x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134368
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508447
"როგორ უნდა ვისწავლო შენს გარეშე ცხოვრება, რამდენი ჯოჯოხეთური წლის გატარება მომიწევს უშენოდ"
image


რამდენიმე დღის წინ იტალიაში გარდაცვლილი ემიგრანტის შვილი, ლაშა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში დედის გარდაცვალებაზე წერს.


როგორც ჟორჟოლიანი წერს, არაფრის დაწერას გეგმავდა, თუმცა ბევრი ადამიანი დაუდგა ამ მძიმე წუთებში გვერდით და ზუსტად მათთვის მადლობის გადასახდელად წერს.


ჟორჟოლიანი ასევე მიმართავს ყველას, რომ გაუფრთხილდნენ დედებს, რადგან ამაზე დიდი განძი დედამიწაზე არ არსებობს.




"არ მინდოდა არაფრის დაწერა მაგრამ მაინც ასე გადავწყიტე...

დუ შენ ხარ ის ადამიანი ვისითაც იწყებიდა და მთავრდებოდა ჩემი ყოველი დღე, შენ ყოველთვის ჩემი იმედი იყავი, არ ვიცი როგორ უნდა ვისწავლო შენს გარეშე ცხოვრება, ბედნიერი 23 წელი გავატარე შენთან ერთად და ვინ იცის რამდენი ჯოჯოხეთური წლის გატარება მომიწევს უშენოდ, მაგაზე ფიქრიც კი მაშინებს...

ცარიელია დე ყველაფერი უშენოდ, ადამიანი სიყვარული იყავი, ჩემი ციმციმა ვარსკვლავი სულ რო გიბრწყინავდა თვალები. დღესაც ისეთივე ლამაზი იყავი როგორც სიცოცხლეში.

ამის დაწერის მიზანი ის იყო რო მადლობა მინდა გადავუხადო ძალიან ბევრ ადამიანს ვინც გვერდით დამიდგა ამ მძიმე წუთებში, უამრავი უცხო ადამიანი მიკავშირდება და მისამძიმრებს რაც ძალიან ბევრს ნიშანავს ჩემთვის,

განსაკუთრებით მადლობა მინდა მოვუხადო ქართველ ემიგრანტრბს ტრენტოში, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს ჩემი დედიკოსთვის და ჩემს მეგობებს რომლებიც ყოველ წუთს მამხნევებენ, უდიდეს სიყვარულს ვგრძნობ.

ხო და კიდე ყველას გთხოვთ რო გაუფრთხილდეთ თქვენს დედიკოებს, ამაზე დიდი განძი ცხოვრებაში არ არსებობს, ილოცეთ დედაჩემის სულისთვის ეხლა ყველაზე მეტად ეს ჭირდება

მადლობა ყველას - წერს გარდაცვლილი თამარ ნეფარიძის ვაჟი ფეისბუქზე.



შეგახსენებთ, რომ რუსთაველი ემიგრანტი თამარ ნეფარიძე რამდენიმე დღის წინ იტალიაში, ტბაში გარდაცვლილი იპოვეს,


გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.



ამავე თემაზე:

"შემზარავი ამბავი გავიგეთ., ეს რა გააკეთე.. ტბაში იპოვეს შენი გაყინული სხეული..... "

0
369
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
369
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0