x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ოდესაში ჩატარდა მარში ოჯახური ღირებულებების და ტრადიციული ორიენტაციის დასაცავად

image ოჯახის სიწმინდის ღონისძიებები მარტო საქართველოში არ ჩატარებულა, უკრაინაში რამდენიმე ქალაქში მოეწყო მანიფეესტაციები ოჯახური ტრადიციების დაცვის მოთხოვნით. უკრაინის ერთერთ ყველაზე დიდ ქალაქში, კერძოდ კი ოდესაში ჩატარდა მარში ოჯახური ფასეულობების და ტრადიციული ორიენტაციის დასაცავად.
18 მაისს ოჯახის დღეს, ოდესის ცენტრში გაიმართა "საოჯახო ფესტივალი". ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა მარში, რომელიც ოჯახური და ტრადიციული ღირებულებების დაცვის მოთხოვნით იყო ორგანიზებული. როგორც "Odessa.online"-ი იუწყება აქციაში მონაწილეობა მიიღო 500-ზე მეტმა ოდესელმა თუ ოდესის სტუმარმა. აქციის მონაწილეებმა კოლონით გაიარეს საბერძნეთის მოედნიდან დერიბასოვსკის გავლით დიუკუ დე რიშელიეს ძეგლამდე. მარშის მონაწილეებს თან მიჰქონდათ პლაკატები და სკანდირებდნენ ოჯახის ერთობის და სიწმინდის ლოზუნგებს.
გარდა ამისა ფესტივალის ფარგლებში პრიმორსკის ბულვარში გაიმართა ბაზრობა, სადაც ბავშვებისათვის სათამაშოები იყიდებოდა.
ასევე მოეწყო კონცერტი, ჩატარდა კონკურსი ხატვაში ბავშვებისათვის.
ასევე ბავშვებისათვის მოეწყო გასართობი მოედნები, სადაც ბავშვები ერთობოდნენ მშობლების თანხლებით.
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage











0
44
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
44