x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134426
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
რატომ გადაწყვიტა 3 შვილის დედამ და წარმატებულმა დიზაინერმა "მასტერშეფში" მონაწილეობა - "კერძს იმხელა სიყვარულით ვამზადებ, მიჭირს კრიტიკის მოსმენა"
image


მომ­ღერ­ლე­ბი, მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი, დი­ზა­ი­ნე­რე­ბი, არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბი, მსა­ხი­ო­ბე­ბი - ეს იმ პრო­ფე­სი­ე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რო­მელ­თაც მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე რე­ი­ტი­ნუ­ლი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი შოუს „მას­ტერ­შე­ფის“ ქარ­თუ­ლი ანა­ლო­გი აერ­თი­ა­ნებს.


დი­ზა­ი­ნე­რი და ცნო­ბი­ლი ბრენ­დის Dalood-ის კრე­ა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი, მაკა კვი­ცი­ა­ნი ერთ-ერ­თია, ვინც შო­უ­ში კუ­ლი­ნა­რი­ის სიყ­ვა­რულ­მა მი­იყ­ვა­ნა. მო­დის სამ­ყა­რო­ში შეც­დო­მებს არ პა­ტი­ო­ბენ, ასეა "მას­ტერ­შეფ­შიც" - თუ ჟი­უ­რის კერ­ძი არ მოს­წონს, მკაცრ და კა­ტე­გო­რი­ულ უარს ამ­ბობს. 3 შვი­ლის დე­დამ და წარ­მა­ტე­ბულ­მა დი­ზა­ი­ნერ­მა ეს კარ­გად იცის და გა­და­ცე­მა­ში მის­ვლი­სას გა­მო­ი­ყე­ნა კი­დეც - ჟი­უ­რის „მას­ტერ­შე­ფის“ პო­ზი­ტი­უ­რი და ხა­ლი­სი­ა­ნი მო­ნა­წი­ლის კერ­ძი მო­ე­წო­ნა, ასე რომ მაკა შოუს შემ­დეგ ეტაპ­ზეა.


AMBEBI.GE 34 წლის მაკა კვი­ცი­ანს ამ­ჯე­რად არა დი­ზა­ი­ნე­რის, არა­მედ კუ­ლი­ნა­რის ამ­პლუ­ა­ში გა­გაც­ნობთ.



image


მა­კამ ჟი­უ­რის წევ­რებს წა­რუდ­გი­ნა კერ­ძი, რო­მე­ლიც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ნაკ­ლე­ბად პო­პუ­ლა­რუ­ლია - ბჟი­ტი პი­უ­რე­თი და სო­უ­სით. გა­და­ცე­მის ყვე­ლა­ზე ემო­ცი­უ­რი ნა­წი­ლიც სწო­რედ აქე­დან და­ი­წყო... პრო­ფე­სი­ო­ნალ­მა შე­ფებ­მა - ლე­ვან კო­ბი­აშ­ვილ­მა, კონ­სტან­ტი­ნე თე­დე­ლურ­მა და ლუკა ნა­ჭყე­ბი­ამ დი­ზა­ი­ნერს ბოლო წა­მამ­დე არ უთხრეს, მო­ე­წო­ნათ თუ არა მისი მომ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძი. რო­გორც მაკა აღ­ნიშ­ნავს, ამ წუ­თე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან ინერ­ვი­უ­ლა.


- რა­ტომ და­ინ­ტე­რეს­დით კუ­ლი­ნა­რი­ით და გიც­დი­ათ თუ არა, სრულ­ფა­სოვ­ნად შე­გეს­წავ­ლათ ის?

- მრა­ვალ­სტუმ­რი­ან ოჯახ­ში გა­ვი­ზარ­დე. რაც თავი მახ­სოვს, სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ხან დე­დას ვეხ­მა­რე­ბო­დი, ხან ბე­ბი­ას. მახ­სოვს, ცო­მის მო­ზე­ლა ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და და ამო­სუ­ლი ცო­მის გა­და­ზე­ლა­ზე ბავ­შვე­ბი სულ ერ­თმა­ნეთ­ში ვჩხუ­ბობ­დით. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ღრმა ბავ­შვო­ბი­დან მა­ინ­ტე­რე­სებ­და და არას­დროს მბეზ­რდე­ბო­და უფ­რო­სე­ბის­გან მო­ცე­მუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა.


- "მას­ტერ­შე­ფი" თქვენ­თვის პირ­ვე­ლი სა­კონ­კურ­სო გა­მოც­დი­ლე­ბაა?

- სტუ­დენ­ტო­ბის დროს დამ­წყე­ბი დი­ზა­ი­ნე­რე­ბის კონ­კურ­სში - Be Next მაქვს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი, თუმ­ცა კუ­ლი­ნა­რი­ულ კონ­კურ­სში პირ­ვე­ლად ვმო­ნა­წი­ლე­ობ.


- "მას­ტერ­შეფ­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ?

- პირ­ვე­ლი ბიძ­გი და სტი­მუ­ლი ჩემი შვი­ლი დათა გახ­ლდათ. ძა­ლი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია კუ­ლი­ნა­რი­ით და კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა ფან­ტას­ტი­უ­რა­დაც გა­მოს­დის.


image


დათა გორ­დონ რამ­ზის დიდი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლია, ისე­ვე, რო­გორც მე. ამ ცნო­ბი­ლი კუ­ლი­ნა­რის მიერ შექ­მნილ ტე­ლე­შო­უ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ვიცი, და­თას­თვის რამ­ხე­ლა სი­ხა­რუ­ლია. ასე­ვე, ვიცი ეს გა­და­ცე­მა მსოფ­ლიო მას­შტა­ბით რამ­ხე­ლა რე­პუ­ტა­ცი­ი­თაც სარ­გებ­ლობს.

