x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
ფოლკლორული ელემენტი გურამ დოჩანაშვილის შემოქმედებაში

imageყველასათვის უსაყვარლეს მწერალს, გურამ დოჩანაშვილს აქვს ერთი პატარა მოთხრობა, სახელად “აჩხოტელების ბატონი''. შესაძლოა, ის საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია მწერლის სხვა ნაშრომებთან შედარებით. მოთხრობა საკმაოდ მარტივად, სხარტად იკითხება, თუმცა იგი ატარებს მნიშვნელოვან აზრს. ვფიქრობ, მთავარი სათქმელი ადამიანთა ბუნების და ამის შესაბამისად, მათი ცხოვრების განსხვავებულობას შეეხება. თუმცა, აქ შინაარს დაწვრილებით არ განვიხილავ. ვისაუბრებ ამ მოთხრობის ფოლკლორთან კავშირზე.
მოთხობას საფუძვლად უნდა ჰქონდეს კარგად ცნობილი ქართული ბალადა “შიოლა და მთრეხელი''. მათ შორის მსგავსება აშკარად ჩანს მოთხრობის კითხვისას(პერსონაჟები, სიუჟეტური ქარგა...). გასაკვირი არაა, რომ ისეთ პიროვნებას, როგორიც გურამ დოჩანაშვილია, კარგად სცოდოდა ფოლკლორული მასალა.
მთავარი გმირი აქაც აჩხოტის ბატონი შიოლა ღუდუშაურია.

ყველაფერი მის გარშემო ვითარდება. ავტორი ეყრდნობა ბალადას, თუმცა მოთხრობას სხვა სპეციფიკა აქვს და შესაბამისად, ის განავრცობს და შემოქმედებითად საინტერესო და დასრულებულ სახეს უქმნის მას.

ბალადა საგმირო ხასიათისააა და მოკლედ გადმოსცემს ორი ვაჟკაცის შებმის, ბრძოლის ამბავს, ეს გმირები შიოლა და მთრეხელი არიან, მათი სახელების და ბრძოლის გარდა ვერაფერს ვიტყობთ ბალადიდან. მოთხობაში კი ამ ამბავს ლოგიკური დასაბამი და დასასრული მოუძებნა ავტორმა.

მოთხრობასა და ბალადას შორის მსგავსებები:აქაც და ბალადაშიც ჩანს, რომ შიოლა აჩხოტის ერისთავი იყო, რომელიც დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა.ხალხზე ბატონობდა, იღებდა ბეგარას, აშინებდა სოფლელებს, მათაც ეშინოდათ შიოლასი და ყველა ემორჩილებოდა.მოთხრობაშიც და ბალადაშიც შიოლას დამმარცხებელი ახალგაზრდა მთრეხელია, რომელიც თავის თავში ძალას მოძებნის და აჩხოტის ბატონს დაუპირისპირდება. სიუჟეტური ხაზი, რაც ბალადაშია მსგავსად ვითარდება მოთხრობაშიც, თუმცა ამას ბევრი ელემენტი ემატება მწერლის ფანტაზიით.შემოდიან ახალი პერსონაჟები და იშლება თხრობა.

