x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ადაპტირებული ქალაქი - შშმ პირების პოლიტიკა
image


თანამედროვეობაში იმისათვის რომ ქალაქი იყოს ყველასათვის მისაღები, საჭიროა მასში მაცხოვრებელი ყველა თემის ყველა წევრის ჩართულობა. ნელ-ნელა ქართულ საზოგადოებაში ადგილს იმკვიდრებს ტერმინი ადაპტირებული ქალაქი. იგი თავის თავში ინკლუზიურ საზოგადოებას, მოწყვლადი ჯგუფებისადმი ყურადღების გამოჩენას, და სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის არსებობის პირობების შექმნას გულისხმობს.


იმისათვის რომ ქალაქს ადაპტირებული ქალაქი ეწოდოს, მან ჩემი აზრით, პირველ რიგში განათლების ხელმისაწვდომობა უნდა უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლელობებისა და სპეციალური საჭიროების მქონე პირებისათვის, ვინაიდან განათლება ადამიანის ერთ-ერთი მთავარი უფლებაა 21-ე საუკუნეში. მეორე, რაც ქალაქმა უნდა გააკეთოს იმსათვის, რომ მან ადაპტირებული ქალაქის „სტატუსი“ მოიპოვოს, ესაა შექმნას მოწყვლადი ჯგუფების მიმართულებით დასაქმების შესაძლებლობები. თბილისში არსებული სახელმწიფო დაწესებულებები მეტ-ნაკლებად ცდილობენ აღნიშნულის მიღწევას. მაგალითად ცენტრალური საარჩევნო კომისია სატელეფონო ცენტრში ასაქმებს ეტლით მოსარგებლეებსა და უსინათლოებს, ისევე როგორც სხვა სპეციალური საჭიროების მქონე პირებს. თბილისში არსებული საჯარო დაწესებულებების ნაწილი აღჭურვილია პანდუსით, თუმცა სამუშაო ამ მიმართულებით კვლავ ბევრია. პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონიდან გამომდინარე საქართველოში შეზღუდული შესაძლელობის სტატუსით მოსარგებლე ადამიანთა შესახებ სტატისტიკა სამწუხაროდ არ არსებობს, რის გამოც ინკლუზიის ძირითადი მიზანი, რომ ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს პროცესში თანამონაწილეობა და განიცადოს პროგრესი, არ სრულდება. ამის ნათელი გამოხატულებაა ცესკოს შეზღუდული მოქმედებაც, რომელმაც არ იცის თუ რომელ საარჩევნო უბანზე რამდენი წარმომადგენელია მოწყვლადი ჯგუფის წევრი, ამის გამო მან შესაძლოა საარჩევნო უბნის ადაპტირება მოახდინოს იქ, სადაც სულაც არ ცხოვრობენ შეზღუდული შესაძლელობის მქონე პირები და ადაპტირების გარეშე დარჩეს ის საარჩევნო უბანი, სადაც მათი რიცხვი დიდია. ამიტომაც მათი ჩართვა ქალაქში მიმდინარე პროცესებში რთულდება.

image


ზოგადად იმსათვის, რომ ქალაქს ვუწოდოთ ადაპტირებული, საჭიროა მასში მცხოვრებმა თითოეულმა მოქალაქემ გააცნობიეროს, რომ განსხვავებულობა ნორმაა და იგი უნდა ვაღიაროთ და მივიღოთ. ქალაქის ხელმძღვანელობამ საჭიროა გაითვალისწინოს ინკლუზიური გარემოს შექმნისათვის მნიშვლეოვანი ცვლადები, კერძოდ შეიმუშაოს ხედვა, გამოიმუშაოს უნარი და სტიმული, მოახდინოს რესურსების მობილიზება, გაწეროს სამოქმედო გეგმა და განახორციელოს რეალური ცვლილებები, რის შედეგადაც უნდა ამაღლდეს ხალხის ცნობიერება ინკლუზიური განათლების კუთხით და გაუმჯობესდეს მოწყვლადი ჯგუფების ყოველდღიური ცხოვრება.


იმისათვის რომ ინკლუზიური პროექტი წარმატებული იყოს, საჭიროა ქალაქის მხრიდან შშმპ-თა ჩართვა, ვინაიდან მათ იციან ყველაზე კარგად, თუ რა საჭიროებების წინაშე დგანან, რა გაუიოლებთ ცხოვერებას, როგორ შეიძლება პროექტი განხორციელდეს უფრო ეფექტურად და დაიდოს რეალური შედეგი.


