x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"სად შეგიძლიათ თავის კონტროლი, ან ვის სჯერა, რომ შავგულიძის გამარჯვება გსურთ?" - თამარ ჩერგოლეიშვილი სააკაშვილს მიმართავს

image


როგორც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს ის თავის პარტიასთან ერთად მხარს მთაწმინდის რაიონის შუალედურ არჩევნებში შალვა შავგულიძის კანდიდატურას უჭერს და საკუთარ ამომრჩეველს ბოლომდე ბრძოლისკენ მოუწოდებს. სააკაშვილის ამ განცხადებას "ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა და საქართველოს მესამე პრეზიდენტს შემდეგი სიტყვებით მიმართა: "თუ ბიძინას დამარცხება და შავგულიძის მხარდაჭერა გსურთ ბატონო პრეზიდენტო - ჩუმად ბრძანდებოდეთ.


სააკაშვილი თუ სიჩუმით გამოხატავს მხარდაჭერას და ტროლებს ლუკმებს არ მისცემს, ძალიან, ძალიან დაგვავალებს.


ამას გთხოვდით 2016 წელს, ამას გთხოვდით 2018 წელს. ამას გთხოვთ ახლა - 2019 წელს.


მაგრამ სად შეგიძლიათ თავის კონტროლი, ან ვის სჯერა, რომ შავგულიძის გამარჯვება გსურთ.


P.S. როცა თქვენი გამარჯვება გვსურდა 2008 წელს, ტოქსიკურად მიჩნეული ფიგურები (კახა ბენდუქიძე, გიგა ბოკერია) გაჩუმდნენ.


მათგან მაინც ისწავლეთ!" - მიმართავს ჟურნალსტი სააკაშვილს.



0
890
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
890