მტირალას ეროვნული პარკი აჭარაში, დაბა ჩაქვიდან 15 კილომეტრში მდევარეობს. სახელწოდება „
მტირალა“ მტირალას მთიდან მომდინარეობს, რომელიც ნალექების სიუხვით გამოირჩევა, საშუალო წლიური რაოდენობა 4.520 მმ შეადგენს (მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 1.381 მეტრს აღწევს) და ყველაზე ნალექიანი ადგილია საქართველოში.
მტირალას ეროვნული პარკი გამოირჩევა მდიდარი მცენარეული საფარით. პარკის ტერიტორია თითქმის მთლიანად ტყითა და ბუჩნარითაა დაფარული. აქ წარმოდგენილია აჭარისთვის დამახასიათებელი კოლხური ფლორა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე პალეოგენური პერიოდის, ტროპიკული ფლორის ნაშთია. ნეოგენურ პერიოდში კლიმატური ცვლილებების გამო, მრავალი ტროპიკული სახეობა გადაშენდა, ხოლო შემორჩენილმა სახეობებმა კოლხური რეფუგიუმი შექმნეს, რაც მტირალას ეროვნული პარკის ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა.
მტირალას ეროვნული პარკში დასვენების ფართო არჩევანია, შეგიძლიათ დაგეგმოთ სხვადასხვა ტიპის ლაშქრობები საფეხმავლო ბილიკებით, სადაც გაივლით წაბლნარებს, დაუყვებით მდინარეებს და დატკბებით ულამაზესი ჩანჩქერებით.
მტირალას ეროვნული პარკისთვის დამახასიათებელია ცხოველთა მრავალფეროვანი სამყარო, რომელიც წარმოდგენილია 95 სახეობით. აღსანიშნავია, რომ პარკში გავრცელებული ცხოველების 23 სახეობა შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“, ხოლო 9 გლობალური საფრთხის წინაშე მყოფი სახეობები IUCN–ის „წითელ ნუსხაში“.