x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
საინტერესო ფაქტები ცნობილი მხატვრების ცხოვრებიდან.
image 1. იცით თუ არა, რომ ნიკო ფიროსმანის დაქორწინება ერთხელ მისმა დამ - ფეფუცამ სცადა. მირზაანში ჩასულ ნიკალას დამ მეზობელ სოფელში საცოლე მოუნახა.. ფიროსმანი საცოლის სანახავად პირდაპირ საკუთარ ქორწილში მივიდა. მეორე დღეს შეურაცხყოფილი და გაგიჟებული მხატვარი მირზაანში მარტო დაბრუნდა და ფეფუცას უთხრა: “ეგ რა ურჯულო ხალხია, საერთოდ ვინ არიან?! წმინდა გიორგისათვის ბატკანი მინდოდა შემეწირა, მაგათ კი არ დამანებეს... წამართვეს, შეჭამეს და დამცინეს კიდეც “შენ გიჟი ხარ და ცოლი და ოჯახი რად გინდაო''.

image


2.იცით თუ არა, რომ “საიდუმლო სერობის'' შექმნის დროს ლეონარდო და ვინჩი დიდი პრობლემის წინაშე დადგა, მას სიკეთე უნდა განესახიერებინა იესოს სახით, ბოროტება კი - იუდას სახით. ლეონარდომ ხატვა მაშინ დაიწყო, როდესაც იდეალურ მოდელებს მიაგნო. ერთხელ, ლეონარდო მომღერლების გუნდის გამოსვლას ესწრებოდა და ერთ-ერთ მომღერალში ქრისტეს სრულყოფილი სახე დაინახა. მუსიკოსი სიამოვნებით დასთანხმდა და რამდენიმეჯერ მივიდა სახელოსნოში, სადაც მხატვარმა რამოდენიმე ჩანახატი გააკეთა. გავიდა დრო და მხატვარმა თითქმის დაასრულა ხატვა. მხოლოდ იუდას სახე დარჩენოდა დასახატი. ვერაფრით მიეგნო ისეთი ადამიანის სახისთვის, რომელიც იუდას დასახატად გამოადგებოდა. არადა სურათის დამკვეთი აჩქარებდა მას. ლეონარდო დადიოდა მილანის ქუჩებსა და და სამიკიტნოებში, აკვირდებოდა ადამიანების სახეებს და დიდი ხნის შემდეგ ერთი მთვრალი, ბინძური, ნაადრევად დაბერებული კაცი იპოვა, ეტიუდის შესაქმნელად დიდი დრო აღარ ჰქონდა, ამიტომ ტაძარში წაიყვანეს მთვრალი. დავინჩმა დახატა იუდა, რომლის სახეზეც აღბეჭდილი იყო ცოდვა, ეგოიზმი, უბედურება.

როდესაც მხატვარმა სამუშაო დაასრულა, მათხოვარი გამოფხიზლდა და როგორც კი ნახატს თვალი მოჰკრა, შეშინებულმა წამოიყვირა: “ეს ნახატი მე ნანახი მაქვს... სამი წლის წინ, სანამ ყველაფერს დავკარგავდი, გუნდში ვმღეროდი. ერთმა მხატვარმა წამიყვანა და ჩემი სახე ქრისტეს დასახატად გამოიყენა''.image


3. იცით თუ არა, რომ პაბლო პიკასოს სრული სახელი 23 სიტყვისგან შედგება: პაბლო დიეგო ხოსე ფრანცისკო დე პაულა ხუან ნეპომუსენო მარია დე ლოს რემედიოს კიპრიანო და ლა სანტისიმა ტრინიდად მარტინ პატრისიო კლიტო რუიზ ი პიკასო.

როცა პაბლო პიკასო დაიბადა, ის მკვდრად ჩათვალეს. ბავშვი ბიძამ გადაარჩინა, რომელმაც სიგარეტის კვამლი შეაბოლა სახეში.ამის შემდეგ პაბლომ ტირილი დაიწყო.

0
260
3-ს მოსწონს
ავტორი:სოფიო ჩიტაია
სოფიო ჩიტაია
260
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0