x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ექიმები გვაფრთხილებენ ზაფხულის 5 საშიშ დაავადებაზე
image
ექიმები გვაფრთხილებენ, თუ რა დაავადებები შეიძლება გამოიწვიოს ზაფხულის ცხელმა სეზონმა. უპირველეს ყოვლისა, ექიმები მიუთითებენ მწვავე ნაწლავური ინფექციის ხშირ შემთხვევებზე, რაც გამოწვეულია პროდუქციის შენახვის წესების შეუსრულებლობით.

სიცხეზე საკვები მალე ფუჭდება და ზედაპირზე იწყება მავნე მიკრობების წარმოქმნა, რაც იწვევს მოწამვლას. ამიტომ, ექიმები რეკომენდაციას აძლევენ ხალხს, არ გამოიყენონ საკვებად ის, რაც იწვევს ეჭვს, რომ ძველია.

მეორე რისკი არის სიცხეში გაცივების შემდგომი დაავადებები. მაგალითად, ცურვის შემდეგ წყალიდან ამოსვლისას, თქვენ კარგად უნდა გაიმშრალოთ ყურის შიგთავსი, რომ არ მიიღოთ ყურის ანთება. ამ მიზნით, თქვენ შეგიძლიათ ყურში ჩაიწვეთოთ ერთი წვეთი გამთბარი სპირტი.

ცივი წყალი სასიამოვნოა სიცხეში, მაგრამ შეიძლება გამოიწვიოს ანგინა: ცივი წყალი ააქტიურებს სტრეპტოკოკებს რომლებიც იწვევენ ყელის ანთებას. ანგინის დროს ანტიბიოტეკიების გამოყენება უნდა მოხდეს ექიმის მეთალყურეობით, რადგან ზაფხულში მისი მიღება არ არის მიზანშეწონილი.


ასევე, შეიძლება იყოს პნევმონიები, რომელიც ხშირად გამოწვეულია კონდიციონერით.

ჩამონათვალს შეიძლება დაემატოს მიკროორგანიზმები, რომლებიც ცხოვრობენ ბუნებრივ წყლებში. მათ შეიძლება გამოიწვიონ კანის ინფექციები. ინფექციის მატარებლები არიან მათი მკვიდრნი - მოლუსკები და წყალის ფრინველები, ამიტომ ბანაობა შეიძლება მხოლოდ დაწესებულ ადგილებში.

0
194
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
194
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0