x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134034
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508245
ყველა დროის 10 საუკეთესო როკ-სიმღერა იესო ქრისტეზე
image

ზოგი მუსიკის მოყვარული ამბობს იესო ქრისტე პირველი როკ-ვარსკვლავი იყო მსოფლიოშიო, გრძელი თმები და ქარიზმა, სწორედ ამიტომ იგი მრავალი კლასიკური როკ კომპოზიციიმთავარი გმირია



გთავაზობთ ყველა დროის 10 საუკეთესო ინგლისურენოვან როკ-კომპოზიციას Ultimate Classic Rock რეიტინგის მიხედვით:



10)ჯონ მელენკაფი-"When Jesus Left Birmingham-ალბომიდან ‘Human Wheels’ (1993)-სინგლმა #35 ადგილი დაიკავა აშშ-ში.





9)აეროსმიტი-"Street Jesus"-ალბომიდან Music From Another Dimension!’ (2012)-ალბომმა Billboard 200- ში #5 ადგილი დაიკავა, ხოლო US Top Rock Albums -ში #1 ადგილი.



8)ბირდსი-1969-"Jesus Is Just Alright" ალბომიდან Ballad of Easy Rider’ (1969)-არტურ რეინოლდის სიმღერა დაწერილი 1966 წელს, შემდგომ შეასრულა მრავალმა შემსრულებელმა, პირველი ქავერ-ვერსია The Byrds-მა იმღერა, რომელმაც Billboard 100 სინგლების ჩარტებში მოხვდა.


7)ქუინი-"Jesus" ალბომიდან Queen’ (1973)-ლეგენდარული ჯგუფის სადებიუტო ალბომი, კომპოზიცია "Jesus" ფრედი მერკურის ეკუთვნის, რომელიც ფსიქოდელიური როკი-ის სტილშია დაწერილი, ტექსტში გადმოცემული მესიის ცხოვრების ფრაგმენტები.


6)მანასასი-"Jesus Gave Love Away for Free"(1972) ალბომიდან Manassas-სტივენზ სტილსის შექმნილი სუპერჯგუფი, რომელსაც მანამდე უკვე მსოფლიო პოპულარობა Crosby, Stills, Nash & Young-ით მოიპოვა.



5)იან გილანი-Gethsemane (I Only Want to Say)"-როკ-ოპერიდან ‘Jesus Chris Superstar’(1970), ერთ-ერთი -ყველაზე წარმატებული პროექტი იესო ქრისტეს თემაზე, იგი ეფუძნება სახარების ცნობილ სიუჟეტს, თუმცა აქცენტი გადატანილია იესოსა და იუდა ისკარიოტელის ურთიერთობებზე.ალბომი Billboard -200-ის სათავეში მოექცა, მთლიანად მსოფლიო მასშტაბით კი 17 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა, რითაც მულტიპლატინის სტატუსი შეიძინა, 1973 წელს მოხდა როკ-ოპერის ეკრანიზაცია, თუმცა ქრისტეს როლს და არიებს ტედ ნილი ასრულებს, რადგან იან გილანმა ფილმში მთლიანი Deep purple-ს ჩართვა მოითხოვა.


4)ელტონ ჯონი-"Levon"-ალბომიდან ‘Madman Across the Water’ (1971), კომპოზიცია ცალკე სინგლის სახითაც გამოიცა, რომელმაც U.S. Billboard Hot 100-ში #24 პოზიცია დაიკავა.



3)ველვეტ ანდეგრაუნდი-"Jesus"-ალბომიდან ‘The Velvet Underground’ (1969) ალბომი შეატანილია მსოფლიოს ყველა დროის 500 საუკეთესო ჩანაწერთა სიაში( # 314 ადგილი-Rolling Stone magazine 2003 წელი).



2)ბლეკ საბადი-"After Forever"-ალბომიდან ‘Master of Reality’ (1971)კომპოზიციამ ტექსტის თვალსაზრისით კრიტიკა დაიმსახურა, ზოგმა სატანისტური მიმართულებაც კი დაინახა მასში და ცოტა სარკაზმიც, თუმცა კომპოზიციიის მთავარი ლაიტმოტივი ნათელია:ნებისმიერი შეიძლება გაესაუბროს იესო ქრისტეს(თვით ოზი ოსბორნიც კი)



1)ZZ Top-"Jesus Just Left Chicago"-ალბომიდან Tres Hombres’ (1973)ტეხასური ტრიოს კომპოზიცია, რომელიც მესამე სტუდიურ ალბომში ჟღერს, ეს ის პერიოდია, როდესაც ZZ Top- ზომიერად პოპულარულია საკუთარ სამშობლოში და კანადაში, მსოფლიო პოპულარობას გაცილებით გვიან მოიპოვებს.





imageასევე დაგაინტერესებთ

იესო ნაზარეველი-ცოტა რამ ფილმის და მთავარი როლის შემსრულებლის შესახებ

image

რის გაკეთება არ შეიძლება წითელ პარასკევს?

image

0
85
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
85
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0