x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
როგორ "წაართვა" ილია ჭავჭავაძემ მეუღლეს ჭიქა წყლის სიამოვნება- უცნაური შემთხვევა

image

დიდი საზოგადო მოღვაწის, ილია ჭავჭავაძისა და ოლღა თადეოზის ასული გურამიშვილის ჯვრისწერა საიდუმლოდ, 1863 წლის 10 აპრილს თბილისში, სამების ეკლესიაში, ჩატარდა. ილიამ ოლღა გურამიშვილში დაინახა თავისი მომავალი მეუღლისა და მძიმე ჭაპანის ერთგულად გამზიარებლის სახე. არც შემცდარა. "ოლღა აღმოჩნდა ყოვლად კეთილი, სათნო ხასიათის ადამიანი, ქველის მოქმედი, ყოველის კეთილის თანამგრძნობელი, დიდად მოსიყვარულე თავისი სახელოვანი ქმრისა და მაღმერთებელი მისის ნიჭისა".

ოლღა ხშირად ეჭვიანობდა თურმე. მუდამ ქმრის გვერდით ყოფნას ცდილობდა. ილიას მეფუტკრის მოგონებებში ვკითხულობთ:

“ერთხელ მე და ილია აივანზე ვისხედით, წყაროს მახლობლად, წინ, პოლონელმა მსახურმა გაიარა. “მანია!''- დაუძახა ილიამ, ერთი ჭიქა წყალი თუ შეიძლება. ქალმა მაშინვე მოართვა წყალი. ოლღა მეორე სართულის აივანზე იჯდა და ყველაფერს ხედავდა... საჩქაროდ ჩამოირბინა კიბეები, გაირბინა აივანი, სადაც ჩვენ ვისხედით, მინდორზე დაეცა და მიწას თავს ურტყამდა. მე და ილია მისაშველებლად მივვარდით, ავაყენეთ, ცივი წყალი დავასხით და გრძნობაზე მოვიყვანეთ.
-ოლღა, გონზე მოდი! შენ ისევ შენებურად განაგრძობ, ნუ დაივიწყებ, რომ უკვე 70 წლის ვარ- უთხრა მას ილიამ.

ოლღამ უსმინა, უსმინა და უთხრა: “დაამთავრე ილია? ეხლა მე მომისმინე: ნუ დაივიწყებ, რა ბედნიერებაა ჩემთვის, რომ მოგიტანო ჭიქა წყალი, შენ კი ამ სიამოვნებას მართმევ....''

ასეთი იშვიათი სიყვარულით ეტრფოდა ოლღა გურამიშვილი ილიას. რა გასაკვირია? მისი მეუღლე ხომ "უგვირგვინო მეფედ" წოდებული, მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული დიდი ილია მართალი იყო.

0
94
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენა18
ელენა18
94
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0