x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134054
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
რატომ არიან ემპათები სოციოპათების პოტენციური მსხვერპლი


სურათი შერჩეულია თემატურადემპათია არის უნარი, რომ გაიგო სხვა ადამიანების გრძნობები, გაიზიარო და თანაუგრძნო. ბუნებრივად, ნორმის ფარგლებში ის ჩვეულებრივი ადამიანური მოცემულობაა, მაგრამ არის შემთხვევები, როდესად ადამიანს ემპათია საერთოდ არ გააჩნია, ან პირიქით, გადამეტებულად აქვს. ჩვეულებრივად, ემპათიური ადამიანი არა მარტო თანაუგრძნობს, არამედ საკუთარ თავსაც აყენებს სხვათა მდგომარეობაში და წარმოსახვით "საკუთარ ტყავზე" გამოცდით უჩნდება მოთხოვნილება დაეხმაროს, თანაუგრძნოს მას, ვისაც ეს სჭირდება. ემპათია კარგი თვისებაა, მაგრამ არა ბოლომდე უსაფრთხო, რადგან როლებში შეჭრილი ხშირად, შესაძლოა ვერც მიხვდეს, რომ მის დამოკიდებულებას იყენებენ.

ემპათიის არარსებობა ფსიქოლოგიური დარღვევის ნიშანია. ეს დარღვევები შეიძლება გამოწვეული იყოს გენეტიკური მიზეზით (ხშირ შემთხვევაში, მშობლებისგან გადაეცემათ მემკვიდრეობით).ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტორია გარემო (განსაკუთრებით, ადრეულ ასაკში).შესაძლოა დაკავშირებული იყოს რომელემე დაავადებასთან, ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ტრამვასთან..

ორი ტერმინი, რომელთაც ემპათიის არარსებობასთან ყველაზე ხშირად მოიხსენიებენ არის ფსიქოპატია და სოციოპატია.ფსიქოპატია ყოველთვის ასოცირდებოდა გონების დაავადებასთან.დაავადებული გონებით ადამიანს შეზღუდული აქვს ფიქრის, გრძნობის, წარმოდგენის უნარები, ზომიერების შეგრძნება, უჭირს ემოციის კონტროლი და რთულად ან სავსებით ვერ იგებს რეალობას.წარმოიდგინეთ, თქვენი გონების ერთი ნაწილი რომ საერთოდ არ მუშაობდეს, ან მუშაობდეს თქვენს წინააღმდეგ.

გონებრივმა დაავადებებმა შეიძლება მრავალი ფორმა მიიღოს, მაგალითად, როგორიც არის :


-პარანოია: მუდმივი, უსაფუძვლო პანიკა და შიში

-შიზოფრენია: ფრაგმენტული ფსიქიკური პროცესი

-ჰალუცინაცია : არ არსებული საგნების დანახვის შესაძლებლობა ან შეგრძნობა

-ილუზია: ისეთი რეალობის რწმენა, რომელიც ფაქტიურად არ დასტურდება

როდესაც გონების ის ნაწილი არის დაზიანებული, რომელიც ემპათიაზე აგებს პასუხს, მსგავსი ადამიანისთვის არ მარტო სხვების მიმართ თანაგრძნობის გამოჩენაა რთული და გაუგებარი, არამედ იგივე მდგომარეობა ხანდახან საკუთარ თავზეც ვრცელდება, ანუ "მე"-საც კი ვერ თანაუგრძნობენ.ისინი უდაბნოში ჩაკარგულ მოგზაურებს ჰგვანან, რომელთაც ძალიან სწყურიათ :მუდმივად ელოდებიან, რომ მოხდეს რამე, რათა იგრძნონ, ვინაიდან საკუთარი გრძნობებისთვისაც კი "მკვდარი" არიან.

სოციოპათია არის ტერმინი, რომელიც აღნიშნავს ადამიანებს, ანტისოციალური აშლილობით.ხალხი ასოციალური დარღვევით მზად არიან გამოიყენონ ნებისმიერი მანიპულაცია და ტყუილი, რათა მიიღონ სასურველი, მაგალითად: ფული და ძალაუფლება.ისინი შეიძლება პერნამენტულად იყენებდნენ გარშემომყოფებს, ატყუებდნენ, იყენებდნენ ფსევდონიმებს ნამდვილი ვინაობის დასამალად.სოციოპათები არ ერიდებიან არც აგრესიულ ქმედებებს, თუ ეს მათი მიზნით გამართლებულია და სასურველის მიღებაში დაეხმარება.იმ შემთხვევაშიც კი თუ მათ "გამოიჭერენ", ისინი არანაირ სინანულს არ გამოხატავენ . ხშირად არიან იმპულსურები.

პირველი კონტაქტი ემპათთან სოციოპატისთვის ცდა არის-იგი ამოწმებს ემპათიის დონეს.თუ მსხვერპლი ღრმად ემპათიურია, მაშინ დაუყოვნებლივ ხდება მისი სამიზნე, თუ ნორმალურად ემპათიურია, მისთვის ნაკლებად საინტერესოა, მაგრამ არა "შავ სიაში" შესაყვანი.თუ კი რთულ გასართობს მოიწადინებს, სოციოპატი ზუსტად ასეთ ადამიანებზე გააკეთებს აქცენტს.

