x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სკანდალი ''ევროვიზია-2019"-ის გამარჯვებული სიმღერის გარშემო: ჩამოართმევენ თუ არა ნიდერლანდელ მომღერალს გამარჯვებულის ტიტულს
რამდენიმე დღის წინ ისრაელში ჩატარდა სიმღერის კონკურსი "ევროვიზია-2019". როგორც თქვენთის ცნობილია, ამ პრესტიჟულ მუსიკალურ კონკურსზე გამარჯვება ჰოლანდიელმა მომღერალმა დუნკან ლოურენსმა მოიპოვა. მან მაყურებელს და ჟიურის წარუდგინა კომპოზიცია სახელწოდებით Arcade. გამარჯვებულის გამოცხადების და დაჯილდოების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ლოურენსის მიერ შესრულებული სიმღერა ახალი არაა (ყველასათვის კარგადაა ცნობილი, რომ ''ევროვიზიის'' კონკურსზე მხოლოდ ახალი, საზოგადოებისათვის უცნობი სიმღერები ღებულობენ მონაწილეობას), თუმცა ''ევროვიზიის'' ჟიურიმ გადაწყვიტა, რომ გამარჯვებულისთვის ჯილდო არ ჩამოერთმიათ ანუ მათ უცვლელი დატოვეს მუსიკალური კონკურსის შედეგები. განცხადება ამის შესახებ გააკეთა ევრომაუწყებლობის კავშირის წარმომადგენელმა დევიდ გუდმანმა.




image



თავის განცხადებაში გუდმანმა ხაზი გაუსვა იმას, რომ კონკურსის ორგანიზატორებმა იცოდნენ, რომ კომპოზიცია Arcade ჯერ კიდევ 2017 წელს იყო გამოქვეყნებული ვიდეოჰოსტინგზე YouTube, თუმცა როგორც თავად შემსრულებელი აღნიშნავს, ის მხოლოდ რამდენიმე ასეულმა მომხმარებელმა ნახა. ევროვიზიის კონკურსის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს გამონაკლისი გაეკეთებინათ და მათ ეს სიმღერა პრესტიჟულ მუსიკალურ კონკურსზე დაუშვეს. ეს მოხდა იმიტომ, რომ კომპოზიაცია ოფიციალურად არ იყო წარდგენილი, ხოლო კონკურსის წესების თანახმად, კომპოზიცია, რომელიც არ წარმოადგენს კომერციულად გამოშვებულ სიმღერას, შესაძლებელია შესრულდეს ევროვიზიაზე.

კონკურსის შედეგების ანულირების შესახებ გავრცელებული ხმების მიზეზი გახდა ის, რომ მაყურებლებმა ვიდეოჰოსტინგ YouTube-ზე Arcade-ს ადრინდელი ვერსია აღმოაჩინეს, რომელიც დათარიღებულია 2017 წლით იმ დროს, როცა ''ევროვიზიაზე'' დაიშვებოდა მხოლოდ ის სიმღერები, რომლებიც გამოვიდა 2018 წლის 1 სექტემბრის შემდეგ. შემსრულებლის პროდიუსერმა განმარტება გააკეთა იმის შესახებ, რომ არსებობს ამ სიმღერის რამდენიმე ვერსია, რადგან მასზე მუშაობა მიმდინარეობდა 2 წლის მანძილზე. კონკურსის ჟიურიმ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ დამუშავების და არანჟირების გაკეთების შემდეგ სიმღერა შესაძლებელია ახალ კომპოზიციად ჩაითვალოს.




აი Arcade-ს 2017 წლის ვერსია



ეს კი ''ევროვიზია-2019'' -ის გამარჯვებული იგივე კომპოზიციაა



უნდა აღინიშნოს, რომ ლოურენსის მიერ შესრულებული სიმღერა კონკურსის მთელი მსვლელობის მანძილზე იყო ბუკმეკერების ფავორიტი და შესაბამისად ფინალშიც მოიპოვა გამარჯვება. ჰოლანდიელმა მომღერალმა შეძლო დაეგროვებინა 492 ქულა. 19 მაისს დუნკან ლოურენსმა ჩაატარა პრესკონფერენცია, რომელზეც განაცხადა, რომ არ იცის, თუ რატომ მისცა ხმა მას მაყურებელთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა. ამასთანავე მან გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ მუსიკოსისათვის ძალიან მნიშვნელოვანია იყოს გულახდილი და გახსნილი მაყურებლის წინაშე. ასევე დიდ როლს თამაშობს სიმღერის სიტყვები და მუსიკა, რომელიც უნდა მიიღოს და შეიყვაროს მსმენელმა. ''ევროვიზია 2019''-ის გამარჯვებულმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ გულშემატკივარს, ვინც მის მიერ შესრულებულ კომპოზიციას მისცა ხმა.


შეგახსენებთ, რომ საქართველოდან ''ევროვიზიის'' კონკურში მონაწილეობას ოთო ნემსაძე იღებდა, რომელიც, სამწუხაროდ, ფინალში ვერ მოხვდა. კიდევ ერთი ქართველი მომღერალი თამთა გოდუაძე კვიპროსის სახელით გამოვიდა და საბოლოო ჯამში მეთხუთმეტე ადგილი დაიკავა.

6
521
6-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
521
  
2019, 27 მაისი, 0:16
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი მანჩო 777-ის კომენტარზე
2019, 26 მაისი, 23:08
ჩვენ ჯერ კიდევ ვერ გავაცნობიერეთ, რომ ევროვიზიას ჩვენი პატრიოტული სიმღერები და გულზე მჯიღების ცემა არად ეპიტნავება. რამდენჯერ უნდა ჩავფლავდეთ, რომ ჭკუა ვისწავლოთ? ოთო მშვენიერი მომღEრალია და რაც შეეძლო, გააკეთა, მაგრამ სიმღერა და ზოგადად, ნომერი საშინლად იყო შერჩეული. კი, ბატონო, ემღერა ეგ სიმღერა დღეს-26 მაისს აქ, საქართველოში, მაგრამ ევროვზიაზე გასატანი ნამდვილად არ იყო. რაც შეეხება თქვენს შენიშვნას, საქართველოდან ოთოს ხმას ვერ მაინც მივცემდი, დიდი სურვილიც რომ მქონოდა-მაგის უფლება ხომ არ გვაქვს, ჰოდა სხვა მომღერლებიდან ყველაზე მეტად ეგ ფრანგი მომეწონა-თქო, ამის თქმა მინდოდა :)
2019, 24 მაისი, 19:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 24 მაისი, 19:37
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი მანჩო 777-ის კომენტარზე
2019, 24 მაისი, 9:11
ჩემი ნება რომ იყოს, ფრანგ კონკურსანტს მივანიჭებდი: სიმღერაც მომეწონა და პერფომანსიც:)
2019, 24 მაისი, 7:17
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 6