x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134034
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
კოლხეთის სამეფო
კოლხეთის სამეფო


კოლხეთი იყო იბერო-კავკასიური ანუ პროტოქათველური სახელმწიფო, რომელიც წარმოიშვა დიდი კოლხური კულტურის ადგილზე, დასავლეთ საქართველოსა და მცირე აზიის ტერიტორიაზე, სადაც დასავლეთის ქართველური ტომები იყვნენ განსახლებულნი, უმეტესად დღევანდელი მეგრელების, ლაზების და მთელ დასავლეთ ქართველთა პირდაპირი წინაპრები. ეს მძლავრი და მაღალგანვითარებული სახელმწიფო წარმოიშვა ჯერ კიდევ ძვ.წ. XII საუკუნეში, შემდეგ ძვ.წ. VIII საუკუნის ბოლოს იგი გაანადგურეს ჩრდილო კავკასიიდან შემოსულმა მომთაბარე კიმერიელთა ტომებმა. ამავე საუკუნეში კოლხებმა მოახერხეს სამეფოს აღდგენა და იწოდებიან ეგრესის სახელითაც. კოლხთა მეფეები ატარებდნენ სკეპტუხის ტიტულს. ძვ.წ. VIII საუკუნის ბოლოდან, კიმერიელების შემოსევის გადატანის შემდგომ კოლხეთის სამეფომ კიდევ დიდხანს, ძვ.წ. I საუკუნემდე იარსება და შემდეგ ერთი პერიოდი არსებობა შეწყვიტა და იგი პონტოს ძლიერმა სამეფომ შეიერთა მითრიდატე VI ევპატორის დროს. ახ.წ. I საუკუნეში რომაელი მთავარსარდლის, პომპეუსის ლაშქრობის შედეგად, პონტოს სამეფოს განადგურების შემდეგ, ძვ.წ. 65 წელს, ძველი კოლხეთის ტერიტორიაზე კვლავ აღმოცენდა დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომლის დედაქლაქიც იყო ციხეგოჯი, დღევანდელი ნოქალაქევი, რომელსაც ბიზანტიელები არქეოპოლისს უწოდებდნენ. ამ სახელმწიფოს ბიზანტიელები ლაზიკას, ხოლო იბერები ეგრისს უწოდებდნენ. ლაზიკამ ახ.წ. VIII საუკუნის ბოლომდე იარსება. ეგრისის სამეფოს მეფეთა და სახელმწიფოს შესახებ ინფორმაციას მდიდარი ბერძნულ-რომაული წყაროები გვაწვდის. კოლხეთის სამეფო დინასტია აიეტის სახელს ატარებდა, და ითვლებოდა, რომ კოლხთა სამეფო დინასტიის დამაარსებელი მზის ღმერთი ჰელიოსი გახლდათ.



კოლხეთის სამეფო



კოლხეთის თავდაპირველი, მითოსური პერიოდის მეფეები


1) ჰელიოსი - ტიტან ჰიპერიონის და თეიას ძე. მზის ღმერთი. აიეტის მამა და მედეას ბაბუა.



ჰელიოსი - კოლხეთის მეფე. მზის ღმერთი


2) აიეტი - ბერძნული წყაროების მიხედვით მზის ღმერთ ჰელიოსისა და ოკეანიდ პერსეიდას ძე. კირკესა და პასიფაეს ძმა, მედეას, ქალკიოპეს და აფსირტეს მამა. სწორედ ის დახვდა არგონავტებს კოლხიდაში.


აიეტი - კოლხეთის მეფე


3) აფსირტე - კოლხეთის მეფის, აიეტის ძე. ის მოკლულ იქნა იაზონის მიერ.

4) ეგიალეუსი - აფსირტეს ძე. ის მოკლულ იქნა მედეას მიერ.