ზემოთ ნახსენები იმპულსურობის გამო სოციოპათები არც თუ იშვიათად ხვდებიან ციხეში.დახურულ სივრცეშიც კი ისინი ორჯერ უფრო დიდი სისასტიკით გამოირჩევიან, ვიდრე სხვა პატიმრები.მაგრამ ყველა სოციოპათი ციხეში არ ხვდება:ისინი საზოგადოებაში ცხოვრობენ და მის წევრეზე ნეგატიურ ზეგავლენას ახდნენ. მაგალითად, სოციოპათის გამო ბავშვობაში გადატანილ ტრამვებს შეუძლია უზარმაზრი შრამები დატოვოს ადამიანის ცხოვრებაში.. და ეს ადამიანები ამ ემოციებისგან სრულიად თავისუფალი ვერასოდეს იქნებიან, ვინაიდან ძველის ახლიდან განცდის საშიშროება (PTSD) ყოველთვის იქნება.

ბევრი სოციოპატია ადაპტირებულია გარემოსთან და ინიღბება სასიამოვნო ადამიანის ნიღბით, ამიტომ მათი ნეგატიური ქმედებები წლების განმავლობაში რჩება შეუმჩნეველი, რადგან გონება აქცენტირებულია საზოგადოებაში მიღებულ მის სახეზე და არა მის ფარულ მიზნებზე. ამ დროს ადამიანთა უმრავლესობის ინტუიციასაც "სძინავს".

სოციოპათები ადრეული ასაკიდან ავლენენ საკუთარ ხასიათს . მაგალითად, ერთ-ერთ მოსწავლეს, პირობითად გრიგორის, არ მოსწონდა მეორე მოსწავლე, პირობითად ვალერი. გრიგორი მუდმივად დასცინოდა ბიჭს ნებისმიერი მიზეზით. როდესაც ცნობილი გახდა, რომ ვალერის მშობლები ეყრებოდნენ და ეს მის ემოციურ ფონსაც დაეტყო, ბიჭის მიმართ ყველამ განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინა, მათ შორის, გრიგორის საყვარელმა მასწავლებელმაც.ამ ფაქტმა ითამაშა მაპროვოცირებელი როლი გრეგორის დაგროვებული ბოღმების ასამუშავებლად . მის გონებაში დაუყოვნებლივ გაჩნდა გეგმა : თავადაპირველად, მან ხმა გაავრცელა, რომ ვალერის მშობლები არ ეყრებოდნენ და ეს ყველაფერი ბიჭმა ყურადღების მისაქცევად მოიგონა, შემდეგ კი იზრუნა, რომ ხმა საჭირო დონით გავრცელებულიყო და ადრესატებამდე მიეღწია.შედეგად, ვალერის ყველამ ზურგი აქცია.მაგრამ გრეგორის არ დავიწყებია საყვარელი მასწავლებელიც, რომელიც ასევე თანაუგრძნობდა ვალერის და სამაგიერო გადაუხადა მოსწავლისთვის დამამცირებელი წერილის გაგზავნის ინსცენირებით, რის შედეგადაც მასწავლებელს თანამდებობის დატოვება მოუხდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, წერილი მასწავლებლის არც დაწერილი იყო, არც გაგზავნილი.უბრალოდ, გრიგორიმ კარგად იცოდა, ვისზე უნდა მოეხდინა ზეგავლენა, რომ ყველაფერი ისე ყოფილიყო, როგორც დაგეგმა.

სოციოპათისთვის ემპათის არჩევა მსხვერპლად, სამიზნედ მარტო გართობას არ ემსახურება. ემპათები, ძირითადად პირველები გრძნობენ, რომ რაღაც ისე ვერ არის, ამგვარად ისინი ხდებიან სოციოპათის მტრებიც და მიზიდვის ობიექტებიც. ემპათის ქცევა და რეაქციები სიციოპათისთვის შესანიშნავი გასართობია, ვინაიდან მათთვის ხალხის დამცირება სპორტია.მაგრამ, ემპათები სოციოპათების წინააღმდეგ, ხშირ შემთხვევაში მარტო არ არიან.სოციოპათს არც თუ იშვიათად, მოკავშირედ უჩნდება აპათები, რომლებიც მხარს უჭერენ და მონაწილეობენ ამ

"ომში" ემპათების წინააღმდეგ. ეს სქემა ასე მუშაობს : მას შემდეგ, რაც სოციოპათი თავის ბნელი გეგმის შესახებ თავაზიანი სახით დაიწყებს საუბარს, ემპათი მიხვდება მთელი გეგმის სიბნელეს და ხმამაღლა დაიწყებს შენიშვნების მიცემას. მაშინ სოციოპათი მას დაუყოვნებლივ "გააუვნებლებს", რათა სხვებმაც არ იყნოსონ რამე და ამ მიზნით დაიწყებს ემპათზე ბნელი საქმეების დაბრალებას.ამ დროს თამაშში შემოდის აპათი და ის იჭერს სოციოპათის პოზიციას. ემპათი რჩება სრულ უმცირესობაში, ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე, მორალურად დამცირებული.მსგავსი სიტუაციები ემპათებისთვის და ხანდახან, აპათებისთვისაც ყოველთვის ცუდად მთავრდება, მაგრამ სოციოპათები მუდმივად დაუსჯელები რჩებიან.

image


0
48
შეფასება არ არის
ავტორი:რუსკა ეფაძე
რუსკა ეფაძე
48
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0