x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"-სად ეგდო ბავშვის მამა ? .. რატომ არის 16 წლის ბავშვი სხვა ბავშვის დედა?"- ბაია პატარაია
image

ქალთა მოძრაობის აქტივისტი და კავშირ "საფარის " დამფუძნებელი ბაია პატარაია სოფელ აღაიანში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"-16 წლის დედამ შვილი მოგუდაო. ჯერ ერთი, რატომ არის 16 წლის ბავშვი სხვა ბავშვის დედა? რატომ სძინავს სახელმწიფოს? 16 წლის ბავშვის დედობა სისხლის სამართლის დანაშაულზე მეტყველებს უკვე. იყო გამოძიება დაწყებული ამაზე? არ იყო.

მეორეც, ამ ქვეყანაში ყველას ფეხებზე ჰკიდია დედების საჭიროებები. არც ცოდნა გვაქვს და არც გამოცდილება, რომ იმკურნალონ პოსტ-სამშობიარო დეპრესიის მქონე ქალებმა ( ამ შემთხვევაში ბავშვებმა)


ფსიქიკური ჯანმრთელობა არ არის პრიორიტეტი ქვეყანაში, სადაც ყველა მეორე ადამიანს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აქვს.

ამ ერთ ამბავში იმდენი ტრაგედია იკითხება.. ვისწავლით კი რამეს? შევცვლით კი რამეს?

პ.ს. ახლა ამბობენ ბავშვს ცუდად ექცეოდაო. მერე? სად ეგდო ბავშვის მამა? სად იყვნენ ოჯახის სხვა წევრები? როცა ეტყობა ადამიანს არაადეკვატურობა?

მაგრამ პატარა ბავშვი ხომ მხოლოდ დედის საზურინავია ამ ქვეყანაში..თუნდაც ის დედა 16 წლის იყოს თვითონ და ვერ უმკლავდებოდეს დედობას.

პ.პ.ს. არა, არ გვინდა სექსუალური განათლება და იმის ცოდნა როგორც არ დაორსულდეს არავინ 14 წლის ასაკში. გაირყვნებიანო ცოდნით. იქნებ გადარჩებიან ამ ცოდნით? ვინმე გრძნობს პასუხისმგებლობას? " - წერს ბაია პატარაია.

შეგახსენებთ, რომ კასპის რაიონში 16 წლის გოგომ საკუთარი 7 თვის შვილი გაგუდა და სახლიდან გაიქცა. ის უკვე დაკავებულია.

0
301
1-ს მოსწონს
ავტორი:ანა ბეჟაშვილი
ანა ბეჟაშვილი
301
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0