5) მედეა - აიეტის ასული. იაზონის, შემდგომში კი ეგეუსის ცოლი. მედეას შვილები იყვნენ: მერმერი, ფერესი, მედოსი, ალკიმენესი და ტისანდერი. ზოგიერთი ისტორიკოსის მიხედვით, იგი შეცვლიდა თავის ძმისშვილს.


მედეა - კოლხეთის დედოფალი


6) პერსე - აიეტის ძმა. მზის ღმერთ ჰელიოსის ძე. მან მოახდინა კოლხეთის ტახტის უზურპაცია.

7) მედოსი - მედეას ძე. აბატი ბანიერის მიხედვით, მედოსმა დააარსა მიდიის სამეფო. დაიღუპა ინდებთან ბრძოლაში.




კოლხეთის პირველი დინასტია


8) მენერტასი - ძვ.წ. 535 - 495 წწ. დამფუძნებელი სამეფოს უზენაესობას აღიარებდა სპარსეთი.

9) მეგარონი - ძვ.წ. 495 - 460 წწ.

10) სავლაკ I - ძვ.წ. 460 - 420 წწ.

11) აკესი - მისი მეფობა მონეტების მიხედვით დათარიღებულია ძვ.წ. IV საუკუნით.

12) ქუჯი - ის იყო კოლხეთის მეფე ძვ.წ. 325 - 302 წწ. შემდგომში კოლხეთის ერისთავი ძვ.წ. 302 - 280 წლებში. იბერიის მეფის - ფარნავაზის უახლოესი მოკავშირე და თანამებრძოლი.


ქუჯი - კოლხეთის მეფე


13) აკუ I - ძვ.წ. 230 - 205 წწ.

14) სავლაკ II - ძვ.წ. 205 - 190 წწ.

15) აკუ II - ძვ.წ. 190 - 180 წწ.

16) აკუსილოხი - ძვ.წ. 179 წ.



მითრიდატიდები


17) მითრიდატე I პონტოელი - ძვ.წ. 111 - 65 წწ. კოლხეთის მეფე ის იყო ძვ.წ. 83-63 წლებში. იგივე მითრიდატე VI ევპატორი - ბოსფორის მეფე იყო ძვ.წ. 108-63 წლებში, ხოლო პონტოს მეფე - ძვ.წ. 120-63 წლებში.

18) მითრიდატე II ფილოპატორი - იგივე მითრიდატე უმცროსი. ძვ.წ. 85-81 წწ.


მითრიდატე I პონტოელი — კოლხეთის მეფე



კოლხეთის მეფისნაცვლები


19) მახარ პონტოელი - მეფე კოლხეთისა ძვ.წ. 81-66 წლებში. ბოსფორის მეფე ძვ.წ. 70-65 წწ.



კოლხეთის მეორე დინასტია


20) ოლთაკე - ძვ.წ. 65. მეფე კოლხეთისა. პომპეუსის მმართველობის პერიოდში, რომის იმპერიის ტრიუმფის დროს, ფიგურირებს დამარცხებულ მეფეთა შორის.

21) არისტარქე - ძვ.წ. 65 - 48 წწ. კოლხეთის მეფე. პომპეუსის მიერ დანიშნული რომის იმპერიის ვასალი.


არისტარქე — კოლხეთის მეფე



მითრიდატიანები


22) ფარნაკე II - პონტოს და ბოსფორის მეფე. ძვ.წ. 48 - 47 წწ. მითრიდატე VI ევპატორის ძე.


ფარნაკე II - კოლხეთის მეფე


23. მითრიდატე III პერგამოელი - კოლხეთის და ბოსფორის მეფე. ძვ.წ. 47 - 45 წწ. მცირე აზიელი სამხედრო ლიდერი. გალატიელი ტეტრარქი.


მითრიდატე III პერგამოელი



კოლხეთის მესამე დინასტია


დინამია - კოლხეთის და ბოსფორის დედოფალი (ძვ.წ. 45 - ძვ.წ. 8 წწ.). მითრიდატე დიდის შვილიშვილი. ფარნაკე II-ის ასული.


