x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134385
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა გახსნილია

image
დღევანდელი ინფორმაციით აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა გახსნეს. დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტის, მამა კირიონის ინფორმაციით, ამ დროისთვის სასულიერო პირებს, მომლოცველებსა და ტურისტებს უდაბნოს მონასტრამდე გადაადგილება თავისუფლად შეუძლიათ.

მამა კირიონის ინფორმაციით, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა შეზღუდვა დააწესეს მას შემდეგ, რაც 20 აპრილს დავით გარეჯის მონასტერში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმყოფებოდა და უდაბნოს მონასტერი მოინახულა. ზურაბიშვილმა აზერბაიჯანთან სახელმწიფო საზღვრის დადგენის აუცილებლობაზე გააკეთა განცხადება. არსებული ინფორმაციით, აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს მონასტრამდე ახალი ბილიკი გაჰყავდათ. საქართველო–აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი ამ დრომდე დადგენილი არ არის. დავით გარეჯის კომპლექსის ერთი ნაწილი საზღვრის დელიმიტაციის თაობაზე მოლაპარაკებების ერთ–ერთი პრობლემატური საკითხი იყო. გუშინ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ქართული მხარე მომავალში იმუშავებს საზღვრის დელიმიტაციაზე, რაც, მისივე განმარტებით, კომისიებში ცვლილებების გამო იყო შეფერხებული. ამ საკითხთან დაკავშირებით აზერბაიჯანის საგარეო მინისტრმა ლეილა აბდულაევმა განაცხადა, რომ “აზერბაიჯანი ყოველთვის ემხრობოდა საქართველოსთან საზღვრის დელიმიტაციის საკითხის სწრაფად გადაწყვეტას და მზად არის ამ პროცესის უახლოეს ხანში დასასრულებლად.''

0
9
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ პირველი
მარიამ პირველი
9
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0