ვი­ნა­ი­დან მო­მა­ვალ­ში კუ­ლი­ნა­რი­ის გან­ხრით გეგ­მე­ბი მაქვს, მინ­დო­და ხალ­ხის­თვის ამ კუ­თხი­თაც გა­მეც­ნო ჩემი თავი. ამას­თან ერ­თად, სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­მოც­დის სურ­ვი­ლიც დიდი ხა­ნია მაქვს - მა­ინ­ტე­რე­სებს ჩემი კომ­ფორ­ტის ზო­ნის მიღ­მა, სტრე­სულ გა­რე­მო­ში რო­გორ გა­ვარ­თმევ თავს სხვა ნი­ჭი­ერ კონ­კუ­რენ­ტებ­თან შე­ჯიბრს.


- თქვენ მიერ პირ­ველ ტურ­ში შერ­ჩე­ულ კერძთან და­კავ­ში­რე­ბი­თაც გვი­თხა­რით... რა­ტომ შე­არ­ჩი­ეთ ბჟი­ტი?

- მინ­დო­და ისე­თი კერ­ძი მო­მემ­ზა­დე­ბი­ნა, რაც თით­ქოს ტრა­დი­ცი­უ­ლი იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ ისეთ შტრი­ხებს შე­ვი­ტან­დი, რაც დღე­ვან­დე­ლი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი გა­რე­მოს­თვის, თა­ნა­მედ­რო­ვეს და აქ­ტუ­ა­ლურს გახ­დი­და. სწო­რედ ამი­ტომ ვარ­ჩიე ბჟი­ტი, რად­გან კერ­ძის კარ­გად მომ­ზა­დე­ბას ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლი ხელი სჭირ­დე­ბა. ამ მი­ზე­ზით­ვე შე­ვარ­ჩიე გარ­ნი­რიც - ნი­ა­ხუ­რის პი­უ­რე ტყემ­ლით, რო­მე­ლიც ტარ­ხუ­ნით და პიტ­ნით იყო შე­ზა­ვე­ბუ­ლი.


- რამ­დე­ნად ემო­ცი­უ­რი იყო ჟი­უ­რის წი­ნა­შე სა­კუ­თა­რი კერ­ძის წარ­მო­ჩე­ნა და რა მო­ლო­დი­ნი გქონ­დათ იმ მო­მენ­ტში, როცა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი კერძს აგე­მოვ­ნებ­დნენ?

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, რომ მცოდ­ნო­და ასე ვი­ნერ­ვი­უ­ლებ­დი, შე­იძ­ლე­ბა გა­და­ცე­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არც მი­მე­ღო. ვერც წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ჩემ­თვის ჟი­უ­რის შე­ფა­სე­ბე­ბი ასე­თი ემო­ცი­უ­რი იქ­ნე­ბო­და. ახლა ვხვდე­ბი, რომ ყვე­ლა კერძს იმ­ხე­ლა სიყ­ვა­რუ­ლით და მონ­დო­მე­ბით ვამ­ზა­დებ, ძა­ლი­ან მი­ჭირს კრი­ტი­კის მოს­მე­ნა და მტკივ­ნე­უ­ლად ვი­ღებ მას. ალ­ბათ ამის ბრა­ლია, ასე რომ გან­ვი­ცა­დე.

რაც შე­ე­ხე­ბა მო­ლო­დინს, სა­ბედ­ნი­ე­როდ, კერ­ძე­ბის კარ­გად მომ­ზა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით საკ­მა­ოდ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი, გაწ­რთვნი­ლი და გა­მოც­დი­ლი და­გე­მოვ­ნე­ბის უნა­რი და ცოდ­ნა მაქვს, ამი­ტომ ყო­ველ­თვის ზუს­ტად ვიცი, კარ­გად გა­მო­მი­ვი­და თუ არა. ჩემი პირ­ვე­ლი კერ­ძით კმა­ყო­ფი­ლი დავ­რჩი და მცი­რე შე­ნიშ­ვნა რაც მქონ­და, ჟი­უ­რის­თა­ნაც აღ­ვნიშ­ნე.


image


- რო­გორ ფიქ­რობთ, რას მოგ­ცემთ ეს პრო­ექ­ტი?

- მო­ნა­წი­ლე­ე­ბი მრა­ვალ­მხრივ გა­მოც­დი­ლე­ბას ვი­ძენთ. გარ­და იმი­სა, რომ კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით შე­მეც­ნე­ბი­თი და სა­ინ­ტე­რე­სო პრაქ­ტი­კაა, ასე­ვე, ტე­ლეპ­რო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის სა­ჭი­რო უნა­რებ­საც ვი­ძენთ. ამა­თან ერ­თად, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ჩვენს შე­სა­ხებ ცნო­ბა­დო­ბას ვა­მაღ­ლებთ, ამი­ტომ პი­რა­დად ჩემ­თვის ძა­ლი­ან მრა­ვალ­მხრი­ვი და სა­სარ­გებ­ლო გა­მოც­დი­ლე­ბაა.


- იბ­რძვით თუ არა იმის­თვის, რომ გახ­დეთ "მას­ტერ­შე­ფი"?

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, არ ვფიქ­რობ მა­გა­ზე. ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ მივ­ყვე­ბი, ვცდი­ლობ მაქ­სი­მა­ლუ­რად წარ­მა­ტე­ბით გა­დავ­ლა­ხო კონ­კრე­ტუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი და ბო­ლომ­დე ვი­სი­ა­მოვ­ნო პრო­ცე­სით, ხოლო რა შე­დე­გებს გა­მო­ი­ღებს ეს ყვე­ლა­ფე­რი, ამა­ზე ნაკ­ლე­ბად მე­ფიქ­რე­ბა.

0
302
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
302
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0