x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ედუარდ შევარდნაძე დეტალურად ყვება რუსეთის მიერ ეთნიკური წმენდის სისასტიკეზე
ომი რუსეთთან აფხაზეთში, ერთ - ერთი ბინძური, შეუბრალებელი, და არაადამიანური ომი იყო. რომლის დროსაც ქართველობის ნიშნით, სასტიკად აწამებდნენ და ხოცავდნენ ყველას, უწვავდნენ სახლებს, ართმევდნენ ქონებას, და აიძულებდნენ დაეტოვებინათ აფხაზეთი.

image

ნადირობდნენ ჩემზეც, მაგრამ მე რა სათქმელი ვარ, როდესაც ამ საშინელი ომის დროს დაიხოცა, დასახიჩრდა, თოვლიან უღელტეხილზე ფეხით გადმოსვლისას გაიყინა და დაიღუპა, უგზოუკვლოდ დაიკარგა ათიათასობით მოქალაქე ბავშვი, ქალი, მოხუცი.

ეს იყო აშკარა და დაუფარავი ეთნოწმენდა. რომლის დამადასტურებელი უტყუარი მასალებიც ჰააგის ტრიბუნალს უკვე გადაეცა.


აფხაზეთში ქართველთა ეთნოწმენდა რამდენიმე ეტაპად განხორციელდა.

1. 1991 წლის 17 მარტიდან 1992 წლის 14 აგვისტომდე გუდაუთის რაიონიდან იმ ქართველების გამოსახლება, რომელთაც აფხაზეთის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმს ბოიკოტი გამოუცხადეს.

image

სოხუმის ფიზიკა - ტექნიკური ინსტიტუტიდან ქართველ სპეციალისტთა გამოძევება.

მათ საცხოვრებლებში აფხაზური მონოეთნიკური გვარდიის წევრების ჩასახლება.

2. 1992 წლის 14 აგვისტოდან 2 ოქტომბრამდე დასრულდა ქართველთა გამოძევება გუდაუთის რაიონიდან.

image

3. 1992 წლის 2 ოქტომბრიდან 1993 წლის 16 სექტემბრამდე ჩატარდა ქართველთა ეთნოწმენდა გაგრის ზონაში.

4. 1993 წლის 16 სექტემბრიდან 30 სექტემბრამდე გამოდევნეს ქართველები სოხუმიდან, გულრიფშის, ოჩამჩირის რაიონებიდან, და ქ. ტყვარჩელის ზონიდან.

1993 წლის 16 სექტემბრიდან დღემდე გრძელდება ქართველთა წმენდა გალის რაიონში, სადაც ომის დამთავრების შემდეგ 1000 ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქეა მოკლული. და უამრავი გატაცებული.

image

დახოცილთა და დახვრეტილთა რიცხვი 1992 - 1998 წლებში :

გაგრა და გაგრის ზონაში - 442.

გუდაუთის რაიონიდან - 143.

სოხუმი - 897.

ტყვარჩელი - 25.

გალის რაიონი - 1025.

დაკარგულია 147 კაცი.

დღეს აფხაზეთში“ ქართველი " ადამიანურ უფლებას მოკლებულ მეორე ხარისხოვან მოქალაქეს ნიშნავს.

image

ღირდა კი, ეს ყველაფერი დიდ სისხლის ღვრად, რომელიც მომავალში პრობლემის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის უგულებელყოფას მოჰყვა.

რომელ ორმაგ თამაშზე საუბრობს ედუარდ შევარდნაძე, რატომ არ წავიდა ქვეყნიდან და ვის ჩაუგდო ხელში

image


ჭაბუა ამირეჯიბის ძალიან ემოციური შეხვედრა ციხეში თავის პატარა დასთან

image

0
1007
შეფასება არ არის
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
1007
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0