დინამია - კოლხეთის დედოფალი


25) ასანდროსი - კოლხეთის და ბოსფორის მეფე (ძვ.წ. 45 - ძვ.წ. 17 წწ.). თავდაპირველად პონტოს მეფის - ფარნაკეს მიერ დანიშნული ბოსფორის მთავარმმართველი, მოგვიანებით ბოსფორის მეფე.


ასანდროსი - კოლხეთის მეფე


26) სკრიბონი - კოლხეთის (ძვ.წ. 15 - ძვ.წ. 8) და ბოსფორის (ძვ.წ. 17 - ძვ.წ. 15) მეფე.

27) ტიბერიუს იულიუს ასპურგ ბოსფორელი - კოლხეთის და ბოსფორის მეფე ძვ.წ. 8 - ახ.წ. 37 წლებში.

28) გეპეპირისი - კოლხეთის და ბოსფორის მეფე 37 - 39 წწ.

29) კლაუდიუს მითრიდატე II ბოსფორელი - კოლხეთის (41-44 წწ.) და ბოსფორის (38-44 წწ.) მეფე.



პითოდორიდების დინასტია


30) პოლემონ I - კოლხეთის და ბოსფორის მეფე ძვ.წ. 14 - ძვ.წ. 8 წწ. პონტოს მეფე ძვ.წ. 38 - ძვ.წ. 8 წლებში და არმენიის მეფე ძვ.წ. 33 - ძვ.წ. 30 წლებში.


პოლემონ I პითოდორიდი - კოლხეთის მეფე


31) პითოდორიდა I ფილომეტორი - პონტოს (ძვ.წ. 8 - ახ.წ. 38 წწ.), ბოსფორის და კოლხეთის (ძვ.წ. 8 - ახ.წ. 21 წწ.) დედოფალი.

32) ანტონია ტრიფენა - პონტოს და კოლხეთის დედოფალი 21-27 წლებში.


ანტონია ტრიფენა - კოლხეთის დედოფალი


კოლხეთი რომის იმპერიის მფლობელობის ქვეშ - ახ.წ. 27-38 წლებში.

33) პოლემონ II ფილოპატორი - პონტოს (38-64), ბოსფორის და კოლხეთის (38-41) მეფე.

პოლემონ II ფილოპატორი



კრებულები:


1. საქართველო

2. მეცნიერება

3. ქართული მითოლოგია

4. რელიგია

5. ჰიტლერი

6. ნაციონალ-სოციალიზმი



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


3
3176
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
3176
  
2019, 26 აპრილი, 10:41
"დაიკიდე", ჭკუის დამრიგებლებს რა დალევს.
ძალიან მომწონს შენი სტატიეფი, ინფორმატიულიცაა და საინტერესოც+ისტორიულიც.
ვისაც არ მოსწონს ურჩიე ცივი წყალი დალიონ. :)
2019, 26 აპრილი, 0:46
მადლობა :) რავიცი, მაინც მეჩხუბებიან, ნუ წერ ისეთ თემებზე რაც არ გესმისო. მე ვუთხარი ქართულ, ინგლისურ და რუსულ ვიკიპედიას ვიყენებ და მეტი რაღა ვქნათქო. ეგ არაა საკმაირისიო მპასუხობენ "გენიოსები", ვიკიპედიას ყველაფერი კი არ უნდა დაუჯეროო... არაუშავს, რას ვიზამთ. მე ჩემსას ვცდილობ და თუ რამე მეშლება ან ვინმეს უკეთ შეუძლია, დაწეროს უკეთესი, არ მაქვს პრობლემა :)) თან "სულელურ სტატიებს" უწოდებენ.
2019, 25 აპრილი, 19:39
კარგი კაცი ხარ შენ, წერ თემებზე, რომელსაც ქართველმა მეცნიერებმა ტაბუ დაადეს.
0 1 3