სხვადასხვა ქალაქებს აქვთ საკუთარი ე.წ. Disability Action Plan, რომელიც გულისხმობს იმ ბარიერების შემცირებას, რომლებიც შშმ პირებს სერვისების და მომსახურების მიღებისას ხვდებათ, ასევე იმ ბარიერების დაძლევა, რომლებიც მოწყვლად ჯგუფებს დასაქმებისას ხვდებათ. იგი გულისხმობს ასევე ინკლუზიური გარემოსკენ გადადგმული ნაბიჯების წახალისებას და სპეციალური საჭიროების მქონე პირთა ჩართულობის ზრდას. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება Disability Action Plan-ში მოწყვლადი ჯგუფებისადმი დისკრიმინაციის პრობლემის აღმოფხვრაა. ქალაქ ვიქროტიის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქალაქის მიერ გატარებული პოლიტიკა ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ქალაქს ადაპტირებული ეწოდოს. ისინი ცდილობენ ყველა კუთხით გაუწიონ დახმარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. კერძოდ, აშენებენ ადაპტირებულ სკვერებსა და სათამაშო მოედნებს, ხელს უწყობენ მათ დასაქმებას, აწესებენ გრანტებს, აწყობენ ფესტივალებს, აქვთ მუნიციპალური გეგმა იმისა, თუ როგორ უნდა მოხდეს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება. თბილისის მაგალითიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული ნაბიჯები აქაც იდგმება, კერძოდ თბილისის მერიამ ადაპტირებული ავტობუსები შეიძინა, რომლებშიც გამოყოფილია სპეციალური ადგილი ეტლით მოსარგებლე ადამიანისათვის, თუმცა მეტრო სამწუხაროდ დღემდე ადაპტირების გარეშე რჩება.


უნდა ითქვას, ისიც რომ მათი დასაქმება ქალაქისათვის მარტივი გადასაწყვეტი არ არის, ვინაიდან პრობლემები ჯერ კიდევ შშმ პირების ბავშვობის ასაკიდანვე იწყება, კერძოდ ისინი იშვიათად დადიან სკოლაში, რადგანაც სკოლები არ არის ადაპტირებული, მხოლოდ მცირე რაოდნობა შშმ პირებისა იღებს პროფესიულ ან უმაღლეს განათლებას, რაც საბოლოო ჯამში მათ ქმედითუნარიანობაზე აისახება და რთულდება მათი დასაქმება. ამ გამოწვევების წინაშე დგას ქალაქი ვიქტორიაც. შესაბამისად ადაპტირებული ქალაქის სტატუსი მთელი რიგი ჯაჭვური პროცესების განხორციელებას მოითხოვს, რაც თავისთავად კარგ სამოქმედო გეგმას საჭიროებს. ქალაქის ადაპტირებაში დიდ როლს თამაშობენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც, მაგალითად „საქართველო ბარიერების გარეშე“ ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც კერძო თუ საჯარო დაწესებულებებს შესაძლებლობა აქვთ რუკაზე განათავსონ საკუთარი შენობის სურათები, აღნიშნონ რა კომპონენტში აქვთ ადაპტირება გაკეთებული და დაიტანონ სხვა საინტერესო იფორმაცია შშმ პირთათვის, რომლებიც მის ნახვას ინტერნეტგვერდის მეშვეობით შეძლებენ. თბილისში, შეიძლება ითქვას ცდილობენ ინკლუზიური გარემოს შექმნას, თუმცა პროცესში ნაკლებად არიან ჩართული შშმ პირები, ამის მაგალითია გზაზე გადასასვლელი ხიდები. მასზე განთავსებული პანდუსი, არ აკმაყოფილებს არც ერთ სტანდარტს, შეუძლებელია მასზე დამოუკიდებლად ან თუნდაც სხვისი დახმარებით ეტლით მოსარგბელე ავიდეს. დადებითი მაგალითია პეკინის ქუჩაზე მოწყობილი გზაზე გადასასვლელი ზებრა, რომელთანაც ხმოვანი შუქნიშანია დამონტაჟებული, და უსინათლო ან მცირემხედველ ადამიანს შესაძლებლობა აქვს გაიგოს როდის აინთო მათთვის მწვანე შუქი და როდის წითელი. ასევე კარგი მაგალითია სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი მეტროსადგური, სადაც სპეციალური ბილიკებია მოწყობილი უსინათლო ადამიანებისათვის.


გიგა შუბითიძე, შპაიერი, გერმანია, 2019 წ.

0
72
2-ს მოსწონს
ავტორი:გიგა შუბითიძე
გიგა შუბითიძე
72
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0