x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134534
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
სტოქჰოლმის სინდრომი
სურათი შერჩეულია თემატურად


ალბათ, ხშირად გაგჩენიათ შეკითხვა, რატომ განაგრძობენ ადამიანები იმათ გვერდით ცხოვრებას, ვინც მათ ტანჯავს, ცუდად ექცევა და ხშირად ამცირებს.უმრავლეს შემთხვევაში, მსგავსი პირები დაზომბებული სახით იმეორებენ, რომ ყველაფერი არც ისე ცუდადაა, რომ გარშემო ყველას არასწორად ესმით მათი მდგომარეობა ან აღიარებენ, პარტნიორის მხრიდან ძალადობრივ მოპყრობას, მაგრამ წამოსვლის შემდეგ მუდმივად უკან ბრუნდებიან, თავს კი იმართლებენ ფრაზით : "ის შეიცვლება, ის მე დამპირდა". გარკვეული პერიოდის შემდეგ, ნათელი ხდება, რომ არაფერი არ იცვლება. ასე, შესაძლოა მთელი ცხოვრება გაგრძელდეს, ან იქამდე მაინც, სანამ მოძალადეს არ მობეზრდება მსხვერპლთან თანაცხოვრება და ახალი პოტენციური პარტნიორის ძებნას არ დაიწყებს.თუმცა, დაშორების შემდეგაც მსხვერპლის მდგომარეობა არ უმჯობესდება:ხშირ შემთხვევაში ისინი ვერ იაზრებენ, თუ რას დააღწიეს თავი და მუდმივ მდგომარეობაში ეწევიან თვითგვემას თავის დადანაშაულებით. სტოკჰოლმის სინდრომი თავიდან ბოლომდე ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებებზეა აგებული და მისი მარტივად გაქრობა, დაძლევა-ფაქტიურად შეუძლებელია.სტოკჰოლმის სინდრომი ახსნილია, როგორც ფსიქოლოგიური პასუხი, რომელშიც "ტყვე", მსხვერპლი თავის დამატყვევებლის იდენტიფიცირებისას გაიაზრებს მას ახლობელ ადამიანად და ერგება მათ მოთხოვნებსა თუ დღის წესრიგს.

თვითონ ტერმინი, სტოქჰოლმის სინდრომი, გაჩნდა 1973 წელს, შვედეთის ბანკის "sveriges kreditbank" წარუმატებელი ძარცვის შემდეგ, როდესაც ბანკის ოთხი თანამშრომელი მძარცველებმა ტყვედ აიყვანეს და ექვსი დღის განმავლობაში ჰყავდათ დამწყვდეული ბანკის საცავში. ამ დროის განმავლობაში, მძარცველებსა და ბანკის თანამშრომლებს შორის ლოგიკურად გაუმართლებელი ურთიერთობა ჩამოყალიბდა.მაგალითად, ერთ-ერთმა თანამშრომელმა ქალმა შვედეთის პრემიერ მინისტრ ოლოფ პალმესთან სატელეფონო ზარის დროს განაცხადა, რომ ენდობა თავის მძარცველებს, მაგრამ ეშინია, რომ მოკვდება შენობაზე პოლიციის თავდასხმის შემდეგ .

ცნობილი ისტორიებიდან, რომელიც სტოკჰოლმის სინდრომს უკავშვირდება, ფიგურირებს გამომცემლობების მემკვიდრის, პატრისია ჰერსტის გატაცება " Symbionese Liberation Army" მიერ 1974 წელს. 10 კვირიანი ტყვეობის შემდეგ პატრისია მათ კალიფორნიის ბანკის ძარცვაში დაეხმარა. სინდრომი ასევე ნახსენები იყო რეისი 847 TWA გატაცების საქმეში .ტყვეები 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ გამტაცებლებთან, მაგრამ საინტერესო ისაა, რომ გათავისუფლების შემდგომ ბევრი მათგანი ღიად უთანაგრძნობდა გამტაცებლებს. ტერი ანდერსონი, ტერი უაითი და თომას საზერლენდი, რომლებიც ისლამისტებმა ლიბანში გაიტაცეს და დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ ტყვედ-აუტანელ პირობებში ( ბინძურ კამერებში, ხშირად მარტოდ), მაინც ამტკიცებდნენ, რომ მათ კარგად ექცეოდნენ.იგივე დამოკიდებულებას ამჟღავნებდნენ ტყვეები, რომლებიც დაკავებული ჰყავდათ იაპონიის საელჩოში, პერუში 1996-97 წლებში.


მკვლევარები, რომლებიც სინდრომს სწავლობენ, ამბობენ, რომ ის ხშირ შემთხვევაში ჩნდება მაშინ, როდესაც გამტაცებელს გადაწყვეტილი აქვს ტყვის სიცოცხლის მოსპობა, მაგრამ გადაიფიქრებს. ტყვეში ეს იწვევს დაძაბულობის, შიშის შემსუბუქებას, რაც დროთა განმავლობაში, მადლიერების გრძნობაში გადაიზრდება.როგორც სტოკჰოლმის ბანკის ძარცვისას გახდა ნათელი, ამ კავშირის დამყარებას სჭირდება სულ რამდენიმე დღე, რადგან მსხვერპლის სურვილი, რომ გადარჩეს სრულად გადაფარავს მოთხოვნილებას, რომ სძულდეს დამტყვევებელი.

სტოკჰოლმის სინდრომში გადარჩენის ინსტიქტია მთავარი. მსხვერპლი ცხოვრობს იძულებით დამოკიდებულებაში, მისი გონება ელემენტარულ მცირე, ძალიან იშვიათ სიკეთეს ინტერპრეტირებს "კარგ მოპყრობად" ისინი ყურადღებას ამახვილებენ და კონცენტრირდებიან გამტაცებლის მოთხოვნებსა და ბედნიერებაზე, რადგან მათ კარგად ყოფნას -საკუთარ კარგად ყოფნასთან აიგივებენ.

21-ე საუკუნეში სტოკჰოლმის სინდრომის ხშირ მსხვერპლებად განიხილებიან ოჯახური ძალადობის მსხვეპლები, რელგიური სექტების წევრები, მეძავები(რომლებიც "დამოკიდებული", მიჯაჭვული არიან თავიანთ მუდმივ კლიენტებზე), ძალადობის მსხვერპლი ბავშვები და ომის ტყვეები.

0
90
შეფასება არ არის
ავტორი:რუსკა ეფაძე
რუსკა ეფაძე
90
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0