ ტერაქტი ჩემი ფიზიკური განადგურებისა და ჩემი საქმის მოსპობის მიზნით.

გაჩნდა მოსაზრება, რომ ისტორიული სავარაუდო მოვლენები გათხრებით აღმოჩენილი ფაქტებით უნდა განემტკიცებინათ, ისტორიების ისტორია

image

ძველი ნივთების საცავი ქართველ მეფეთა კარზე იყო - არქეოლოგიის კვალდაკვალ

image

6
449
2-ს მოსწონს
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
449
  
2019, 17 ივნისი, 7:21
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 17 ივნისი, 7:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი Teklamaisuraze-ის კომენტარზე
2019, 17 ივნისი, 2:22
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 16 ივნისი, 20:39
მთელი ბავშვობა ის მესმოდა როგორ სძულდათ,,, თეთრი მელა " ,, ცხრასულა" და ბევრი ნეგატიური შეფასება მიიღო საზოგადოებისგან. სიმართლე გითხრა ცოტაც და შემეცოდება
2019, 16 ივნისი, 20:38
რავიცი წიგნი მაქვს და ვწერ. თანაც ხალხს აინტერესებს, თუმცა ამ მემუარებში თავს უფრო იმართლებს ვიდრე მემუარებია. ცოტაღა დარჩა, ცოტაც გაუძელით :)
2019, 16 ივნისი, 20:30
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 6