x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134037
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რა ტერიტორიები დაკარგა საქართველომ საბჭოთა ოკუპაციის დროს
image

1921 წლის 11 თებერვალს, 4 საჯარისო ერთეულისგან შემდგარი წითელი არმია საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას თავს ერთდროულად ხუთი მხრიდან დაესხა.

ორი ძირითადი შეტევა აღმოსავლეთიდან (აზერბაიჯანი) და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან (სომხეთი) განხორციელდა.

სამი დანარჩენი თავდასხმა კავკასიონის მთებიდან დარიალის და მამისონის გავლით და შავი ზღვის ნაპირის გასწვრივ მოხდა.


ასაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა გამსაბჭოებას ყველა ფრონტზე დაახლოებით 40 000 კაციანი არმიით დაუპირისპირდა (მუდმივი ჯარი და სახალხო გვარდია).

სამწლიანი დამოუკიდებლობის განმავლობაში საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას დასავლეთიდან არც ერთი თოფი ან ამუნიციაც კი არ მიუღია. მას არ ჰყავდა ავიაცია, ტანკები, შესბამისის ტექნიკა

თავისუფლებისათვის ბრძოლას თბილისის მისადგომებთან არაერთი იუნკერი შეეწირა.

მიუხედავად საქართველოს არმიის გასაოცარი გმირობისა, ქვეყანამ ვერ გაუძლო საბჭოთა შემოსევას.

1921 წლის 25 თებერვალს თბილისში ბოლშევიკების მე-11 არმიის "ჩექმა" გამოჩნდა და საქართველო საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოაცხადა.

image

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.

ყოველი წლის ამ დღეს ასეულ ათასობით ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, რომლებიც საოკუპაციო რეჟიმმა პოლიტიკური ნიშნით სიცოცხლეს გამოასალმა, წუთიერი დუმილი ცხადდება და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება.

image

ეს კი იმ ტერიტორიების ჩამონათვალია, რომელიც საქართველომ საბჭოთა ოკუპაციის დროს დაკარგა:


1. რუსეთმა შეიერთა საქართველოს ისტორიული მიწა - ჯიქეთი (1920 წელს)

2. საზღვარი საქართველოსა და რუსეთის შორის ისტორიული დვალეთისა და დარიალის გასწვრივ "ჩ ა ს წ ო რ დ ა" რუსეთის სასარგებლოდ. ანუ საქრთველომ დაკარგა უძველესი კუთხე - დვალეთი. (1931 წელს)

3. ზაქათალის ოლქი და ფოილოს რაიონი (ყარაიას ველის ჩათვლით) გადაეცა აზერბაიჯანის სსრ-ს, რომელმაც 1920 წელს აგსტაფის ხელშეკრულებით უარი თქვა ამ ტერიტორიების მიმართ პრეტენზიებზე საქართველოს სასარგებლოდ. შესაბამისად საქართველომ დაკარგა ისტორიული კუთხე - ჰერეთი.

4. ე.წ ნეიტრალური ზონა ბორჩალოს მაზრის ჩათვლით გადაეცა სომხეთის სსრ-ს. იყო მცდელობა ჯავახეთის ავტონომიის შექმნისა, თუმცა საბოლოოდ მოსკოვმა არ მიიღო ეს გადაწყვეტილება. საქართველომ დაკარგა - ლ ო რ ე. (1931 წელს)

5. არტაანის, ართვინის და ოლთისის ოლქები გადაეცა თურქეთს, ისევე როგორც ბათუმის ოლქის ნაწილი - ბორჩხა. აჭარა გახდა ასსრ. (1921 წელს)

6. რუსეთის დახმარებით ა ფ ხ ა ზ ე თ მ ა მიიღო "დამოუკიდებლობა", გაღვივდა სეპარატიზმი, რამაც მოგვიანებით შედეგი გამოიღო და საქართველომ დაკარგა აფხაზეთი (1993 წელს)

7. სტალინის დაჟინებული მოთხოვნით, მიუხედავად საბჭოთა საქართველოს ადგილობრივი მესვეურების წინააღმდეგობისა, შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი საქართველოს ისტორიული კუთხის - შიდა ქართლის ტერიტორიაზე.


55 უბედურება საქართველოს - ის, რაც რუსულმა პოლიტიკამ გვისახსოვრა! - გახსოვდეს შენი ქვეყნის ისტორია
image


1
586
2-ს მოსწონს
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
586
  
2019, 22 მაისი, 10:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1