x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ნიკა გვარამიას მწვავე განცხადება ''რუსთავი 2-ის'' ჟურნალისტების ცემის ფაქტზე
ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია წყალტუბოში ტელევიზიის ჟურნალისტების ცემის ფაქტს ეხმაურება და შინაგან საქმეთა სამინისტროს შემთხვევის დაუყოვნებლივ გამოძიებას სთხოვს. ნიკა გვარამიას თქმით, ამ ფაქტში მთავარი დამნაშავე ხელისუფლებაა.


image

„საქართველოში უკვე ნორმადაა დამკვიდრებული ჟურნალისტების ცემა ან სხვაგვარი შევიწროება, რაც ხელისუფლების მხრიდან მედიაზე სისტემატური თავდასხმების და ძალადობის წახალისების პირდაპირი შედეგია!



ჩვენს ჟურნალისტს ედიშერ მუშკუდიანს და მის ოპერატორს თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს. გაფრთხილებთ, თუ მყისიერად და სრულფასოვნად არ გამოიძიებთ ამ საქმეს და ამ დანაშაულში მონაწილე ნებისმიერი პირი თუ დააღწევს პასუხისმგებლობის მთელი სიმკაცრით დასჯას, მაშინ დამატებითი მოკვლევისა და მტკიცებულებების გარეშე, ამ დანაშაულის ორგანიზებასა და განხირციელებაში ერთადერთ და მთავარ ბრალეულად ჩავთვლით საქართველოს ხელისუფლებას!“ - განაცხადა გვარამიამ


image


შეგახსენებთ, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს და ოპერატორს დღეს თავს დაესხნენ. შემთხვევა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მესხეთში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, გადამღები ჯგუფი 7 თვის ბავშვის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ბრალდებულის ოჯახში მიდიოდა, რა დროსაც თავს დაესხნენ.




ჟურნალისტი ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის ბ ქვეპუნქტით და 154-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

მომხდარის გამო ერთი პირი პოლიციაში, დაკითხვაზეა გადაყვანილი.



0
475
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
475
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0