განსხვავებაა, როგორც უკვე ვთქვი, ის, რომ ავტორს ახალი ელემენტები შეაქვს ამ

ისტორიაში: შიოლას თურმე დაპირისპირება და შურისძიების სურვილი ბევრ ადამიანთან აკავშირებდა, ასეთი იყო მეზობელი იაგორა, პატარა წყენის გამო შიოლას მისი მოკვლაც კი გადაეწყვიტა.ავტორი ამით გამოკვეთს შიოლას უარყოფით თვისებებს და ალბათ, საკუთარ დამოკიდებულებასაც გვიჩვენებს ამ გმირისადმი. მოთხრობაში ფართოვდება პერსონაჟთა წრეც, აქ შიოლას 4 შვილი ჰყავს და ავტორი მიუთითებს, რომ საკუთარ შვილებს ერთხელაც არ მოფერებიაო. ფიზიკური ძალით და მამაცობით გამორჩეული უფროსი შვილი შარამბალი იყო. ბალადაში არც მთრეხელის ვინაობაა ცნობილი, მოთხრობის მიხედვით კი ის ერთი ახალგაზრდა, ზარმაცი, მაგრამ უწყინარი ბიჭია, რომელსაც ცხოვრებაში გამორჩეული და გამბედავი ნაბიჯი არ გადაუდგამს. სწორედ მას დააკისრებს თემი შიოლას მოკვლას თანხის სანაცვლოდ.მთრეხელს, რა თქმა უნდა, ეშინია და უარზეა, მაგრამ ბოლოს დათანხმდება. ანუ, თუკი ბალადაში მხოლოდ ფაქტია მოკლედ მოცემული, მოთხრობაში ჩანს გმირების ვინაობა და მათი ცხოვრება, ფსიქოლოგიური პორტრეტები, ის მიზეზები, რამაც გამოიწვია შიოლას მკვლელობა და ა.შ. შიოლას თვითნებობით და თავგასულობით შეწუხებულმა სოფელმა, სოფლის თავკაცებმა გადაწყვიტეს მისი თავიდა მოორება და ეს მისია მთრეხელს დააკისრეს.

შიოლას შესახებ ხალხში სხვადასხვა დამოკიდებულება არსებობს, ზოგისთვის სახალხო გმირი იყოზოგისთვის კი სასტიკი, უზნეო და მოღალატე. მასზე სიმღერაც კი შეიქმნა “შიოლა ღუდუშაური, ბატონი აჩხოტისაო'', სადაც ის ლამის წმინდანადაა გამოყვანილი. სოფელ სნოში დღეს დგაც შიოლას სახელობის ძეგლი. ასე, რომ დაზუსტებით ვერ ვიტყვით ეს პერსონაჟი გმირია თუ ანტიგმირი. გურამ დოჩანაშვილი უფრო უარყოფითად წარმოაჩენს მას. ეს მოთხრობა 1967 წელს გამოქვეყნდა, სადაც მხატვრულადაა გაცოცხლებული შიოლასა და მთრეხელის საბედისწერო შეხვედრა.

მოთხრობაში არის ერთი პერსონაჟი ციკო, რომელიც მთრეხელს ჩავარდნოდა გულში და თუ ბალადაში შიოლას და ეხმარება გაქცეულ მთრეხელს, აქ ციკო შეიფარებს მას, თუმცა უშედეგოდ. შიოლას ასე უეცრად მოკვლით გაცოფებული მისი შვილები შურს იძიებენ და მოკლავენ მთრეხელს.ანუ, ბალადაშიც და მოთხრობაშიც ორივე გმირი კვდება.

საინტერესოა ის კონტრასტი, რასაც დოჩანაშვილი ხატავს პერონაჟთა ხასიათებს შორის, სინაგან ბუნებას შორის. მეზობელი იაგორა, რომელიც შურისძიების ობიექტი იყო, საბოლოოდ უვნებელი დარჩა, რადგან ის უბოროტო, პატიოსანი და მშრომელი კაცი გახლდათ.მოთხობის მიხედვით, შიოლა და მისი შვილები შურისძიებით, ბრძოლით, ზიზღით ასრულებენ ცხოვრებას, ხოლო იაგორა თავის პატარა შვილთან მშვიდად განაგრძობდა თამაშს, რომელიც მისი ცხოვრების მთავარი აზრი იყო. ასე მთავრდება მოთხრობა, რომელიც საკმაოდ მომხიბლავი და ემოციურია.





თათია ბუღათრიშვილი

თსუ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მე-3 კურსი



0
156
შეფასება არ არის
ავტორი:თათია ბუღათრიშვილი
თათია ბუღათრიშვილი
156
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0